ყურბნის წესები

ყურბნის წესები

კითხვა:

ყურბნის დაკლის დრო როდის არის? რა სარგებლობა მოაქვს მას? ერთი ოჯხისთვის ერთი ცხვარი საკმარისია თუ ყოველი წევრისთვის თითო ცხოველი უნდა შევწიროთ? ცხოველის დაკლა უკეთესია თუ ცხოველის საფასური ფულის მოწყალებად გაღება?

პასუხი:

ყურბნის დაკლა ალლაჰის შუამავალის e სუნეეთი მუექქედეა (ძლიერი სუნნეთი). შუამავალი e ყურბნის დაკლისას ასე ამბობდა: „ალლაჰ! ეს ჩემი, ჩემი ოჯახისა და ჩემს მიმდევართაგან ვინც ყურბანი ვერ დაკლა მათთვისაა.„ იმამი ებუ ჰანიფე ასე ამბობს: ყურბნის დაკლა ვაჯიბია (აუცილებელი). მისი აზრით ვაჯიბი სუნნეთზე უფრო მნიშვნელოვანი, ხოლო ფარძზე უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი რამეა. ებუ ჰანიფე მდიდრისა და ყურბნის დასაკლავად საკმარისი ქონების მფლობელისთვის ყურბნის დაკლას ვაჯიბად აფასებს. „ვისაც საკმარისი ქონება აქვს და ყურბანს არ კლავს მან ჩვენს სამლოცველოს არ მოუახლოვდეს.„ ებუ ჰანიფე ამ ჰადისზე დაყრდნობით ამბობს რომ ყურბნის დაკლა ვაჯიბია. ყურბნის ვაჯიბობა მტკიცე რომც არ იყოს ძლიერი სუნნეთი მაინც არის და დიდი სიკეთეების მომტანია.

ალლაჰის შუამავალი r ბრძანებს, რომ ვინც ბაირამ ნამაზის შესრულებამდე დაკლავს ყურბანს ის მხოლოდ ხორცს მიიღებს და სხვა ვერაფერს, რადგან ასე დაკლული ცხოველი ღვთისმსახურებაში არ ჩაეთვლება. რადგან ყურბნის დაკლა ღვთისმსახურებაა, ღვთისმსახურების დროს კი მხოლოდ შარიათის დამდგენი დაადგენს. ამ დადგენილი საზღვრების დარღვევის უფლება ჩვენ არ გვაქვს. მაგალითად ნამაზი. შუადღის ნამაზი დროის დადგომამდე შეგვიძლია ვილოცოთ? არა არ შეიძლება. ყურბნის დაკლაც იგივენაირია. მასაც თავისი დრო აქვს. ზოგიერთები ყურბანს ბაირამის დადგომამდე ღამით კლავენ. ეს არასწორია. ასეთი საქციელი თან სუნნეთის შეუსაბამოა და თან ყურბნის მადლს კარგავს. ასეთ შემთხვევაში ყურბანი ხელმეორედ უნდა დაიკლას. განსაკუთრებით ისინი ვისზეც ყურბნის დაკლა ვაჯიბი არ არის მაგრამ მაინც დაკლავენ და ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან მათაც ხელმეორედ თავის დროზე უნდა დაკლან ყურბანი. ყურბნის დაკლა ბაირამ ნამაზის შესრულების შემდეგ იწყება. ყურბანი ბაირამის მეორე და მესამე დღესაც დაიკლება. ერთი შეხედულების მიხედვით მეოთხე დღესაც შეიძლება დაკლა. ანუ თეშრიყ თექბირების ბოლო დღეს. პირველ დღეს შუადღემდე დაკლა მნიშვნელოვანია, შუადღისას მზე როდესაც ზენიტს მიაღწევს ამის შემდეგ მეორე დღეზე გადავდებთ. ზოგიერთი ისლამის სწავლულები ასე ამბობენ: „თუნდ დღისით და თუნდ ღამით ყურბნის დაკლა შეიძლება.„ ეს სწავლულები ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ყურბნის დაკლა ბაირამის პირველ დღეს აუცილებელი არ არის, რადგან ცხოველის დაკლა რთული საქმეა. ამიტომაც ზოგი მუსლიმანები ამ საქმეს მეორე და მესამე დღეზე თუ გადაავადებენი ამით არაფერი არ დაშავდება. ხორცი ბაირამის პირველ დღეს ვისაც უფრო მეტად ესაჭიროება მათ უნდა დაურიგდეს, ხოლო დანარჩენებზე მეორე მესამე დღეს მიცემაც შეიძლება. ყურბნის დაკლის დროები ამგვარია.

ყურბნად შეგვიძლია დავკლათ: აქლემი, ძროხა, თხა, ცხვარი. ამათგან რომელიმეს დაკლა ნებადართულია. ერთი კაცისთვის ერთი ცხვარი. ერთ კაცში იგულისხმება ოჯახის უფროსი და მისი ოჯახის წევრები. ალლაჰის შუამავალი: r „ალლაჰ! ეს მუჰამმედისა და მისი ოჯახისთვისაა.„ ამბობდა. ებუ ეიუბი t ასე ამბობს: „შუამავალის r დროს ერთი კაცი თავისი ოჯახისთვის ერთ ცხვარს კლავდა. ხალხი ამით ერთმანეთის მიმართ თავს იწონებდნე. აი ნამდვილი სუნნეთი ეს არის.„

ძროხისა და აქლემისთვის შვიდი წელი საკმარისია. ერთ ძროხის ან აქლემის დაკლა შვიდ კაცს შეუძლია, მაგრამ იმ პირობით თუ ძროხა ორ წელზე ხოლო აქლემი ხუთ წელზე უფრო ნაკლები ხნის არ იქნება. თხა ერთ  წელზე ხოლო ცხვარი ექვს თვეზე ნაკლები ხნის არ უნდა იყოს. ებუ ჰანიფეს მიხედვით ექვსი თვის ცხვარი იმ შემთხვევაში შეიძლება თუ იგი ტანადია და მსუქანი. ცხვარი თუ სუსტია მაშინ ერთ წელზე ნაკლები ხნის არ უნდა იყოს. ყურბნად გამოსადეგი ცხოველები ესენია.

რათქმაუნდა უფრო უკეთესია თუ კი საყურბნე ცხოველი უფრო მსუქანი და უფრო მოვლილი იქნება. რადგან ეს ალლაჰზე I მიძღვნილი საჩუქარია. ამიტომაც მუსლიმანმა ალლაჰს U ყველაზე საუკეთესო უნდა მიუძღვნას. ძალიან გამხდარი, ბრმა, ავადმყოფი, რქამოტეხილი, ყურმოჭრილი, კოჭლი ან სხვა მსგავსი ნაკლის მქონე ცხოველის ალლაჰისადმი შესაწირად დაკლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მუსლიმანი ყველაზე საუკეთესოს ალლაჰს უნდა წირავდეს. ამიტომაც მსახურმა კარგად უნდა დაუკვირდეს თუ რას უძღვნის გამჩენს. ალლაჰთან არც მათი ხორცი და არც მათი სისხლი არ მიაღწევს, მაგრამ ალლაჰთან თქვენი ერთგულება და გულწრფფელობა მიაღწევს.

რაც შეეხება კითხვას „ყურბნის სანაცვლოდ ფული მოწყალებად გაცემა უფრო უკეთესია თუ ყურბნის დაკლა?„ ცოცხალი კაცისთვის თუ ვიფიქრებთ რათქმაუნდა ყურბნის დაკლა უფრო უკეთესია. რადგან ყურბნის დაკლა ალლაჰთან დამაახლოებელი ღვთისმსახურებაა. „ილოცე შენი გამჩენისთვის და ყურბან დაკალ. [1] ჩვენც ჩვენი პაპის იბრაჰიმის ქმედების გამაგრძელებლად ყურბანს ვკლავთ. მან სიზმრად ნახა, რომ თავისი ვაჟიშვილი ისმა’ილი ყურბნად უნდა დაეკლა. ეს ალლაჰის Y ბრძანება იყო და მან დაემორჩილა ამ ბრძანებას. მას ისმა’ილი მოხუცებულობისა და მარტოობისას შეეძინა. მიუხედავად იმისა რომ მთელ იმედებს მასზე ამყარებდა, დიდად გახარებული და ბედნიერი იყო მისი გაჩენით, ახლა უკვე დრო იყო მასთან გამომშვიდობებისა. მან ვაჰი მიიღო უტყუარი სიზმრის სახით, რომ ერთადერთი ვაჟიშვილი ისმა’ილი ყურბნად უნდა დაეკლა. ეს ერთგვარი გამოცდა იყო მისთვის. თანაც ამ ასაკში მყოფი მამისთვის ნამდვილად მძიმე გამოცდა იყო. ალლაჰს თავისი მსახურის გამოცდა ეწადა. იბრაჰიმის გული ალლაჰის ნებას თუ საკუთარ ვაჟიშვილს აირჩევდა? აი ეს იყო ცხადი გამოცდა. თან რთული და თანაც კარგად დაგეგმილი გამოცდა. მაგრამ იბრაჰიმს გამოცდა უნდა ჩაებარებინა. მივიდა თავის შვილთან და აიყვანა, მას ალლაჰის ბრძანების შესრულება სურდა. მასზე დავალებული ღვთაებრივი ბრძანება თავის შვილს ამგვარად აუხსნა: შვილო ჩემო, უეჭველად, სიზმარში ვიხილე, რომ მსხვერპლად გწირავდი. მაშ, გაიაზრე, აბა რას ჭვრეტ?[2] მამის მდგომარეობაზე უფრო საკვირველი იყო შვილის პასუხი. მან არც ბრძანებას შეეწინააღმდეგა და არც ბრძანების შესრულებას ხელი შეუშალა. პირიქით როგორც მორწმუნეს შეეფერებოდა ისე წარმოსთქვა: მამაჩემო! ჰქმენ რაც გებრძანა. მე მიხილავ მომთმენთაგან თუ იქნება ნება ალლაჰისა!“[3] ეს ისეთი სიტყვებია, რომ რწმენის, სიძლიერის, მორჩილებისა და ნდობის სხივებს აფრქვევს. უშიშრობისა და ვაჟკაცობის დასამტკიცებლად წამოძახებული სიტყვები კიარ იყო, არამედ ქმედებითაც დაამტკიცა ეს. „მე მიხილავ მომთმენთაგან თუ იქნება ნება ალლაჰისა!“ სიტყვებით ყველაფერი ალლაჰის ნებაზე იყო მინდობილი. „ამგვარად ორივემ ალლაჰს მორჩილება გამოუცხადეს.„[4] როდესაც შვილი ძირს დააწვინა მაშინვე მას ეხარა, რომ შენ დაკისრებული ვალდებულება პირნათლად შეასრულეო. „უთუოდ, ერთგულება გამოიჩინე სიზმართან მიმართებაში. უეჭველად, ჩვენ ასე მივუზღავთ კეთილის მქმნელთ!„[5] ჯიბრილ ანგელოზმა კრავთან ერთად მოვიდა და უთხრა, შვილის ნაცვლად ეს დაკალიო. აი ამ დღიდან მოყოლებული ეს სუნნეთად კეთდება. წარსულში დარჩენილი ლამაზი დღეების უკვდავყოფა ყოველა ხალხს ახასიათებს. ისინი წარსულში მომხდარი ლამაზი ამბების გაცოცხლებას ცდილობენ. სხვადასხვა ღონისძიებებს აწყობენ, რომ ეს ყველაფერი არ წაიშალოს მათი მეხსიერებიდან. ეს იქნება გამარჯვების დღე თუ სხვა მნიშვნელოვანი მოვლენა. და აი ეს კიდე ალლაჰის დღეებიდან ერთი დღეა. ეს დღე უყოყმანოდ მორჩილების დღეა. მუსლიმანი ამ მორჩილების გამოსახატავად დღესაც ყურბანს კლავს. ეს სუნნეთია. თანაც მის სანაცვლოდ ფულის გაცემაზე უფრო უკეთესია. ყოველმა მუსლიმანმა რომ ყურბნის სანაცვლოდ ფულადი მოწყალება გაიღოს მაშინ ამ დღეს მნიშვნელობა აღარ დარჩება. ისლამს კი ამ მნისშვნელოვანი დღის უკვდავყოფა სურს. ამიტომაც პურუტყვის დაკლა უკეთესია. ეს ყველა ცოცხალი მუსლიმანის ვალია. მაგრამ თუ კაცს გარდაცვლილი ნათესავის სულისთვის სიკეთის გაკეთება და მადლის ჩუქება სურს რა უნდა გააკეთოს? ყურბანი უნდა დაკლას თუ მისი საფასური ფულად უნდა დაარიგოს?

ჩემი აზრით თუ იმ ქალაქში ყურბანს ბევრი კლავს და ხორცის აუცილებლობა არ არის მაშინ გარდაცვლილის სულისთვის ფულის დარიგება უკეთესია. რადგან ხალხს უკვე ხორცი იმდენად აღარ ჭირდებათ. ყველას ბაირამზე დაკლული ყურბნის ხორციდან საკმარისი მიღებული აქვთ. შესაძლოა ამ ქალაქში გაჭირვებულებს ფული უფრო მეტად სჭირდებათ, რომ საბაირამოდ ბავშვებს რამე უყიდონ. ასეთ მდგომარეობაში გარდაცვლილის სულისთვის ყურბნის დაკლის სანაცვლოდ ფულის დარიგება უფრო უკეთესი იქნება. მაგრამ სადაც ხორცი ცოტაა და ხალხს ხორცი უფრო ესაჭიროება, მაშინ გარდაცვლილის სულისთვის ყურბნის დაკლა და ხორცის დარიგება უმჯობესია. რათქმაუნდა ეს მხოლოდ ჩემი აზრია.

რაც შეეხება დაკლული ცხოველის ხორცის განაწილებას. ხორცის სამად გაყოფა და დარიგება უმჯობესია. ერთ მესამედს ოჯახის წევრები ჭამენ, ერთ მესამედს მეზობლებს დაურიგებს და ერთ მესამედ ღარიბებს დაურიგებს. თუ დაკლული პირუტყვის ხორცს მთლიანად მოწყალებად გაიღებს და დაარიგებს ეს მისთვის უფრო უკეთესი იქნება. მაგრამ იმისათვის რომ სუნნეთი შეასრულოს დაკლული ცხოველიდან მცირე ნაწილი თავისთვის მაინც უნდა აიღოს. მაგალითად ცხოველის ღვიძლი ან სხვა ნაწილიც რომ აიღოს საკმარისია. ამგვარად ცხოველს მთლიანად მოწყალებად გაიღებს და თვითონაც მიირთმევს მის ხორცს. ალლაჰის შუამავალი r და მისი საჰაბეებიც ასე იქცეოდნენ.

წყარო: პროფესორ დოქტორი იუსუფ ალ-ყარდავი, ჩაღდაშ მესელელერე ფეთვალარ, თაჰირ იაინჯილიქ, ისთანბულ, 1994, 2/65-71.



[1] სურა ქევსერ, 108/2-ე აიათი.

[2] სურა საფფათ, 37/102-ე აიათი.

[3] სურა საფფათ, 37/102-ე აიათი.

[4] სურა საფფათ, 37/103-ე აიათი.

[5] სურა საფფათ, 37/105-ე აიათი.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 47 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol