ფეხმძიმე ან ჩვილი ბავშვის დედა

ფეხმძიმე ან ჩვილი ბავშვის დედა თუ ვერ იმარხულებს მაშინ მას რა ევალება?

კითხვა: ფეხმძიმე ან ჩვილი ბავშვის დედა რამაზანში მარხვის შემთხვევაში საკუთარი თავის ან ბავშვის საფრთხეში ჩავარდნის შიშით თუ ვერ იმარხულებს მას რა ევალება? უმარხველობის შემთხვევაში ამის ასანაზღაურებლად თან უნდა იმარხულოს და თანაც გამოსასყიდი მოწყალება უნდა გადაიხადოს თუ მხოლოდ ასანაზღაურებელი მარხვაა საკმარისი თუ მხოლოდ გამოსასყიდი მოწყალების გაღება კმარა?

პასუხი: ფეხმძიმე ქალი, რომელიც შიშობს რომ მარხვის შემთხვევაში ზარალს მიაყენებს ნაყოფს მან არ უნდა იმარხულოს და ასეთ შემთხვევაში მისთვის მხოლოდ მარხვით ანაზღაურებაა საკმარისი. ეს მდგომარეობა ავადმყოფის მდგომარეობას ჰგავს, რომელსაც მარხვაზე ღონე არ შესწევს ან შიშობს, რომ მარხვა უფრო გაუმწვავებს ავადმყოფობას. უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს: „და თუ რომელიმე თქვენგანი ავადაა ან მგზავრი იქნება მაშინ იმდენივე დღე (იმარხულოს) სხვა დღეებში.„ (ბაყარა, 2:184.)

ჩვილი ბავშვის დედის მდგომარეობაც იგივენაირია. ის თუ შიშობს, რომ რამაზანში მარხვისას ბავშვს თუ ძუძუს აწოვებს მაშინ საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეში ჩააყენებს, ან თუ იმარხულებს და ბავშვს ძუძუს არ მოაწოვებს მაშინ ბავშვის ჯანმრთელობას ჩააყენებს საფრთხეში, მან არ უნდა იმარხულოს. ამის გამოსასწორებლად მისთვის მხოლოდ სხვა დღეებში მარხვით ანაზღაურებაა საკმარისი.

წარმატება ალლაჰისგანაა. ალლაჰის ლოცვა და სალამი მის შუამავალს, მის ოჯახსა და მის მეგობრებს!

წყარო: შეიხ მუჰამმედ სალიჰ ალ-უსეიმინი, ფეთაავაა, 1/488-489.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
Advertisement
 
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 32 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
=> Do you also want a homepage for free? Then click here! <=