რეჯები ალლაჰის მთვარეა

რეჯები ალლაჰის მთვარეა, შაბანი ჩემი მთვარეა, რამაზანი კი უმმეთის მთვარეა.” ჰადისი სარწმუნო ჰადისია?

ისლამის მეცნიერების კვლევისა და ფეთვის კომისიაში შემოსული კითხვა:

კითხვა: ჰადისის მეცნიერები ამ ჰადისის შესახებ რას ფიქრობენ: რეჯები ალლაჰის მთვარეა, შაბანი ჩემი მთვარეა, რამაზანი კი უმმეთის მთვარეა. კიდევ ღმერთო, უძლურობის, სისუსტისა და ხალხის მხრიდან დამცირების საჩივარი შენთან მომაქვს. ჰადისი სარწმუნო ჰადისია?

პასუხი: პირველი: რეჯები ალლაჰის მთვარეა, შაბანი ჩემი მთვარეა, რამაზანი კი უმმეთის მთვარეა. ჰადისი ცრუ და გამოგონილი ჰადისია. გადმომცემთა ჯაჭვში ებუუ ბექრ ბინ ალ-ჰასენ ენ-ნაქქაში იმყოფება, რომელიც მატყუარა პიროვნებაა. ასევე გადმომცემთა ჯაჭვში იმყოფება ვინმე ალ-ქესაი, რომელიც უცნობი პიროვნებაა. ალ-ლეაალი ალ-მასნუ ფილ-ეჰაადიის ალ-მევდუ ასხელობის ნაშრომის ავტორი ამ ჰადისს ცრუ ჰადისთა სიაში მოიხსენებს.

მეორე: ღმერთო, უძლურობის, სისუსტისა და ხალხის მხრიდან დამცირების საჩივარი შენთან მომაქვს. მოწყალეთა მოწყალეო! მე ვის ამარად მტოვებ? სიტყვა ბილწ, ცუდ შესახედავ და შორს მყოფ ვინმეების ამარად? თუ მტრის ამარად, რომელიც ჩემს საქმეებში ერევა? ეს თუ ჩემს მიმართ შენი რისხვა არ არის, მე ამ ყველა ტანჯვა-წამებას ყურადღებასაც არ მივაქცევ. თუმცა შენი წყალობა უსაზღვროდ დიდია. ღმერთო, შენი რისხვისგან და შენი უკმაყოფილებისგან შენივე სახის ნათელს შევეფარები, რომელიც წყვდიადს ანათებს და ორივე ქვეყანას სიმშვიდის სასუფევლად აქცევს. ღმერთო, შენი კმაყოფილების მოგებამდე შენგან პატიებას ვითხოვ. ყოველი ძალა და ძლიერება შენია. ეს ჰადისი გადმომცემთა ჯაჭვის მიხედვით სუსტი ჰადისია.

წევრი: ბექრ ებუუ ზეიდ

წევრი: საალიჰ ალ-ფევზაან

წევრი: აბდულაზიზ აალუ-შეიხ

წევრი: აბდულლაჰ ალ-ღუდეიიაან

თავმჯდომარე: აბდულაზიზ ბინ აბდულლაჰ ბინ ბააზ

წყარო: ფეთაავაა ალ-ლეჯნეთუ-დააიმე 2/3/207-208


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 4 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol