სურათი და ნამაზი

ცოცხალი არსების სურათის მეჩეთში ჩამოკიდება და სურათიანი სამოსელით ნამაზი

ისლამის მეცნიერების კვლევისა და ფეთვის კომისიაში შემოსული კითხვა:

კითხვაკაცი რომელიც მეჩეთში ადამიანის ან ცხოველის სურათს ჩამოკიდებს, ეს პიროვნება როგორ უნდა შეფასდეს? ასეთ მეჩეთში ნამაზის შესრულება თუ შეიძლება? ადამიანის ან ცხოველის სურათიანი სამოსელით ლოცვა თუ შეიძლება? სამუშაო ოთახის ან საძინებლის ადამიანის ან ცხოველის სურათით გაფორმება თუ შეიძლება?

პასუხი: მეჩეთში ადამიანის ან ცხოველის სურათის ჩამოკიდება არ შეიძლება. რომელ მეჩეთშიც ასეთი რამეები იმყოფება მათი იქედან მოცილება აუცილებელია. შიგნით სურათი რომც იყოს იქ ნალოცი ნამაზი მიღებულია. მთავარია მან ამ სურათის წინ სალოცავად არ უნდა დადგეს. ამის ცოდვა იმ ხალხისაა ვინც აქ ეს სურათი შემოიტანეს და კიდე მათიც ვისაც ამის აქედან მოცილების ღონე შესწევთ თუმცა არ გააქვთ.

ადამიანის ან ცხოველის სურათიანი სამოსელით შესრულებული ნამაზი მიღებულია, თუმცა ამასთანავე ეს პიროვნება ცოდვას ჩადის.

სამუშაო ოთახის ან საძინებლის ადამიანის ან ცხოველის სურათით მორთვა დაუშვებელია.

წარმატება ალლაჰისგანაა. ალლაჰის ლოცვა და სალამი მის შუამავალს

წევრი: აბდულლაჰ ბინ ქუუუდ

წევრი: აბდულლაჰ ბინ ღუდეიიაან

წევრი: აბდურრეზზააყ აფიფი

თავჯდომარე: აბდულაზიზ ბინ ბააზ

წყარო: ფეთაავაა ალ-ლეჯნეთუდააიმე 1/1/589.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 56 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol