ისლამში მევლუდის რიტუალი თუ არსებობს?

ისლამში მევლუდის რიტუალი თუ არსებობს?

კითხვა:

ისლამში მევლუდის აღნიშნვას რა ადგილი უჭირავს? შუამავლის დაბადების მიზნით ამ დღის აღნიშნვა დასაშვებია?

პასუხი:

ძვირფასო ძმაო! უპირველესად უნდა ავღნიშნო, რომ სიტყვათა საუკეთესო ალლაჰის წიგნი, გზათა საუკეთესო მუჰამმედის გზაა. საქმეთა ყველაზე ავი რჯულში არ არსებული მერე გამოგონილი რამეებია. ყოველი მერე გამოგონილი ბიდათია, ყოველი ბიდათი გზას აცდენილობაა, ყოველი გზას აცდენილობა კი ცეცხლშია.

შესავალი ამ სიტყვებით გავაკეთე, რადგან დღეს ისლამის სახელით იმდენი ბიდათია გამოგონილი, რომ ჩამოთვლას ვერ მოვრჩებით. ამათგან ერთ-ერთი სამწუხაროდ მევლუდის რიტუალია, რასაც მუსლიმანები დიდი სიხარულითა და მოწიწებით ემსახურებიან.

მუსლიმანურ სამყაროში ამგვარი ბიდათების გავრცელების მიზეზი ხალხში რელიგიური ცოდნის ნაკლებობაა. თავიანთი ასეთი უვიცობით უამრავი ბიდათი ისლამში შემოიტანეს და დაიწყეს იმიş მტკიცება, რომ ესენი კეთილი საქმეებია.

უფრო მეტიც მათ ასეთ საქციელს კეთილი ბიდათი დაარქვეს და ამგვარად შეეცადნენ იმის დამტკეცას რომ ეს მისაღებია.

საინტერესოა, როგორც ეს ხალხი ამბობს კეთილი ბიდათიო მართლაც ასეა? ანუ ბიდათი შეიძლება კეთილი იყოს?

უპირველესად შუამავალის (....) ამ სიტვებიდან გამომდინარე ვერავინ იტყვის რომ ბიდათი კეთილია. რადგან ალლაჰის შუამავალი (....) ბრძანებს, რომ ყოველი ბიდათი გზას აცდენილობაა. ასე რომ ეს სიტყვა არ გამორიცხავს არავითარ კეთილ ბიდათს.

მეორედ; ხალხის მიერ კეთილად მიჩნეული რამეები აუცილებლად კეთილიაო ვერ ვიტყვით. რადგან ხალხის თვალში ბევრი რამ კეთილად აღიქმება, თუმცა ალლაჰის წინაშე სიავეა. უზენაესი ალლაჰი ამის შესახებ თავის წმინდა წიგნში ასე ბრძანებს:

مَن زُيِّنَ لَهُ سُوءُ عَمَلِهِ فَرَآهُ حَسَنًا

ვისაც ლამაზად მოეჩვენა თავისი ავი საქმენი.[1]

აბდულლაჰ ბინ ომარი ამბობს: თუნდ ხალხმა კეთილად მიიჩნიოს, ყოველი ბიდათი გზას აცდენილობაა.[2]

მესამედ; ყველაზე ხეირიან პირველ სამ თაობას ამგვარი რამეები კეთილად თუ არ მიუჩნევია, ჩვენ რა უფლებით ვიჩნევთ კეტილად? ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ხალხი იყვნენ ისინი, ვინც ყველაზე დიდი გულმოდგინებით და ზედმიწევნით შეასრულეს ამ რწმენის ყველა წვრილმანი და რჯულში არ არსებული რამეებისგანაც თავი სორს დაიჭირეს. აი მათგან ზოგიერთები ასე ამბობდნენ ამის შესახებ:

აბდულლაჰ ბინ უქეიმი, ომარ ბინ ხატტაბის (...) ასეთ ნათქვამს გადმოგვცემს: სიტყვათა საუკეთესო ალლაჰის წიგნი, გზათა საუკეთესო მუჰამმედის გზაა. საქმეთა ყველაზე ავი რჯულში არ არსებული მერე გამოგონილი რამეებია. ყოველი მერე გამოგონილი ბიდათია, ყოველი ბიდათი გზას აცდენილობაა, ყოველი გზას აცდენილობა კი ცეცხლშია.[3]

აბდულლაჰ ბინ მესუდი (...) ასე ამბობს: თქვენს წინ მყოფთ მიჰყევით, რჯულში ახალი რამეები არ გამოიგონოთ, რაც არის ეს თქვენთვის საკმარისია, რადგან ყოველი ბიდათი გზას აცდენილობაა.[4]

არ უნდა დაგვავიწყდეს რომ შარიათის დამწესებელი, წესებისა და კანონების დამდგენი, მხოლოდ უზენაესი ალლაჰია. ამ საკითხში მას არანაირი მოზიარე არ გააჩნია. მსახურს კი ამ უნაკლო რჯულზე მტკიცედ დგომა და მასში ახალი რამეების შემოუტანლობა შეეფერება. თუ კი არ დაკმაყოფილდება ამას და ახალ რამეს გამოიგონებს, არც ის უნდა დაივიწყოს, რომ მისგან ამგვარი საქციელი არ მიიღება.

რადგან ალლაჰის შუამავალი (....) ბრძანებს:

مَنْ أَحْدَثَ فِي أَمْرِنَا هَذَا مَا لَيْسَ مِنْهُ فَهُوَ رَدٌّ

ვინც ამ ჩვენს საქმეში (რწმენაში) მასში არ არსებული რამე გამოიგონოს ის (საქმე) მიუღებელია (მისგან).[5]

ახლა დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას, ანუ ისლამში მევლუდი არის თუ არა?

მევლუდი, ანუ შუამავალის დაბადების დღე რაბბიულ ევველის მთვარის მეთორმეტე ღამეს აღინიშნება. ამ რიტუალს ისლამის რელიგიაში არავითარი საყრდენი არგუმენტი არ მოეპოვება. შუამავალის მიერ გამოზრდილ ყველაზე ხეირიან საზოგადოებას მსგავის რამ არ გაუკეთებიათ, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა დიდი მწუხარებით უნდა ვთქვა, რომ დეღეს მუსლიმთა დიდი ნაწილი ამას დიდი მოწიწებით ზეიმობს.

ამ ღამეს ბევრი მევლუდის მკითხველთა ენით ბევრ შირქსა და ქუფრს ვისმენთ. მაგალითად ამ რიტუალზე ბევრი გაიძახის: მოგვეშველე ალლაჰის შუამავალო! ალლაჰის შუამავალო ჩვენ გასაჭირიდან გვიხსენ! და სხვები.

არა და ამგვარი ვედრება მხოლოდ ალლაჰის მიმართ ხდება. რადგან გასაჭირის დროს კაცს მხოლოდ ალლაჰი მიეშველება და ის იხსნის გასაჭირისგან. უზენაესი ალლაჰი ამის შესახებ ასე ბრძანებს:

قُلْ إِنِّي لَا أَمْلِكُ لَكُمْ ضَرًّا وَلَا رَشَدًا

უთხარი: ჭეშმარიტად მე თქვენთვის არც ზიანის და არც სარგებლობის მოტანა არ შემიძლია.[6]

قُل لَّا أَمْلِكُ لِنَفْسِي نَفْعًا وَلَا ضَرًّا إِلَّا مَا شَاءَ اللَّهُ

უთხარი: მე საკუთარი თავისთვის არც სარგებლობის და არც ზიანის მიყენება არ შემიძლია, გარდა იმისა რასაც ალლაჰი ისურვებს.[7]

وَمَنْ أَضَلُّ مِمَّن يَدْعُو مِن دُونِ اللَّهِ مَن لَّا يَسْتَجِيبُ لَهُ إِلَىٰ يَوْمِ الْقِيَامَةِ وَهُمْ عَن دُعَائِهِمْ غَافِلُونَ

და ვინ არის იმაზე უფრო გზას აცდენილი, ვინც ალლაჰის გარდა სხვებს ევედრება, რომელიც უკანასკნელ დღემდე ვერ შეეპასუხება მას და მათ არც არაფერი იციან მავედრებელთა ვედრების შესახებ.[8]

أَمَّن يُجِيبُ الْمُضْطَرَّ إِذَا دَعَاهُ وَيَكْشِفُ السُّوءَ

გასაჭირში მყოფის ვედრებას ვინ შეისმენს და ვინ არიდებს მათ ბოროტებას?[9]

ომარ ბინ ხატტაბისგან (...) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალმა (....) ასე ბრძანა:

ჭეშმარიტად მე ალლაჰის მსახური ვარ. მე ალლაჰის მსახური და შუამავალი მითხარით. მე ნუ ამამაღლებთ ისე რაც არ ვარ.[10]

ალლაჰის შუამავალი (....) ასე ბრძანებს: როგორც ქრისტიანებმა, ისა მარიამის ძე გადაჭარბებული დიდებით (გააღმერთეს), მეც ისე ჭარბად ნუ მადიდებთ.[11]

ალლაჰის შუამავალი (....) კიდევ ერთ ჰადისში ასე ბრძანებს: რამეს როცა ისურვებთ ალლაჰისგან ისურვეთ. ასევე დახმარებაც ალლაჰისგან ითხოვეთ.[12]

ამყველაფერთან ერთად შუამავალის (....) ეს ჰადისებიც გავმცნობს, რომ რაიმე არგუმენტის გარეშე წელიწადის რომელიმე დღის ან ღამის ღვთის მსახურებისთვის გამოყოფის უფლება არ გვაქვს:

ებუ ჰურეირა (...) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (....) ასე ბრძანა: "ღამეებს შორის ღვთის მსახურებისთვის მხოლოდ ჯუმა ღამეს ნუ გამოყოფთ და ნურც დღეებს შორის მარხვისთვის მხოლოდ ჯუმა დღეს ნუ გამოყოფთ.[13]

აქედან გამომდინარე თუნდ მევლუდის ღამე იყოს და თუნდ სხვა, რაიმე არგუმენტის გარეშე ზეიმობის და რიტუალების შემოღება არავითარ შემთხვევაში არ მიიღება.

ძვირფასო მუსლიმანებო! ამ თემასთან დაკავშირებით რაც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ისაა, რომ ახალი წლისა და დაბადების დღეების ზეიმით აღნიშნვა ქრისტიანული ტრადიციაა. ისინი მესიის დაბადების დღეს და ოჯახის წევრთა დაბადების დღეებს დიდი მოწიწებით ღნიშნავენ.

სამწუხაროდ მუსლიმანები შეგნებულად თუ უვიცობით ქრისტიანებზე მიბაძვით ამგვარ რიტუალებს ატარებენ. არა და ალლაჰის შუამავალი (....) ამის შესახებ ასე ბრძანებს:

ვინც მიბაძავს საზოგადოების რომელიმე ჯგუფს, ისიც ერთ-ერთი მათგანია.[14]

ძვირფასო ძმებო ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი ბოლო რჩევა ამგვარია: ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველაზე ხეირიანი თაობა საჰაბეებეთა თაობაა. ყურანი და სუნნეთი ამ თაობას ყოველთვის სამაგალითო თაობად წარმოგვიდგენს. ასევე ვიცით რომ ეს ხალხი რწმენას ყველაზე დიდი მოწიწებით ეკიდებოდნენ. ალლაჰისა და შუამავალის რჩევებს ზედმიწევნით ასრულებდნენ და რწმენაში არ არსებულ რამეებს გაურბოდნენ. ამ ყველაფერთან ერთად მათ ალლაჰის შუამავალი (....) ყველაზე მეტად უყვარდათ და ყველაზე კარგად მისდევდნენ მას კვალდაკვალ.

ასე რომ სიტყვის გაგრძელება არ არის საჭირო, კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს და ამაზე სერიოზულად ვიფიქროთ. საჰაბეებმა რატომ შუამავალის სიცოცხლეში ან მისი გარდაცვალების შემდეგ არ იზეიმეს ეს დღე? მათ რატომ არ აღნიშნეს მევლუდი? თუ მათ ჩვენზე ნაკლებად უყვარდათ ალლაჰის შუამავალი?

გამგებთათვის ცოტაც საკმარისია; ხოლო ვისაც არ ესმით მათთვის ბევრიც უკმარისია.

თაჯუდიინე ალ-ბაიბურდი.



[1] სურა ფატირ, 35/8- აიათი.

[2] იბნი ბატტა, ალ-იბანე, . I, გვ. 339; ლალეყაი, უსულუ სუნნე, . I, გვ. 92.

[3] იბნი ვადდაჰ ალ-ბიდ, გვ. 31; ლალეყაი, შერჰუუსულუ სუნნე, . I, გვ. 84.

[4] იბნი ბატტა, ალ-იბანნე, . I, გვ. 327-328; ლალეყაი, შერჰუ უსულუ სუნნე, . I, გვ. 86; მუჰამმედ ბინ ნასირ, ეს-სუნნე, 65; ტაბერანი, ქებირ, .. 8636; დარიმი, . I, .. 211; ჰეისემი, მეჯმუ ზევაიდ, 1/.. 181, 853.

[5] ბუხარ, სულჰ, 5; მუსლიმი, აქდიე, 17; იბნი მაჯე, მუყადდიმე, 2; მუსნედ, VI, 270; დარეყუტნი, . III, .. 4454.

[6] სურა, ჯინ/21- აიათი.

[7] სურა, რაფ, 7/188- აიათი.

[8] სურა, აჰქაფ, 46/5- აიათი.

[9] სურა ნემლ, 27/62- აიათი.

[10] აჰმედ, I, 23-24, III, 153; მაყდისი მუჰთერა, 6/96; ტაბერანი, 3/128, მეჯმა, 9/21, ჰაქიმ, 3/196.

[11] დარიმი, 2/412; ბეზზარ, 1/300; ჰუმეიდი, 1/16; ბეიჰაყი, 2/183.

[12] თირმიზი, . 4, .. 2635.

[13] მუსლიმ, . 3. 1144/148.

[14] ებუ დავუდ, . .. 4031.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 4 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol