ქაფირზე ზურგს უკან ლაპარაკი

ნამაზის ლოცვა ისლამის ნიშნად ითვლება თუ არა?

 

კითხვა: შეიხულ ისლამ იბნი თეიმია ამბობს, რო ვინც ნამაზს ასრულებს ის მუსლიმია და მის უკან ნამაზი ილოცება, ამაზე დაყრდნობით ჩვნე შეგვიძლია იმამის უკან ნამაზი ვილოცოთ? და კიდე აყიდას გამოკითხვა ბიდათია.

პასუხი: ვინც ისლამის ნიშნების მატარებელია და მასში ისლამის მომშლელი ფაქტორები არ შეინიშნება ასეთი პიროვნება ამქვეყნად ისე მოპყრობას იმსახურებს, როგორც მუსლიმი და ასევე მის უკან ნამაზიც ილოცება. მის უკან ნამაზის ლოცვამდე აყიდის გამოკითხვა არასწორია. ალლაჰის შუამავალი ... ბრძანებს: „ვინც ჩვენს ნამაზს ლოცულობს, ჩვენი ყიბლისკენ დგება და ჩვენს დაკლულს ჭამს ის მუსლიმია.„ (ბუხარი)

შეიხულ ისლამი იბნი თეიმია ასე ამბობს: „ოთხი იმამის საერთო აზრისა და სხვა ისლამის სწავლულთა აზრის თანახმად გაურკვეველი მდგომარეობის მქონე პიროვნების უკან ნამაზის ლოცვა დასაშვებია. ვინც იტყვის მე ჯუმასაც და სხვა ნამაზებსაც მხოლოდ ისეთი იმამის უკან ვილოცებ ვისი აყიდის (რწმენის) შესახებაც ინფორმაციას ვფლობო, ასეთი პიროვნება საჰაბეებსაც, თაბიინსაც, მუსლიმთა ოთხ იმამსა და სხვა სწავლულების მოწინააღმდეგე მობიდათეა.„ (ფეთაავაა, 4/331)

იმამში დიანეთის იმამს თუ არ გულისხმბოთ და ჩვეულებრივ მუსლიმს გულისხმობთ, მაშინ მდგომარეობა ასეა. თუმცა თუ დიანეთის იმამს გულისხმობთ მასში ცხადი ქუფრის შემჩნევამდე მის უკან ნამაზი საჰიჰიაო ვამბობთ, თუმცა ასევე ულოცველობას ვამჯობინებთ. რადგანაც დიანეთის იმამებს ძალიან ბევრი პრობლემები აქვთ. ისლამში ნებადართულია განუდგე მობიდათეს, რათა მას ბიდათი დაათმენინო. სამწუხაროდ დიანეთის იმამებს შორის, შირქი, ბიდათი და ფისყი საკმაოდ ხშირად შესამჩნევი რამეა.

იმამი აჰმედ ბინ ჰანბელის დროს, როდესაც ჯეჰმიიტების ბიდათებმა გავრცელება დაიწყო, იმამი აჰმედი მუსთეჰაბად თვლიდა ისეთი ხალხის უკან ლოცვას, ვისი აყიდაც ცნობილი იყო. ეს გადმოცემა უკუღმა არ უნდა გავიგოთ, ანუ: „იმამი აჰმედი ისეთი ხალხის უკან არ ლოცულობდა ან ლოცვას დასაშვებად არ მიიჩნევდა ვისი აყიდაც არ იცოდაო!„

მუვაჰჰიდი და ღვთის მოშიში იმამების არჩევა უკეთესია. ყველაზე უკეთ ალლაჰმა იცის.

 

 

მუსა ხოჯა.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 4 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol