ქაფირის დაწყევლა

შეიძლება თუ არა რომ დავწყევლოთ ქაფირები, რომლებიც არ გვებრძვიან?

ალლამე შრიხ მუჰამმედ ალ-უსეიმინს ჰკითხეს:

კითხვა: ერთ-ერთ ფირმაში ვმუშაობ და აქ მომუშავე პერსონალთაგან ზოგი ქააფირია. შემიძლია თუ არა რომ დავწყევლო ისინი?

პასუხი: ქააფირებს ნუ დაწყევლი! პირიქით მათთვის ალლაჰს შეევედრე! "ღმერთო სწორ გზაზე დააყენეო" რადგან ალლაჰის შუამავალმა ზოგიერთი მუშრიქები დაწყევლა და შემდეგ მას ასეთი საქმე აეკრძალა.1

თქვი: "ღმერთო ისინიც სწორ გზას დააყენე!"2 ალლაჰს როგორც მათი დასჯა ასევე გამოსწორებაც შეუძლია. ჩვენთვის უფრო უკეთესია რომ ისინი გამოსწორდნენ ვიდრე მცდარ გზაზე დარჩნენ. ღმერთს მათი გამოსწორებისთვის შეევედრე თუმცა, თუ მოკვდნენ პატიებისთვის ნუ შეევედრები. რადგან თუ კაცი ქააგირად მოლვდა მისი პატიებისთვის ლოცვა ჰარამია. ვინც გარდაცვლილი ქააფირის პატიებისთვი ლოცულობს ის შუამავლისა და მორწმუნეების გზას ცდება. რადგან უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:

"არც შუამავალს და არც მორწმუნეებს არ მოუხდებათ მათთვის ვედრება, ვინც უკვე ცხადია რომ ცეცხლის მკვიდრია, თუნდაც რომ ახლობლები იყვნენ ისინი.” (სურა თევბე, 113- აიათი.)

ამის შემდეგ უზენაესი ალლაჰი იბრაჰიმ შუამავლის (..) თავისი მამის შესახებ ვედრებაზე შემდეგნაირად ბრძანებს:

"არაფერი იყო იბრაჰიმის ვედრება თავისი მამისთვის თუ არა მისდამი მიცემული სიტყვა. მან როდესაც გაიგო რომ მამამისი ცხადი მტერი იყო ალლაჰისა, მაშინვე განერიდა მას. უეჭველად იბრაჰიმი ძალიან ლმობიერი და შემბრალე იყო." (სურა თევბე, 114- აიათი.)

წყარო: მეჯმუუ ფეთაავა ვე რესააილ 25/489.


-----------------
მთარგმნელისგან:
1.
აბდულლაჰ ბინ უმერი (..) გადმოგვცემს:

ალლაჰის შუამავალმა (...) ნამაზზე ყოფნისას ყუნუთი გააკეთა და: "ღმერთო ესა და ეს ხალხი დაწყევლეო შეევედრა"

ამის შემდეგ უზენაესმა ალლაჰმა შემდეგი აიათი ჩამოავლინა:
"
შენს ხელთ არ არის მათი საქმე, ალლაჰი მათ აპატიებს თუ დასჯის. უეჭველად ისინი უსამართლონი არიან" (სურა ალი იმრან, 128- აიათი.) იხ. ბუხარი, დეავაყ, 58.

2. ებუ ჰურეირა (..) გადმოგვცემს: ატ-ტუფეილ ბინ ამრ ად-დევსი შუამავალთან (.ავ.) მოვიდა და:

ალლაჰის შუამავალო! დევსის ტომის ხალხმა ალლაჰს აუჯანყდა და ისლამის მიღებაზე უარი განაცხადეს. ამიტომაც დაწყევლე ისინი!
ამის შემდეგ იქ მყოფებმა იფიქრეს, რომ შუამავალი დევსის ტომს დაწყევლიდა, თუმცა შუამავალმა:

"ღმერთო! დევსის ხალხი სწორ გზაზე დააყენე და ისინი ისლამზე მოიყვანეო შეევედრა." (ბუხარი, დეავათ, 60.)


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 15 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol