მიცვალებულზე ყურანის კითხვა

ყურანის კითხვა და მისგან მონაპოვარი მადლის მიცვალებულის სულზე ჩუქება თუ შეიძლება?

ისლამის მეცნიერების კვლევისა და ფეთვის კომისიაში შემოსული კითხვა:

კითხვაყურანის კითხვის და სხვა ღვთის მსახურებების მადლი მიცვალებულის სულთან მიაღწევს? ამას შვილები გააკეთებენ თუ სხვები რამე განსხვავება აქვს?

პასუხი: როგორც ჩვენ ვიცით ალლაჰის შუამავლისგან (....) გარდაცვლილი ნათესავის ან სხვა მიცვალებულის სულზე ყურანის კითხვით მონაპოვარი მადლის ჩუქების შესახებ ჩვენამდე არაფერი არ მოღწეულა. ამ გზით მიცვალებულთა სულებზე დახმარება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, უპირველესად თვითონ მოიქცეოდა ასე და უმმეთსაც დაავალებდა. უეჭველად ის მორწმუნეთა მიმართ ყველაზე შემბრალებელი და ლმობიერი იყო. ოთხმა ხალიფამ და სხვა საჰაბეებმაც ამ მხრივ შუამავალის გზას გაჰყვნენ. კმაყოფილი იყოს ალლაჰი მათგან. მათგან რომელიმეს ყურანის მადლის მიცვალებულის სულზე გაგზავნის ფაქტი ცნობილი არ არის. სიკეთის ყოველი სახეობა ალლაჰის შუამავალის (....), ოთხი ხალიფასა და სხვა საჰაბეების გზაზე მიყოლაშია. სიავე კი ბიდათებში, ისლამში არ არსებულ რამეებშია. რადგან ალლაჰის შუამავალი (....) ასე ბრძანებს: რჯულში არ არსებულ, შემდგომ გამოგონილ რამეებს უფრთხილდით, ყოველი სიახლე ბიდათია და ყოველი ბიდათი გზასაცდენილობაა. კიდე ასე ბრძანებს: ვინც ამ ჩვენს რჯულში არ არსებული რამე გამოიგონოს, ის მიუღებელია მისგან. ამ არგუმენტზე დაყრდნობით მიცვალებულზე ყურანის კითხვა მიუღებელია. ამის მადლი მიცვალებულთან არ მივა. პირიქით ეს ბიდათია.

რაც შეეხება სხვა ღვთის მსახურებებს, გარდაცვლილის სახელით მოწყალების გაღება, მისთვის ვედრება, მისი სახელით ჰაჯზე წასვლა და მსგავსი რამეების შესახებ სუნნეთიდან ჩვენ გვაქვს სანდო წყაროები და ეს სიმართლეა. ხოლო რის შესახებაც სანდო არგუმენტი არ გაგვაჩნია ისინი მიუღებელია მანამ სანამ არგუმენტი არ გვექნება. აქედან გამომდინარე მიცვალებულისთვის ყურანის კითხვა მიუღებელია. სწავლულთა ორი განსხვავებული აზრიდან ერთი და ყველაზე მისაღები ამგვარია. ყურანის კითხვის მადლი გარდაცვლილის სულთან არ მივა, პირიქით ეს ბიდათია.

წევრი: აბდულლაჰ ბინ ქუუუდ

თავჯდომარე: აბდულ აზიზ ბინ აბდულლაჰ ბინ ბააზ

წყაროფეთაავაა ალ-ლეჯნეთუ-დააიმე 1/9/43.

 


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 1 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol