მუსლიმმა რამდენი ყურბანი უნდა დაკლას

მუსლიმმა რამდენი ყურბანი უნდა დაკლას?

შეიხ აბდულაზიზ ბინ აბდულლაჰ ბინ ბაზს ჰკითხეს:

კითხვა: ისლამში დასაკლავი ყურბნის შესახებ რაიმე ზღვარი თუ არსებობს? მუსლიმმა რამდენი ყურბანი უნდა უნდა დაკლას?

პასუხი: ამის შესახებ არანაირი ზღვარი არ არსებობს. ალლაჰის შუამავალი ს.ა.ს. ორ ყოჩს კლავდა. ამათგან ერთს მისთვის და თავისი ოჯახის წევრებისთვის, მეორეს კი მისი უმმეთისთვის კლავდა. ამის მიხედვით კაცი ერთს დაკლავს, ორს თუ უფრო მეტს არანაირი პრობლემა არ არის.

აბუ დერდა და აბუ ეიუბ ალ-ანსარი რ.ა. გადმოგვცემენ: ჩვენ შუამავლის ს.ა.ს. დროს ერთ ყურბანს ვკლავდით, ამით საჭმელს ვაკეთებდით და მივირთმევდით. ამის შემდეგ ხალხმა მე ბევრ ყურბანს ვკლავო თავის ქება დაიწყეს.

მოკლედ რომ ვთქვათ ერთი ყურბანი საკმარისია. როდესაც კაცი მისთვის და თავისი ოჯახის წევრებისთვის ერთ ყურბანს კლავს მას სუნნეთი შესრულებულად ეთვლება. მაგრამ მას თუ მეტის ანუ ორი, სამი, ოთხის ანდაც აქლემის ან მსხვილ ფეხა რქოსანის დაკლა სურდეს ამაში საპრობლემო არაფერია. კიდევაც იჭმება, საჭმელიც გაკეთდება, სამოწყალოდაც გაიცემა. ხორცი თუ უქმედ არ გაფუჭდება მისი ყველა ფორმით გამოყენება კარგია. თუმცა ყურბანი თუ იკლება და ხორცს იქვე ტოვებენ ეს არასწორია. რადგან ეს ქონების უქმედ ფლანგვაა. მაგრამ თუ ყურბანი დაიკლება თან იჭმება და თან ღარიბებზე და ნათესავებზე დარიგდება ეს კარგია.

ყურბანი ბევრი იქნება თუ ცოტა სულერთია, ოღონდ მინიმუმი ერთი სულია. კაცი საკუთარი თავისა და ოჯახის წევრებისთვის თუნდაც რომ ბევრნი იყვნენ, მეუღლე, შვილები, მშობლები და კიდე მასთან მყოფი სხვა პირებიც ერთი ყურბანი საკმარისია.

წყარო: ფეთაავაა ნურუნ ალა’დ-დარბ


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 17 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol