იქინდის 4 სუნნეთი

შუა ნამაზის წინ ოთხ მუხლ სუნნეთს არგუმენტი თუ გააჩნია?

ისლამის მეცნიერების კვლევისა და ფეთვის კომისიაში შემოსული კითხვა:

კითხვა: შუა ნამაზის წინ ოთხი მუხლი სუნნეთის შესახებ შარიათის დადგენილება როგორია? ორ-ორ მუხლად უნდა შესრულდეს თუ ოთხ მუხლად?

პასუხი: მუსლიმი კაცისა და ქალისთვის შუა ნამაზის წინ ყოველ ორ მუხლზე მისალმებით ოთხი მუხლი სუნნეთი ნამაზის შესრულება შარიათის წესია. რადგან შუამავალი (....) ასე ბრძანებს: შუა ნამაზის წინ ოთხი მუხლის მლოცავს ალლაჰი ჰფარავდეს. ამ ჰადისს იბნი ჰუზეიმე გამოდგვცემს, რომელსაც აჰმედი და ებუ დავუდი ჰასენად თვლის, თირმიზი კი საჰიჰად. ჰაფიზი იბნი ჰაჯერ ასყალანის ეს ჰადისი ბულუღუ-მერამ სახელობის ნაშრომშიც მოჰყავს. კიდევ ასე ბრძანებს: ღამით და დღისით (ნაფილე) ნამაზები ორ-ორი მუხლია. ამ ჰადისს იმამი აჰმედი და ოთხი სუნენის ავტორებიც ჰასენი ისნადით გადმოგვცემენ.

წევრი: აბდულლა ბინ ქუუუდ

წევრი: აბდულლაჰ ბინ ღუნეიიაან

ხელმძღვანელი: აბდურრეზზააყ აფიფი

თავმჯდომარე: აბდულაზიზ ბინ აბდულლაჰ ბინ ბააზ

წყარო: ფეთაავაა ალ-ლეჯნეთუ-დააიმე 1/7/250

 


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 18 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol