მუშრიქი იმამის უკან ნამაზი

მუშრიქი იმამის უკან ნამაზი

‘აბდულ ‘აზიზ ბინ ბაზს ჰკითხეს:

კითხვა: რას გვეტყვით ისეთი იმამის უკან ნამაზის ლოცვაზე, რომელიც ალლაჰის გარდა სხვა არსებებს საშველად მოუხმობს, „ეი გავს დაგვეხმარე!“ „ეი აბდულ ყადირ გეილანი მოგვეშველე!“ და მსგავს სიტყვებს ამბობს? ასეთი იმამის გარდა სხვა ნორმალური იმამი თუ არ იქნება ასეთ შემთხვევაში თუ შეიძლება რომ ნამაზები სახლში ვილოცო?

პასუხი: არცერთი მუშრიქის უკან ნამაზი არ ილოცება. ვინც საშველად ალლაჰის გარდა სხვებს უხმობს ისინიც მუშრიქები არიან და მათ უკან ნამაზის ლოცვა არ შეიძლება. რადგან მიცვალებულებისგან, სულებისგან, ჯინებისგან, კერპებისგან ან მსგავსი რამეებისგან დახმარების მოლოდინი უზენაეს ალლაჰზე თანაზიარის გაჩენის ტოლფასია. ვინც ცოცხალია, შენს გვერდით იმყოფება და დახმარების ღონე შესწევს მასზე დახმარების თხოვნა დასაშვებია. რადგან ყურანში გადმოცემულია მოსეს (ა.ს.) ამბავი, სადაც მისი ხალხიდან ერთ-ერთი მას დახმარებას სთხოვს. (სურა ყასას, 15) თუ კი მუსლიმ იმამს ვერ პოულობ, რომლის უკანაც ნამაზებს შეასრულებ, მაშინ შენ შეგიძლია სახლში მარტომ ილოცო. თუ მეჩეთში ამ მუშრიქ იმამზე ადრე ან შემდეგ მუსლიმთა ჯემაათი იკრიბება და ნამაზს ლოცულობენ, მაშინ შენც მათთან ერთად უნდა ილოცო. თუ მუსლიმ საზოგადოებას ასეთი მუშრიქი იმამის მოხსნის და მის ადგილას მუსლიმი იმამის დანიშნვის ღონე შესწევთ მაშინ ამის გაკეთება მათთვის ვააჯიბია. რადგან თუ ფითნეს გაუღვივრბლად ამის საშუალება არსებობს, ეს ემრი ბილ მა’რუფ ნეჰი ‘ანილ მუნქერი (კოთილისკენ მოწოდება და ბოროტის აკრძალვა) და დედამიწაზე ალლაჰის შარიათის გამყარებაა. უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს: „მორწმუნე კაცები და მორწმუნე ქალები ერთმანეთის მეგობრები არიან. ისინი კეთილს მოუწოდებენ და ბოროტს კრძალავენ.“ (სურა თევბე 9/71) ალლაჰი კიდე სხვა აიათში ასე ბრძანებს: „შეძლებისდაგვარად ალლაჰის შიში გქონდეთ და მოერიდეთ.“ (სურა თეღაბუნ, 16) ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ვ.) ასე ბრძანებს: „რომელი თქვენგანიც ბოროტებას გადაეყრება, ის საკუთარი ხელით გამოასწოროს, თუ კი ამის ღონე არ შესწევს მაშინ ენით გამოასწოროს, და თუ კი არც ამის ღონე არ შესწევს მაშინ გულით შეიძულოს იგი. ეს კი რწმენის ყველაზე დაბალი ხარისხია.“ ჰადისს გადმოგვცემს მუსლიმი.

წყარო: მეჯმუ’უ ფეთაავაა ვე მაყაალაათ მუთენევვი’ა ტ. 4, 314 გვ.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 8 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol