იასლუღზე თუ ჩაგვეძინა

იასლუღზე თუ ჩაგვეძინა როგორ უნდა მოვიქცეთ?

კითხვა:  იასლუღზე თუ არ გაგეღვიძა და ვერ ადექი ასეთ შემთხვევაში მარხვის გარგრძელება თუ შეიძლება?

პასუხი: იასლუღი ღამის ბოლო მონაკვეთში საჭმლის ჭამას გულისხმობს, რათა მორწმუნემ კარგად დანაყრდეს და მთელი დღის განმავლობაში უჭმელობას იოლად გაუმკლავდეს. იასლუღის ჭამა მუსთეჰაბია, უჭმელობა კი მოუწონარი საქმეა, რადგანაც ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) საჰაბეებს მოუწოდებდა, რომ იასლუღი ეჭამათ. იგი ერთ-ერთ ჰადისში ასე ბრძანებს: „იასლუღი მიირთვით, რათა მასში ბერექეთია (ბარაქა)„ თუმცა შუამავლის ცხოვრებაში იყო დღეები როდესაც მას რამოდენიმე დღე უქონლობის ან სხვა მიზეზით უიასლოღოდ გადაბმული უმარხვია. ასევე შუამავალი რჩევას აძლევდა იმათ ვისაც იასლუღის ჭამა არ სურდათ, რომ ერთი ცალი ხურმით, ერთი ჭიქა წყლით ან რძით მაინც დასწრებოდნენ იასლუღის სუფრას, რათა მის მადლსა და ბარაქას თივითონაც ზიარებოდნენ.

აქედან გამომდინარე თუ ვინმეს ძილის გატეხვა არ უნდა, იასლუღის მომზადება ეზარება ან სხვა მსგავსი მიზეზით უარს ამბობს იასლუღის ჭამაზე მას შევახსენებთ, რომ ეს შუამავლის მიერ დალოცილი საჭმელია და მასზე უარის თქმა მორწმუნეს არ მოუხდება.

თუ ვინმეს ჩაეძინება და მისდაუნებურად ისე შემოათენდება, რომ იასლუღის ჭამას ვერ მოასწრებს, მისთვის იმედი გვაქვს, რომ ალლაჰი ასეთი სირთულის მოთმინებისთვის ორმაგად დააჯილდოვებს. ხოლო იასლოღის უჭმელობა მარხვის გაუგრძელებლობისთვის საპატიო მიზეზი არავითარ შემთხვევაში არ არის.

დიდება ალლაჰს, მისი ლოცვა და სალამი მის შუამავალს, მის ოჯახსა და მის მიმდევრებს!

თეოლოგი: ნოდარ დავითაძე


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 8 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol