ეშარი და მათურიდების მიმართ

როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ეშ’არი და მათურიდი სწავლულების მიმაეთ, რომლებიც ყურანისა და სუნნეთის მეცნიერებისთვის იღწვოდნენ?

შეიხ აბდულაზიზ ბინ ბაზს ჰკითხეს:

კითხვა: რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მუსლიმანს ეშ’არი სწავლულების, ლიდერების და მქადაგებლების მიმართ, რომლებმაც ისლამისთვის დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს?

პასუხი: მათთვის ლოცვა, ალლაჰზე მათი შეწყალების თხოვნა მუსლიმის ვალია. რადგანაც განმარტებისას დაშვებული ზოგიერთი შეცდომები მათ ისლამიდან არ გარიცხავს. ნავავის, მაზერის და მსგავსი ცნობილი კარგი პიროვნებების მდგომარეობები ამის მაგალითია. ეს განმარტებები მათ ისლამის რჯულიდან არ გარიცხავს. თუმცა მათ ამ საკითხში შეცდომა დაუშვეს. ალლაჰს შევთხოვთ, რომ შეიწყალოს ისინი და თუნდაც რომ მათი იჯთიჰადი სიმართლეს არ დაემთხვა მაინც  მადლის მიღებას ვუსურვებთ. ეჰლ-ი სუნნეთ ვე’ლ ჯემაათის წინაშე ისინი ამ განმარტებების გამო თაქფირს არ იმსახურებენ. რადგანაც ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სავარაუდო განმარტებებიდან ერთ-ერთი სწორი განმარტებით განმარტეს იგი. შეგნებულად შარიათზე შეწინააღმდეგება არ განუზრახავთ. მათი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ შარიათის დიდება იყო. თუმცა ამ განმარტებაში შეცდნენ.

წყარო: ჰადიისუ’ლ-მესააი მინე’დ-დურუუს, გვ. 187.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 19 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol