ქალების ჩაცმულობის ნორმები

ქალების ქალების წინაშე ჩაცმულობის ნორმები

 

უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს: „მორწმუნე ქალებს უთხარი: თვალები აკრძალულზე მზერას მოარიდონ, სასირცხო ადგილები დაიფარონ, მორთულობებს ნუ გამოაჩენენ გარდა იმისა, რაც თავისით ჩანს და თავსაფრები მკერდის ჩათვლით კარგად გამოიკრან. და ნუ აჩვენებენ მორთულობებს გარდა, ქმრებს, მამებს, ქმრების მამებს, ვაჟიშვილებს, ნაცვალ ვაჟიშვილებს, ძმებს, ძმის ვაჟებს, დების ვაჟებს, თავიანთ ქალებს, მსახურებს, ქალებისგან მოკვეთილ კაცებს ან ბავშვებს რომლებსაც ჯერ არ გაეგებათ ქალთა სასირცხო ადგილების.„[1]

იბნი ქესირი ამბობს: „აიათში ნაბრძანები ‘თავიანთ ქალებს’ სიტყვები მუსლიმ ქალებს გულისხმობს და მუსლიმ ქალს მხოლოდ მუსლიმ ქალებთან შეუძლია საფარველი ადგილების გამოჩენა.„[2]

ქალებს შორის სასირცხო ადგილები იგივენაირია, როგორც კაცებს შორის. ანუ მუხლებსა და ჭიპს შორის არსებული ადგილები.[3] ამგვარად ქალს არ შეუძლია ამ ადგილების სხვა ქალებთან გამოჩენა. სამწუხაროდ დღეს ბევრი მუსლიმი ამას არ უფრთხილდება. იბნუ ლ-ჯევზი ამბობს: ‘დედა, და თუ შვილები ზოგადად თავიანთი უვიცობის გამო ერთმანეთის სასირცხო ადგილებზე შეხედვას არ უფრთხილდებიან. მათ უმრავლესობას ნათესავური კავშირიც კი არ აკავშირებთ. როდესაც გოგოს ასაკი შვიდ წელს აღემატება არც დედას, არც დაზე და არც მი შვილზე სასირცხო ადგილების ჩვენება არ შეუძლია.’[4]

ალლაჰის შუამავალი (ა.ლ.ს.მ.) ბრძანებს: „კაცი კაცის, ქალიც ქალის სასირცხო ადგილებს ვერ შეხედავს. კაცი კაცს ერთი სამოსელის შიგნით ვერ მიუახლოვდება, ქალიც ქალს ერთი სამოსელის შიგნით ვერ მიუახლოვდება.„[5]

მუსლიმ ქალს ქაფირ ქალთან მორთულობების გამოჩენა შეუძლია?

ზოგიერთი ‘ალიმების აზრით, მუსლიმმა ქალმა არამუსლიმ ქალებთან საკუთარი მორთულობები არ უნდა გამოაჩინოს, რადგან შესაძლებელია მათ თავიანთ ქმრებს მოუყვნენ. რადგან უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს: „... გარდა ... თავიანთ ქალებს, .... ან ბავშვებს რომლებსაც ჯერ არ გაეგებათ ქალთა სასირცხო ადგილების, არავის არ აჩვენონ თავიანთი მორთულობები.„[6] აიათში ‘თავიანთი ქალები’ სიტყვებით მუსლიმი ქალებია ნაგულისხმევი. ამიტომაც მუშრიქ ან ქაფირ ქალებთან საფარველი ადგილების გამოჩენა არ შეიძლება.

ზოგიერთი ‘ალიმების შეხედულებით კი, მუსლიმ ქალებს არამუსლიმ ქალებთან თავიანთი მორთულობების გამოჩენა შეუძლიათ, რადგან ქალზე შეხედვასთან დაკავშირებით მუსლიმ და არამუსლიმ ქალებს შორის არანაირი განსხვავება არ არის. ამის არგუმენტად ასახელებენ იმ ფაქტებს, როდესაც ებრაელი ქალები მიდიოდნენ შუამავალის (ა.ლ.ს.მ.) ცოლებთან და შუამავალს მათთვის დაბურვა არ უბრძანებია. ერთმა ებრაელმა ქალმა მორწმუნეთა დედა აიშასთან (კ.ა.მ.) მივიდა და საფლავის სასჯელის შესახებ ესაუბრა. ... აიშამ (კ.ა.მ.) ეს შუამავალს (ა.ლ.ს.მ.) ჰკითხა. მან „დიახ საფლავის სასჯელი ნამდვილად არსებობსო,„ უპასუხა.[7] ესმა (კ.ა.მ.) გადმოგვცემს: „დედაჩემი ჩემს სანახავად მოვიდა, ის ჯერ კიდევ არამუსლიმი იყო. ალლაჰის შუამავალს (ა.ლ.ს.მ.): „მასთან სიახლოვე ვიქონიო?„ ვკითხე. მან „დიახ„ მიპასუხა.[8]

კაცებსა და ქალებს შორის შემოსვას მნიშვნელობა აქვს. მაგრამ მორწმუნე ქალებსა და ურწმუნო ქალებს შორის ამგვარი მდგომარეობა არ არსებობს. აქედან გამომდინარე, როგორც მუსლიმ კაცებსა და არამუსლიმ კაცებს შორის რაიმე განსაკუთრებული შემოსვის ფორმა არ არსებიბს, ისევე მუსლიმ ქალებსა და არამუსლიმ ქალებს შორის რაიმე განსაკუთრებული შემოსვის ფორმაც არ არსებობს. რადგან დაბურვა მხოლოდ არგუმენტზე დაყრდნობით ან რომელიმე საკითხზე შედარებით აუცილებელი ხდება. მაგრამ ამ საკითხში არც არგუმენტი და არც შედარებები არ მოგვეპოვება. აიათში ნაბრძანები ‘თავიანთი ქალები’ სიტყვებით შესაძლოა ყველა ქალები იყვნენ ნაგულისხმევი. ყველაზე უფრო მართალი ალლაჰმა იცის.

მაგრამ თუ არსებობს საფრთხე, რომ არამულიმი ქალი თავის ქმარს ან სხვა მამაკაცებს მოუყვებიან, მაშინ მათ წინაშე დაბურვა აუცილებელია. ალლაჰმა უკეთესად იცის.

 

წყარო: ებუ მალიქ ალ-მისრი, ჰანიმლარ იჩინ ქიაფეთ - ზიინეთ, ნიშან - ევლილიქ, ბოშანმა ვე ჰუქუმლერი, 29-30 გვ. გამომცემლობა პოლენი, სტამბოლი.



[1] სურა ნურ, 24/31-ე აიათი.

[2] იბნი ქესირი, 3/284.

[3] ალ-მუღნი, 6/562.

[4] იბნუ ლ-ჯევზი, აჰქამუ ნ-ნისა, 76.

[5] მუსლიმი, 338; რბუ დავუდ, 4018; თირმიზი, 2793, იბნი მაჯე, 661.

[6] სურა ნურ, 24/31-ე აიათი.

[7] ბუჰარი, 1372; მუსლიმი, 903.

[8] ბუჰარი, 2620; მუსლიმი, 1003.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 8 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol