მარხვის მნიშვნელობა

მარხვას ისლამში რა ადგილი უჭირავს?

ალლაჰის შუამავალმა (...) რამდენი წელი იმარხა?

შეიხ სალიჰ ალ-ფევზაანს (ალლაჰის წყალობა მასჰკითხეს:

კითხვა: მარხვის სავალდებულოდ დაწესების მიზეზი რა არის? ალლაჰის შუამავალმა რამდენი წელი იმარხულა?

პასუხი: მარხვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აკისრია. ამათგან ერთ ერთს უზენაესი ალლაჰი შემდეგ აიათში გადმოგვცემს:

يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا كُتِبَ عَلَيْكُمُ الصِّيَامُ كَمَا كُتِبَ عَلَى الَّذِينَ مِن قَبْلِكُمْ لَعَلَّكُمْ تَتَّقُونَ

ჰოი თქვენ მოწმუნეებო! დაწერილია თქვენზე მარხვა ისე, როგორც დაწერილა თქვენს წინ მყოფებზე. ეგების რიდი გქონდეთ.[1]

ამგვარად უზენაესი ალლაჰი გავმცნობს, რომ მარხვა ღვთის მოსაობის, ღვთის მიმართ რიდისა და მოკრძალების მიზეზია. ღვთისმოსაობა ისეთი ღირებული თვისებაა, რომ ის ყოველ სიკეთეს მოიცავს. როდესაც კაცი მარხულობს, ის ღვთის მსახურებისკენ უფრო მეტად მიილტვის, უჭმელ-უსმელობისა და სხვა სირთულეების ატანას მიეჩვევა. საკუთარ თავში ბოროტ სურვილებს დათრგუნავს და სატანისგან შორს დადგება. აი ამგვარად მოიპოვებს ღვთისმოსაობასა და ღვთის მიმართ რიდს. ღვთისმოსაობა, მადლის მოლოდინით და მისი სასჯელის შიშით უზენაესი ალლაჰის ბრძანებების შესრულება და აკრძალულებისგან შორს დგომაა. ეს კი მორწმუნესთვის ყველაზე მაღალი ღირებულებებიდან ერთ-ერთია. მარხვა მსახურს ღვთისმოსაობას უყალიბებს. ღვთისმოსაობა კი ყოველი კეთილი თვისების მქონე თვისებაა. ღვთისმოსაობა კეთილი საქმეების საწყისია. უზენაესი ალლაჰის ნებით ძალიან ბევრი კეთილი საქმე ღვთისმოსაობაზეა დამოკიდებული. ალლაჰი თავისი წიგნის არა ერთ აიათში ღვთისმოსაობას გვიბრძანებს და ღვთისმოსავებს აქებს. ალლაჰი თავის წიგნში ღვთისმოსავებს ბევრ რამეს პირდება. ასევე გვამცნობს, რომ მას ღვთისმოსავები უყვარს.

მარხვის მნიშვნელობიდან ერთ-ერთი ეს არის: ის ადამიანს ალლაჰთან დასაახლოებლად ჭამა-სმის საკითხში წვრთინს. ამიტომაც უზენაესი ალლაჰი წმინდა ჰადისში ასე ბრძანებსმარხვა ჩემთვისაა, მის სამაგიეროს პირადად მე გავცემ. რადგან მომარხულე თავის სურვილებზე, ჭამასა და სმაზე ჩემი გულისთვის ამბობს უარს.[2]

მარხვა ადამიანის გამოცდაა თუ ალლაჰის გულისთვის რაოდენ გულმოდგინედ იტყვის უარს ისეთ რამეებზე რაც მას სურს, მოსწონს, სიამოვნებს და უყვარს. მომარხულე ამგვარად მისთვის მოსაწონი და საყვარელი რამეების ნაცვლად ალლაჰის მოსაწონ რამეებს ირჩევს. ეს კი ღვთის მსახურების ყველაზე მაღალი საფეხურია. გარდა ამისა ამგვარი საქციელი მარხვის ყველაზე დიდი სიკეთეა რაც თუ შეიძლება კაცს მოუტანოს. გარდა ამისა მარხვა ხელს უწყობს კაცმა გაიგოს ღარიბთა და მშიერ-მწყურვალეთა მდგომარეობა, რაც ქველმოქმედებისკენ უბიძგებს. როდესაც კაცი შიმშილსა და წყურვილ იგემებს, გული მოულბება და უქონელსა და გაჭირვებულს გაიხსენებს.

რამაზნის მთვარეში მარხვა ჰიჯრეთის მეორე წელიწადს ფარძად დაწესდა. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ცხრაჯერ რამაზნის მთვარე მარხვაში გაატარა. რადგან მან მედინაში ათი წელი დაჰყო. მარხვა კი ჰიჯრეთის (შუამავალის მექქადან მედინაში გადასვლა) მეორე წელს დაწესდა ფარძად (სავალდებულო). ამის მიხედვით გამოდის რომ ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ცხრაჯერ იმარხულა რამაზნის მთვარე.

წყარო: ალ-მუნთეყაა მინ ფეთაავაა, 2/340.



[1] სურა ბაყარა, 2/183- აიათი.

[2] ბუჰარი.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 1 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol