შენ რომ არა

შენ რომ არა სამყაროს არ გავაჩენდიჰადისი სარწმუნოა?

ისლამის მეცნიერების კვლევისა და ფეთვის კომისიაში შემოსული კითხვა:

კითხვაშენ რომ არა, შენ რომ არა, სამყაროს არ გავაჩენდი. ეს ჰადისი სუსტ ჰადისებს მიეკუთვნება თუ ცრუ ჰადიებს?

პასუხიალ-აჯლუუნიი ამ ჰადისს ქეშფუ-ჰაფაა ვე მუზიილუ-ილბაას ამმა იშთეჰერე მინე-ეჰაადიისი ალაა ელსინეთი-ნაას სახელის მქონე ნაშრომში მოყვანილი აქვს და თან ამბობს: ას-საღაანიი ამბობს, რომ ეს ჰადისი ცრუა. ალ-აჯლუუნიი ამის შემდეგ ასე აგრძელებს: ეს ჰადისი რომც არ იყოს მნიშვნელობით სიმართლეა. ჩვენ ვამბობთ რომ, პირიქით ეს გადმოცემა სიტყვებითაც და მნიშვნელობითაც ბათილია. რადგან უზენაესმა ალლაჰმა ყველა არსება, მხოლოდ მისდამი სათაყვანოდ გააჩინა. ის ბრძენ ყურანში ასე ბრძანებს(სხვა არანაირი მიზნითარ გამიჩენია ჯინები და ადამიანები გარდა ჩემზე თაყვანისცემისა.[1] არც შუამავლისგან (....) არ არსებობს გადმოცემა, რომელშიც მას ეთქვას, რომ სამყარო ან რომელიმე არსება მისთვისაა გაჩენილი.

ამ ჰადისს მუჰამმედ ბინ ალი ეშ-შევქანი ალ-ფევააიდუ-მეჯმუუა სახელობის ნაშრომში ცრუ ჰადისთა სიაში მოიხსენებს. ის ასე ამბობს: საღანი ამბობს, რომ ეს ჰადისი ცრუა. ამის არგუმენტი უზენაესი ალლაჰის ეს აიათია: ალლაჰია, რომელმაც გააჩინა შვიდი ცა და დედამიწაზეც იმდენივე. ჩამოევლინება (ალლაჰისბრძანება მათ შორის. რათა შეიცნოთ, რომ ალლაჰი ჭეშმარიტად ყოვლის შემძლეა და უეჭველად ალლაჰი ყველაფერს გარემოიცავს (თავისიცოდნით.[2]

წარმატება ალლაჰისგანაა. ალლაჰის ლოცვა და სალამი მის შუამავალს.

წევრი: აბდულლაჰ ბინ ქუუდ

წევრი: აბდულლაჰ ალ-ღუდეიან

წევრი: აბდურრეზზაყ ალ-აფიფი

თავმჯდომარე: აბდულაზიზ ბინ აბდულლაჰ ბინ ბააზ

წყაროფეთაავაა ალ-ლეჯნეთუ-დააიმე (1/1/465)



[1] სურა ზარიათ, 51/56- აიათი.

[2] სურა ტალაყ, 65/12- აიათი.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 1 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol