სადაყალლაჰულ აზიიმ

ყურანის კითხვის დასრულების შემდეგ სადაყალლაჰუ'-აზიიმ თქმა

ისლამის მეცნიერების კვლევისა და ფეთვას კომისიაში შემოსული კითხვა:

კითხვა: რას გვეტყვით სადაყალასჰუ'-აზიიმ სიტყვის შესახებ, რომელსაც ამბობენ ყურანის კითხვის დასრულებისას?

პასუხი: ყურანის კითხვის დასრულების შემდეგ სადაყალლაჰუ'-აზიიმ სიტყვის თქმა ბიდათია. რადგანაც ასეთი რამ არც შუამავალს (...), არც რაშიდ ხალიფეებს, არც საჰაბეებს და არც სელეფ იმამებს არ გაუკეთებიათ. არადა ისინი ყველაზე მეტად კითხულობდნენ ყურანს. ყურანთან დაკავშირებული საკითხები მათ ყველაზე უკეთ იცოდნენ და თანაც ყველაზე დიდი ყურადღებით ეკიდებოდნენ ასეთ საკითხებს. ყურანის კითხვის შემდეგ ამ სიტყვის წარმოთქმა შემდგომ გამოგონილი ბიდათია. ალლაჰის შუამავლისგან (...) ასეთი ნათქვამია გადმოხემული. "ვინც ამ ჩვენს რჯულში არ არსებული რამე გამოიგონოს ის მიუღებელია."  (ბუხარი და მუსლიმი) კიდე ერთ სხვა ჰადისში ასე ამბობს: "ვინც ამ ჩვენს რჯულში არ არსებული საქმე გააკეთოს არ მიიღება მისგან." (მუსლიმი.)

წარმატება ალლაჰისგანაა, ალლაჰის ლოცვა და სალამი მის შუამავალსა და მის ოჯახს.

წევრი: აბდულლაჰ ბინ ყუუდ

წევრი: აბდულლაჰ ბინ ღუდეიიან

ხელმძღვანელი: აბდურრეზზააყ აფიფი

თავმჯდომარე: აბდულაზიზ ბინ აბდულლაჰ ბინ ბააზ

წყარო: ფეთაავა ალ-ლეჯნეთუ'-დააიმე 1/4/150.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 10 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol