საფლავებთან იხლასის კითხვა

საფლავებთან იხლასის სურას კითხვის შესახებ ჰადისი

შეიხ აბდულ აზიზ ბინ ბააზს ჰკითხეს:

კითხვა: კითხვის ავტორი წერილში ასე წერს: ალისგან (...) გადმოცემის მიხედვით ალლაჰის შუამავალი (....) ასე ბრძანებს: ვინც საფლავებთან ჩაივლის და თერთმეტჯერ ყულ ჰუველლაჰუ აჰად (იხლას) სურას იკითხავს, შემდეგ ამის მადლს იქ მწოლიარეებს აჩუქებს, მასაც იქ მწოლიარე მიცვალებულთა რაოდენობის მიხედვით მადლი დაეწერება. ეს ჰადისი სარწმუნო ჰადისია?

პასუხი: ამ ჰადისს სწავლოლთა წინაშე არანაირი საფუძველი არ გააჩნია, რომელიც სანდო ჯაჭვით არ მოღწეულა ჩვენამდე, ეს ცრუ და გამოგონილი ჰადისების სიას მიეკუთვნება. საფლავებთან ახლოს ან საფლავებს შორის ყურანის კითხვა სუნნეთი არ არის. სასაფლაოზე მიმსვლელთათვის სუნნეთი მხოლოდ ასე თქმაა: სალამი და სიმშვიდე მორწმუნე ხალხის სასუფეველო! ან ასე იტყვის: სალამი და სიმშვიდე ამ სასუფეველის მუსლიმო და მორწმუნე მკვიდრნო! აუცილებლად ჩვენც შემოგიერთდებით (ერთ მშვენიერ დღეს). ჩვენს შორის ადრე წამსვლელებსაც და უკან დამრჩენებსაც ალლაჰის წყალობა ნუ მოჰკლებოდეთ. ჩვენთვისაც და თქვენთვისაც ალლაჰს პატიებას ვთხოვთ. სასაფლაოზე მისული კაცი იქ მწოლიარეებისთვისაც და ცოცხლებისთვისაც ვედრებას აღავლენს. აი ეს არის სუნნეთი. რაც შეეხება იქ მახლობლად ან საფლავებს შორის ყურანის კითხვას არანაირი დასაყრდენი არგუმენტი არ გააჩნია.

წყარო: ფეთაავაა ნურუნ ალე-დარბ (1/196)


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
Advertisement
 
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 41 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
=> Do you also want a homepage for free? Then click here! <=