კონკრეტული მეზჰების მიმდევრობა

კონკრეტული მეზჰების მიმდევრობა

 

შეიხულ ისლამ იბნი თეიმიას (რჰ.ა.) ჰკითხეს:

კითხვა: რას ფიქრობენ სწავლულები და იმამები ქვემოთ მოყვანილი სიტყვების წარმომთქმელის შესახებ?

როდესაც ამ პიროვნებას კითხავენ „რომელია შენი მეზჰები?“ იგი პასუხობს: „მე მუჰამმედის მიმდევარი ვარ, ჩემთვის საკმარისია ალლაჰის წიგნი და შუამავლის სუნნეთიო.“

როდესაც მას ვეუბნებით; „ყოველი მორწმუნე ვალდებულია რომელიმე მეზჰების მიმდევარი იყოს, უმეზჰებო მხოლოდ სატანააო.“ ის გვპასუხობს: „მაშინ აბუ ბექირ ას-სიდიყის  და მის შემდგომ მყოფი ხალიფების (რ.ა.) მეზჰები რა იყოო?“ აქედან გამომდინარე გვპასუხობეს, რომ „რომელიმე მეზჰებზე მიყოლა სწორი არ არისო.“

ამათგან რომელია სიმართლე? თუ შეიძლება ფეთვა მოგვეცით, ალლაჰმა დაგაჯილდოოთ!

პასუხი: დიდება ალლაჰს!

ხალხი ვალდებულია დაემორჩილოს ალლას, მის შუამავალს და ასევე ალლაჰის ბრძანებით მმართველებს, რომელსაც შემდეგ აიათში ბრძანებს: „მორწმუნეებო! დაემორჩილეთ ალლაჰს, დაემორჩილეთ შუამავალს და თქვენგან მყოფ მეთაურებს...“ თუმცა მათი მორჩილება დამოუკიდებელი და აბსოლუტური არ არის, ეს ალლაჰის და მისი შუამავლის მორჩილებაზეა დამოკიდებული. რადგანაც უზენაესი ალლაჰი იგივე აიათში ასე აგრძელებს: „და თუ რამეზე უთანხმოობდეთ მიუბრუნეთ იგი ალლაჰსა და მის შუამავალს, თუ გწამთ თქვენ ალლაჰი და დღე უკანასკნელი. ეს უფრო ხეირიანი და უმშვენიერესი შედეგის მომტანი იქნება..“ (ნისა, 4/59.)

მუსლიმი, როდესაც რაიმე საქმეს გადაეყრება, სულერთია რომელი მეზჰებიდან იქნება, მხოლოდ იმ ხალხიდან უნდა ღებულობდეს ფეთვას, ვისიც ჯერავს, რომ ალლაჰისა და მისი შუამავლის შარიათით გასცემს პასუხს. არცერთი მუსლიმი ვალდებული არ არის, რომელიმე ალიმის ყოველ ნათქვამს სიტყვა-სიტყვით ასრულებდეს და მას ბაძავდეს. არცერთი მუსლიმი ვალდებული არ არის ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) გარდა სხვა რომელიმე კონკრეტული პიროვნების მიერ გადმოცემული და დაწესებული საკითხები აუცილებლად მორჩილების საგნებად მიიჩნიოს.

პირიქით ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ს.) გარდა სხვა პიროვნებების სიტყვები სავსებით შესაძლებელია მისაღებიც იყოს და მიუღებელიც.

კაცი, რომელიც უძლურია კონკრეტული პიროვნების გარდა სხვა გზით შეისწავლოს შარიათი, ასეთი ვინმესთვის ამ პიროვნების მეზჰებზე მიყოლა შეიძლება. თორემ, ვისაც შარიათის შესწავლა ამ პიროვნების გარდა სხვა გზებითაც შეუძლია, მისთვის ამ პიროვნებაზე მიბაძვა სავალდებულო არ არის.

ყოველი მორწმუნე ვალდებულია შეძლებისდაგვარად ალლაჰის რიდი იქონიოს, ალლაჰისა და მისი შუამავლის ბრძანებები შეისწავლოს, მათი ბრძანებები შეასრულოს და აკრძალვებს მოერიდოს.

ალლაჰმა უკეთესად იცის.

წყარო: მეჯმუუ’ლ-ფეთაავაა, 20/209. 


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 8 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol