ალლაჰის სახელები

 “უთხარი, გინდ ალლაჰი ახსენეთ და ისე ილოცეთ, გინდ რაჰმანი ახსენეთ და ისე ილოცეთ, რომლითაც შეევედრებით შეევედრეთ. (რადგან) ყველაზე ლამაზი სახელები მისია.”[1]  “ამიტომაც მას ლამაზი სახელებით შეევედრეთ.”[2] 

                ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თავის ლოცვებში ასე ამბობდა: “(ალლაჰ!) შენი სახელით, რომელიც ირჩიე შენს სახელად, ან შენს წერილში გვაცნობე, ან ვინმეს ასწავლე, ან ჩვენთვის უხილავად და ჩვენი ცოდნის მიუღწევად არსებული, შენთვის არსებული ყოველი სახელით შენგან ვითხოვ, რომ დიადი ყურანი იყოს ჩემი გულის გაზაფხული, ჩემი თვალის სინათლე, დარდის გამქარწყლებელი და ვარამის გამფანტველი.”[3]

                აბუ ჰურეირას (კმაყოფილი იყოს მისით ალლაჰი) გადმოცემის მიხედვით: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასე ბრძანა: “ალლაჰს 99 სახელი აქვს. ვინც ამათ ისწავლის, სიცოცხლის მანძილზე ალლაჰს ამგვარად იცნობს და სიცოცხლეს ამ რწმენით დაასრულებს, ინშაşალლაჰ სამოთხეში შევა.”[4]
 

اَللَّهُ ალლაჰ: სამყაროს გამჩენი და მმართველი, ყოველგვარი დიდებისა და ღვთისმსახურების ღირსი, აუცილებელი არსების თვისების მქონე, ღვთაებრიობის ყველგვარი თვისების მქონე უზენაესის ყველაზე ვრცელი სახელი. 

اَلرَّحْمَنُ ერ-რაჰმან: სამყაროში ყოველი არსების მოწყალე, მათი მკვებავი და მფარველი.

اَلرَّحِيمُ ერ-რაჰიიმ: ქმნილებათა მიმართ ძალიან მოწყალე, იმქვეყნად კი მხოლოდ მორწმუნეთა მიმართ, მოწყალე და მპატიებელი. 

اَلْمَلِكُ ელ-მელიქ: ქმნილებათა მიმართ ბრძანების უფლების მქონე, ყოველგვარი მატერიისა და ქონების ჭეშმარიტი მფლობელი. 

اَلْقُدُّوسُ ელ-ყუდდუს: ყოველგვარი ნაკლისაგან შორს მყოფი, ღვთაება, უზენაესი და პატივის მქონე.

اَلسَّلاَمُ ეს-სელაამ: ჯანმრთელობის მომნიჭებელი, მშვიდობისა და უსაფრთხოების წყარო. მსახურები საფრთხიდან უსაფრთხოებაზე დამდგენი.
 

اَلْمُؤْمِنُ ელ-მუმინ:  გულებში რწმენის სხივის გამაღვივებელი, ნდობისა და უსაფრთხოების მიმნიჭებელი მათთვის, ვინც მას შეეფარება, მორწმუნეთათვის სასჯელისა და რისხვისგან მფარველობის გარანტი. სანდო აღთქმის მქონე, ნდობის წყარო. 

اَلْمُهَيْمِنُ ელ-მუჰეიმინ: სამყაროს ყოველი საქმის მომწყობი. ყოვლის მხედველ-მეთვალყურე, თავისი მმართველობის ქვეშ ამყვანი და მფარველი. 

اَلْعَزِيزُ ელ-აზიზ: თანასწორის, მსგავსის და ბადალის არ მყოლი. დაუმარცხებელი, ერთადერთი ძლევამოსილი. ღირსეული და ღირსების მომნიჭებელი.

اَلْجَبّاَرُ ელ-ჯებბარ: უზენაესი, რომლის ბრძანებასაც წინ ვერაფერი აღუდგება და მისი ბრძანება ყოვლის მომცველია. 

اَلْمُتَكَبِّرُ ელ-მუთექებბირ: ყველაფერსა და ყოველ საქმეში დიადი და უზენაესი. სიდიადეში ბადალის არ მყოლი.

اَلْخاَلِقُ ელ-ხაალიყ: ყველაფრის არ არსებობისას გამჩენი.

 اَلْباَرِئُ ელ-ბარიუ: ქმნილებათა მაგალითის გარეშე სხვადასხვა ფორმაში უნაკლოდ გამჩენი.

اَلْمُصَوِّرُ ელ-მუსავვირ: ქმნილებებზე უნაკლო ფორმის მიმცემი. 

اَلْغَفّاَرُ ელ-ღაფფარ: უსაზღვრო მპატიებელი, მუდამ მიმტევებელი. ცოდვათა მფარველი, რომლის წყალობაც უხვია. 

اَلْقَهّاَرُ ელ-ყაჰჰარ:  უძლეველი, ერთადერთი ძლევამოსილი, რომელიც ურჩებსა და მჩაგვრელებს წყევლის. 

اَلْوَهّاَبُ ელ-ვეჰჰაბ:   მომნანიებელთა უსაზღვრო მპატიებელი, უანგაროდ მომცემი. 

اَلرَّزاَّقُ ერ-რეზზაყ:   ყოველი არსებისთვის, სარჩოს გამჩენი და სარჩოს უხვად მომნიჭებელი. 

اَلْفَتّاَحُ ელ-ფეთთაჰ: სირთულეების ამომხსნელ-გამაიოლებელი, სიკეთის კარის გამხსნელი და გზის მაჩვენებელი.

اَلْعَلِيمُ ელ-ალიმ: ყოვლის მცოდნე, ყოველი ხილულის თუ უხილავის, ფარულის თუ ცხადის მცოდნე. უსაზღვრო ცოდნის მქონე.

اَلْقاَبِضُ ელ-ყაბიდ: სარჩოს შემამცირებელი, გვალვის მომგვრელი და სულიერთა სულების ამღები.

اَلْباَسِطُ ელ-ბასიტ: სარჩოს უხვად მბოძები და სიცოცხლის განმახანგრძლივებელი.

اَلْخاَفِضُ ელ-ხაფიდ: ურწმუნოთა დამამცირებელი, მათი სამარცხვინო მდგომარეობაში ჩამგდები.
 

اَلرّاَفِعُ ერ-რააფიღ: მორწმუნეთა სულიერად და ფიზიკურად ამამაღლებელი. პატივისა და ღირსების მომნიჭებელი. 

اَلْمُعِزُّ ელ-მუღიზზ: მისთვის სასურველ მსახურთა ამამაღლებელი, ღირსებისა და პატივის მიმცემი.
 

اَلْمُذِلُّ ელ-მუზილლ:  მტერთა დამამცირებელი. 

اَلسَّمِيعُ ეს-სემიღ: ყოვლის მსმენელი. უსაზღვრო სმენის მქონე. 

اَلْبَصِيرُ ელ-ბასირ: ყოვლის მხედველი. უსაზღვრო ხედვის მქონე.

اَلْحَكَمُ ელ-ჰაქემ: ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის მსაჯული, კეთილის ბოროტებისგან გამომრჩევი, გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე. 

اَلْعَدْلُ ელ-ადლ: სამართლიანი, რომელიც არასდროს მიდის სიჭარბეზე. სამართლიანობის წყარო და ყოველი საქმის სამართლიანად მქმნელი.

اَللَّطِيفُ ელ-ლატიფ: უსაზღვრო წყალობის მქონე, რომელმაც ქმნილებათა უმცირესი საჭიროებაც იცის და საჭიროებისამებრ მიმცემი. 

اَلْخَبِيرُ ელ-ხაბირ: ყოველი საქმის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მქონე, რომლის ცოდნასაც არაფერი გამოეპარება. 

اَلْحَلِيمُ ელ-ჰალიმ:  დროის მცნობი, რომელსაც მიუხედავადი იმისა რომ ღონე ჰყოფნის, ურჩების დასჯას არ ჩქარობს და არც მთლიანად ხელის იღებს მათი დასჯისგან. 

اَلْعَظِيمُ ელ-აზიმ: უდიდესი და უზენაესი, რომელსაც სიდიადეში ბადალი არ ჰყავს.

اَلْغَفُورُ ელ-ღაფურ: დიდი ცოდვების მიმტევებელი, რომელსაც უსაზღვრო პატიების უნარი გააჩნია. 

اَلشَّكُورُ ეშ-შექურ: ყოველთვის მადლიერების ღირსი. მის მიმართ მადლიერების გამომხატველთა მიმართ სარჩოსა და წყალობის მომმატებელი, პატარა საქმეზე დიდი მადლის მომნიჭებელი.
 

اَلْعَلِىُّ ელ-ალიიუ: პატივისა და ღირსების მხრივ ყველაზე დიდი და უზენაესი. 

اَلْكَبِيرُ ელ-ქებირ:  უდიდესი. მისი სიდიდის წინაშე ყოველი დიდი პატარაა და ის ერთადერთი დიდია. 

اَلْحَفِيظُ ელ-ჰაფიზ: გამუდმებით მფარველი და სამყაროში ყოველგვარი წონასწორობის დამცველი, რომელიც თავის მსახურთ იცავს ყოველგვარი ბოროტებისა და სიავისაგან. 

اَلْمُقِيتُ ელ-მუყით:  ქმნილებათა საარსებოდ ყოველგვარი საშუალების გამჩენი და მომნიჭებელი. ყოვლის მცველი. 

اَلْحَسِيبُ ელ-ჰასიბ: ყველასი და ყველაფრის ანგარიშის საუკეთესოდ მცოდნე. მსახურთა განმკითხავი და ანგარიშის გამსწორებელი. 

اَلْجَلِيلُ ელ-ჯელილ: სიდიადისა და ძლევამოსილების თვისებების ერთადერთი მფლობელი. 

اَلْكَرِيمُ ელ-ქერიმ: გულუხვი, რომელიც უხვად არიგებს ყველაფერს და მის სიუხვეს საზღვარი არ გააჩნია. სასჯელის ღირსი ცოდვების მპატიებელი. 

اَلرَّقِيبُ ერ-რაყიბ:  ყოვლის მაკონტროლებელი, რომლის კონტროლს არაფერი გამოეპატება.

اَلْمُجِيبُ ელ-მუჯიბ: ვედრების მსმენელი, ვდრებებზე პასუხის გამცემი, რომელიც მთხოვნელს სურვილებს უსურვებს. 

اَلْواَسِعُ ელ-ვასიღ: ფართო, უსაზღვრო წყალობის, ცოდნის, მიმტევებლობისა და სიბრალულის მქონე. 

اَلْحَكِيمُ ელ-ჰაქიმ: ყოველი ბრძანებისა და საქმის ღირსეულად შემსრულებელი. ბრძენი და ყოველ საქმეში სიბრძნის მქონე. 

اَلْوَدُودُ ელ-ვედუდ: მსახურთა მიმართ უსაზღვრო სიყვარულის მქონე და თვით სიყვარულის ღირსი.

اَلْمَجِيدُ ელ-მეჯიდ: უდიდესი ღირსებისა და პატივის მქონე, რომელიც წყალობის უხვად მომნიჭებელია. 

اَلْباَعِثُ ელ-ბაღის: გამომგზავნელი, რომელიც ადამიანთა გასაფრთხილებლად შუამავლებს გზავნის და მეორედ მოსვლის დროს ადამიანებს გააცოცხლებს და საფლავიდან გამოგზავნის.

اَلشَّهِيدُ ეშ-შეჰიდ: მოწმე, რომელიც ყოველი საქმის თანმსწრებია და ყველაფერს თვალყურს ადევნებს და ყველაფერი იცის. 

اَلْحَقُّ ელ-ჰაყყ: თავისი არსებით ჭეშმარიტი, რომელიც მხოლოდ ჭეშმარიტებას წარმოადგენს და ჭეშმარიტების დამამკვიდრებელია. 

اَلْوَكِيلُ ელ-ვექილ: მზრუნველი, რომელიც მსახურთა საქმეების მოსაგვარებლად ზრუნავს. ერთადერთი სანდო, რომელიც მორწმუნეთა სიკეთისთვის ზრუნავს. 

اَلْقَوِىُّ ელ-ყავიიუ: ძლევამოსილი, ერთადერთი უდიდესი ძალის მქონე რომელსაც ყველაფერი ძალუძს, ის ყოვლიშემძლეა.

اَلْمَتِينُ ელ-მეთინ: ურყევი სიძლიერის მქონე, რომელსაც ყველაფერზე ღონე შესწევს.

اَلْوَلِىُّ ელ-ველიიუ:  მორწმუნეთა მეგობარი და დამხმარე. 

اَلْحَمِيدُ ელ-ჰამიდ: ყველანაირად ქება-დიდების ღირსი, ყოველი არსების მხრიდან განდიდებული. 

اَلْمُحْصِى ელ-მუჰსიი: ყველაფრის დაწვრილებით მცოდნე, რომელმაც სამყაროში არსებულ ქმნილებათა რაოდენობა იცის.
 

اَلْمُبْدِئُ ელ-მუბდი: ყოველი ქმნილების არ არსებობისას დედანის გარეშე გამჩენი. 

اَلْمُعِيدُ ელ-მუღიდ: მომაკვდინებელი და კვლავ გამაცოცხლებელი. 

اَلْمُحْيِى ელ-მუჰიი: სიცოცხლის გამჩენი და სხვადასხვა არსებებზე სიცოცხლის მიმცემი. 

اَلْمُمِيتُ ელ-მუმით: მომაკვდინებელი, რომელიც სულს ღებულობს იმ არსებებიდან, რომლებსაც დღე დაუსრულდათ. 

اَلْحَىُّ ელ-ჰაიუ: მარადიულად და საუკუნოდ ცოცხალი.

اَلْقَيوُّمُ ელ-ყაიუმ: სიცოცხლისა და არსებობის წყარო, ქმნილებათა მმართველი და მათი მომწესრიგებელი.

اَلْواَجِدُ ელ-ვააჯიდ: ყოვლად დამოუკიდებელი, ყოველგვარი დამოკიდებულებისა და საჭიროებისგან შორს მყოფი. 

اَلْماَجِدُ ელ-მაჯიდ: უმაღლესი ღირსებისა და დიდების მქონე, რომელიც უხვი წყალობის მქონეა. 

اَلْواَحِدُ ელ-ვააჰიდ: პიროვნებაში, თვისებებში, სახელებში, საქმეებში, და მიღებულ გადაწყვეტილებებში თანაზიარის, თანატოლის არ მყოლი ერთადერთი.

اَلصَّمَدُ ეს-სამედ: სამყაროში არსებული ყველაფერი მასზეა დამოკიდებული ხოლო თვითონ არაფერზეა დამოკიდებული, ის ყველას საჭიროების მომგვარებელია. 

اَلْقاَدِرُ ელ-ყაადირ: ძლევამოსილი, რომელსაც ძალუძს ნებისმიერი საქმე სურვილისამებრ შეასრულოს. ის ყოვლის შემძლეა. 

اَلْمُقْتَدِرُ ელ-მუყთედირ: ყოვლისშემძლე, ყველაფრის უნარის მქონე. მმართველობის მქონე.

اَلْمُقَدِّمُ ელ-მუყადდიმ: მოწინავე, რომელიც სურვილისამებრ აამაღლებს და დააწინაურებს ვისაც მოისურვებს. 

اَلْمُؤَخِّرُ ელ-მუეხხირ:  დასასრულის არ მქონე, რომელიც სურვილისამებრ უკან დაახევინებს ან დააქვეითებს მათ ვისაც მოისურვებს. 

اَلأَوَّلُ ელ-ევველ:  უპირველესი, რომლის წინ ანუ მასზე ადრე არ არსებობდა არაფერი და მის არსებობას საწყისი არ გააჩნია.

اَلآخِرُ ელ-ახირ:  ბოლო, რომელიც მაშინაც იარსებებს როდესაც ყველაფერი დასრულდება და განადგურდება.
 

اَلظّاَهِرُ ეზ-ზაჰირ: ცხადი, რომლის არსებობაც უტყუარია და სამყაროში მყოფი უამრავი არგუმენტები ცხადყოფს მის არსებობას. 

اَلْباَطِنُ ელ-ბატინ: ნამდვილი რაობით ადამიანთათვის ფარულად მყოფი. 

اَلْواَلِى ელ-ვალი: უფალი. მოსამართლე და მფლობელი, რომელიც სამყაროს მართავს. 

اَلْمُتَعاَلِى ელ-მუთეალი:  სიძლიერით, ღირსებით, პატივითა და მმართველობით ყველაზე დიდი, უზენაესი.

اَلْبَرُّ ელ-ბერრ: ყოველ წამს გამუდმებით კეთილის მქმნელი. სიკეთისა და წყალობის უხვად მქონი. 

اَلتَّوّاَبُ ეთ-თევვაბ: მიმტევებელი, რომელიც თავის მსახურთ მონანიებისკენ მოუწოდებს და ღებულობს მათ მონანიებას, ცოდვების მპატიებელი. 

اَلْمُنْتَقِمُ ელ-მუნთეყიმ: ურჩთა დამსახურების მიხედვით სამართლიანად დამსჯელი. 

اَلْعَفُوُّ ელ-ღაფუვვ:  ცოდვათა წამშლელი და იოლად მპატიებელი, მოწყალე. 

اَلرَّؤُوفُ ერ-რაუფ:  ულევი მზრუნველობის მქონე. შემბრალებელი და მოწყალე. 

ماَلِكُ الْمُلْكِ მალიქულ-მულქ:  მთელი სამყაროს ერთადერთი მფლობელი. 

ذُوالْجَلاَلِ وَاْلاِكْراَمِ ზულ-ჯელალი ველ-იქრამ:  დიადი, დიდსულოვანი, რომელიც წყალობისა და სარჩოს სიუხვით გამოირჩევა. 

اَلْمُقْسِطُ ელ-მუყსიტ: ყოველი საქმის შესაფერისად კარგად შემსრულებელი, რომელიც უსამართლობას ანადგურებს და მის ადგილზე სამართლიანობას ასადგურებს. 

اَلْجاَمِعُ ელ-ჯამიღ:  შემომკრები, რომელსაც ყოველი საუკეთესო და უნაკლო თვისება მასში აქვს მოკრებილი. განკითხვის დღეს ყოველი არსების განსასჯელად მახშერში მომკრები.

اَلْغَنِىُّ ელ-ღანიიუ: უმდიდრესი, რომელიც არავისზეა დამოკიდებული პირიქით ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, რადგან ის ყოვლის მფლობელი, სიმდიდრის მქონეა.
 

اَلْمُغْنِى ელ-მუღნი: სურვილისამებრ გაჭირვებიდან მხსნელი, რომელიც სიმდიდრეს უწყალობებს მათ ვისაც მოისურვებს.

اَلْماَنِعُ ელ-მანიღ:  მაბრკოლებელი, რომელიც წინაღუდგება ყოველ ბოროტებასა და სიავეს.

اَلضّاَرُّ ედ-დარრ: ზარალის და ზიანის მომგვრელი რამეების გამჩენი, რომელიც ზარალს მიუჩენს მათ ვინც მას ეურჩება. 

اَلنّاَفِعُ ენ-ნაფიღ: სასარგებლო და კეთილი რამეების გამჩენი, რომელიც სიკეთეს უწყალობებს მათ ვინც მას დაემორჩილა და მისი კმაყოფილება მოიღო.

اَلنُّورُ ენ-ნურ: შუქის და ნათელის მფლობელი, რომელიც მთელ სამყაროს თავისი შუქით ნათელს ჰფენს. 

اَلْهاَدِى ელ-ჰადი: გზის მაჩვენებელი, რომელიც სურვილისამებრ სწორ და კეთილ გზას დაადგენს მათ ვისაც მოისურვებს. 

اَلْبَدِيعُ ელ-ბედიღ: ყოველი არსების არ არსებობისას გამჩენი, რომლებსაც დედანის გარეშე აჩენს. 

اَلْباَقِى ელ-ბაყი: მუდმივი, რომელიც უცვლელად არსებობს და სასრული არ გააჩნია.
 

اَلْواَرِثُ ელ-ვარის: დედამიწასა და ზეცაში არსებულის ყველაფრის ჭეშმარიტი მემკვიდრე, ქონებისა და მმართველობის ჭეშმარიტი მფლობელი. 

اَلرَّشِيدُ ერ-რაშიდ: მიმართულების მიმცემი, რომელიც ყველას კეთილი რამეებისკენ მიუთითებს და მისი არცერთი საქმე ფუჭი და უსარგებლო არ არის. 

اَلصَّبوُرُ ეს-საბურ: მომთმენი, რომელიც არ ჩქარობს ურჩების დასჯას, ის უსაზღვრო მოთმინების მქონეა.

                ალლაჰის სახელები და თვისებები არ არის მხოლოდ 99-ი. არსებობს აიათებსა და ჰადისებში მოხსენებული ალლაჰის სხვა სახელებიც. ზემოთ მოყვანილ ჰადისში ნახსენები 99 სახელი ზღვარს არ უსვამს ალლაჰის სახელების სიმრავლეს, ამ ჰადისში უბრალოდ ნაგულისხმევია ალლაჰის ყველაზე უფრო გავრცელებული და ცნობილი 99 სახელი.

 

 

 

 

[1] სურა ისრა, 17/110.

 

[2] სურა არაფ, 7/180.

 

[3] მუსნედ-ი აჰმედ ბინ ჰანბელ, 1/391, 452 / ჰაქიმ, მუსთედრექ, 1/508.

 

[4] ბუჰარი, შურუთ, 17 / მუსლიმ, ზიქირ, 27 / თირმიზი, დე’ავათ, 83 (3507) / იბნ მაჯე, დუა, 10.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 22 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol