სამოსის ფერი

მუსლიმანი ქალის სამოსი რა ფერის უნდა იყოს, შავი აუცილებელია?

კითხვაშარიათის წესისამებრ შემოსვის შემთხვევაში, მუსლიმი ქალისთვის გარეთ გასვლისას ფერადი სამოსის ჩაცმა ჰარამია?

ფერადი სამოსის ჩაცმა თუ ჰარამად ითვლება, ამის მამტკიცებელი ჰადისი ან აიათი თუ არსებობს?

პასუხი: დიდება ალლაჰს!

არანაირი პირობა არ არსებობს იმისა რომ მუსლიმი ქალის სამოსელი აუცილებლად შავი იყოს. ამიტომაც მუსლიმ ქალს ნებისმიერი ფერის სამოსელის ტარება შეუძლია. თუმცა მისი სამოსელი არ უნდა იქცევდეს მამაკაცების ყურადღებას და ზედმეტად გაფორმებული არ უნდა იყოს.

რადგან უზენაესი ალლაჰი შემდეგნაირად ბრძანებს:

وَلَا يُبْدِينَ زِينَتَهُنَّ

მორთულობებს ნუ გამოაჩენენ[1]

უეჭველად ეს ეს აიათი ზოგადად მორთულ მოკაზმულ სამოსელსაც მოიცავს, რომელიც მზერას მიიპყრობს.

აბუ ჰურეıრასგან (..) გადმოცემის მიხედვით, ალლაჰის შუამავალმა (...) შემდეგნაირად ბრძანა:


لاَ تَـمْنَعُوا إِمَاءَ اللهَ مَسَاجِدَ اللهِ، وَلَكِنْ لِيَخْرُجْنَ وَهُنَّ تَفِلاتٌ )رواه أبو داود وصححه الألباني في إرواء الغليل(

ალლაჰის მსახური ქალებს მეჩეთში მოსვლას ნუ აუკრძალავთ! მაგრამ ქალები გარეთ გასვლისას სუნამოს ნუ წაისვამენ.[2]

ქალებს სუნამოებით მამაკაცის გაღიზიანება და მათი ყურადღების მიპყრობა ეკრძალებათ და გარეთ გასვლისას ამას უნდა მოერიდონ. სამოსის მორთულობები, ბრჭყვიალა და ხმის გამომცემი მორთულობების მქონე სამოსელიც უეჭველად სუნამოს მსგავსია.

ისლამის მეცნიერების კვლევისა და ფეთვას კომისიის მიერ გაცემულ ფეთვაშიც შემდეგი პასუხია გაცემული: (. 17, გვ. 109)

ქალის ჯილბაბის (გარე მოსასხამი) ფერი შავი აუცილებელი არ არის. უცხო კაცების ყურადღების მიუქცევლობის და ფითნას გამოუწვევლობის პირობით შეუძლიათ ჩაიცვან ნებისმიერი ფერის სამოსი, რაც თვითონ სურთ. დღეს თუ ქალბი ძირითადად შავი ფერის სამოსს ირჩევენ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შავი ფერი აუცილებელია. ამ ფერის არჩევა მხოლოდ იმ მიზეზით ხდება, რომ შავი ყველაზე ნაკლებად იპყრობს ყურადღებას და ინტერესს. ასევე არსებობს გადმოცემები, რომლებიც გვამცნობს, რომ საჰაბეთა ცოლებიც შავი ფერის სამოსით იმოსებოდნენ.

უმმუ სელემესგან (..) გადმოცემის მიხედვით:


لَـمَّـا نَزَلَتْ: يُدْنِينَ عَلَيْهِنَّ مِنْ جَلَابِيبِهِنَّ، خَرَجَ نِسَاءُ الأَنْصَارِ، كَأَنَّ عَلَى رُءُوسِهِنَّ الْغِرْبَانَ مِنْ الأَكْسِيَةِ.) رواه أبو داود وصححه أبو داود في صحيح أبي داود(

მორთულობებს ნუ გამოაჩენენ (ნურ, 24/31) აიათი როდესაც ჩამოვლინდა, ენსარელმა ქალებმა ყორანივით შავი საფარველით თავზე დაფარებულმა იწყეს გარეთ გამოსვლა.[3]

ისლამის მეცნიერების კვლევისა და ფეთვას კკომისია ამობობს: (. 17, გვ. 110)

ეს ჰადისი გვიჩვენებს, რომ საჰაბეთა ცოლებს შავი სამოსი ემოსათ.

ალლაჰმა ყველაფერი უკეთესად იცის.

წყარო: Iსლამ Q&A



[1] სურა ნურ, 24/31- აიათი.

[2] ებუ დავუდ, .. 565, ალბანი, ირვაუ-აალი, გვ. 515-ში ამბობს, რომ ჰადისი საჰიჰია.

[3] ებუ დავუდ, .. 4101; ალბანი საჰიჰი ებუ დავუდ-ში ამბობს რომ ეს ჰადისი საჰიჰია.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 4 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol