რა იგულისხმება სიტყვა სელეფში

რა იგულისხმევა სიტყვა სელეფში?

შეიხ იბნი უსეიმინს (რჰ..) ჰკითხეს:

კითხვა: რა იგულისხმევა სიტყვა სელეფში?

პასუხი: სიტყვა სელეფი წინაპრებს ანუ ძველებს ნიშნავს. ყველაფერი რაც ძველია მასზე ახლისთვის სელეფია.

თუმცა სიტყვა სელეფი ტერმინოლოგიური თვალსაზრისით მადლმოსილ პირველ სამ თაობას გულისხმობს: საჰაბე, თაბიუნი და ეთბაუ თაბიუნი. სელეფი სალიჰინი სწორედ ესენი არიან. მათ შემდგომ მყოფები, ვინც მათი მეთოდით მოქმედებენ, მიუხედავად იმისა რომ დროით მათგან განსხვავებულ დროში ცხოვრობენ ისინიც სელეფის გზაზე ანუ ამ რწმენის საკითხებში წინაპრების გზაზე იმყოფებიან. სელეფიზმი გულისხმობს იმ მეთოდს რითაც მოქმედებდნენ ერთგული წინაპრები ანუ სელეფი სალიჰინი. ალლაჰის შუამავალიც (...) ასე ამბობს: "უეჭველად ჩემი უმმეთი შამოცდაცამეტ ჯგუფად დაიყოფა. ამათგან ერთის გარდა ყველა ჯოჯოხეთში მოხვდება. ის გამონაკლისი კი ჯამაათია. სხვა გადმოცემის მოხედვით ასე ამბობს: იმ გზაზე მყოფნი რაზეც მე და ჩემი მეგობრები ვიმყოფებითო." (თირმიზი, 2641.)

აქედან გამომდინარე სელეფიზმს შემდეგი პირობა ამყარებს: საჰაბეზე, თაბიუნზე და მათ მეთოდზე ლამაზი ფორმით მიმყოლი ყველა სელეფია.

თუნდაც რომ ამ საუკუნეში ცხოვრობდეს იგი.

წყარო: ფეთაავაა ფი'-აყიდა, 2/1297.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 6 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol