მობიდათე სწავლულებისგან ცოდნის შეძენა

მობიდათე სწავლულებისგან ცოდნის შეძენა

შეიხ სალიჰ ბინ ფევზან ბინ აბდულლაჰ ალ-ფევზანს ჰკითხეს:

კითხვა: რას გვეტყვით მობიდათე სწავლულებისგან ცოდნის შეძენის და მათ წინაშე მოსწავლეობის შესახებ?

პასუხი: ჩვენი აზრი ასეთია: გზააცდენილ და მობიდათე სწავლულებისგან ცოდნის შეძენა, მათთან მოსწავლეობა მიუღებელია. რადგანაც ისინი ალლაჰის სწორი გზიდან აცდუნებენ, მოსწავლეებს გზას აცდენილობასა და ბიდათებს ასწავლიან. სელეფთაგან ერთიი ასე ამბობს: „უეჭველად ეს საქმე რწმენაა, ამიტომ კარგად დაუკვირდი თუ ვისგან ღებულობ რწმენას.„

სწავლული აუცილებლად მტკიცე ღვთის მორჩილი, სასარგებლო ცოდნის მფლობელი და ხეირიანი საქმის მქმნელი უნდა იყოს. აი ასეთი პიროვნებებისგან უნდა ვიძენდეთ ცოდნას, მათ უნდა ვუჯერიდეთ და მათი მოსწავლე უნდა ვიყოთ. რაც შეეხება მობიდათე და გზასაცდენილ სწავლულებს მათგან შორს დგომა ვაჯიბია. მათგან სხვების მორიდებაც ვაჯიბია. მათგან შორს უნდა დავდგეთ და მათი სიავისგან უმმეთის დასაცავათ უნდა უარვყოთ ეგენი. თუ ვინმე მათ მოსწავლედ დაუდგება ის აუცილებლად მისი ფიქრისა და გზააცდენილობისგანაც აიღებს საზრდოს. მათი ფიქრისა და ბიდათების ზემოქმედების ქვეშ მოექცევა. საყოველთაოდ ცნობილი აღზრდის მეთოდი ასეთია: მოსწავლე ყოველთვის ექცევა მასწავლებლის გავლენის ქვეშ. ანუ მასწავლებლის ფიქრის ზეგავლენა აუცილებლად შეიმჩნევა მოსწავლეზე. დიახ ასეა მოსწავლე ყოველთვის ექცევა მასწავლებლის ფიქრისა და მეთოდის გავლენის ქვეშ. ამიტომ მობიდათე და მოზღაპრე მასწავლებლის მოსწავლეს რაც არუნდა ეგონოს, რომ მისი ბიდათისა და ავი ფიქრების გავვლენის ქვეშ არ მოვექცევიო ეს ყოველთვის შესაძლებელი რამე არ არის, დროთა განმავლობაში იგი თანდათანობით მიიღებს და დაეთანხმება იმ ბიდათებსა და არასწორ საკითხებს, რაც თავის მასწავლებელს ახასიათებს.

წყარო: მუჰაადარაათ ფი-აყიიდე ვე-დავა 3/337.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 9 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol