ჰარამით ნუ იმკურნალებთ

ჰარამით ნუ იმკურნალებთ

بِسْمِ اللهِ الرَّحْمنِ الرَّحِيمِ

კითხვა: მკურნალობის მიზნით ლუდის დალევა შეიძლება? თირკმლებში კენჭი მაქვს და ამისთვის ლუდი მირჩიეს. მკურნალობის მიზნით ლუდს თუ დავლევ ამით რამე დაშავდება?

პასუხი: ძვირფასო ძმაო! უპირველესად უნდა გითხრათ, რომ ვინც თირკმლის კენჭისთვის ლუდის დალევა გირჩიათ, მას ისლამის წესები არ ცოდნია. მე ორივეს პასუხად ვიტყვი შემდეგს:

ისლამი ამგვარ რამეებზე არავითარ შემთხვევაში არ გასცემს ნებართვას. ანუ რაც ისლამმა ჰარამად დააწესა მისი საშუალებით არც მკურნალობის ნებას გასცემს.

უმმუ სელემე (კ.ა.მ.) გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა (ა.ლ.ს.მ.) ბრძანა:

„ჭეშმარიტად ალლაჰი არ დაგიდგენთ განკურნების მიზეზად იმას, რაც თქვენთვის ჰარამია.„[1]

ალლაჰის  შუამავალი (ა.ლ.ს.მ.) სხვა გადმოცემაში ასე ბრძანებს:

„ჭეშმარიტად ალლაჰს სნეულებაც და მისი წამალიც გაუჩენია, ასე რომ იმკურნალეთ. ოღონდ ჰარამით ნუ იმკურნალებთ.„[2]

სუვეიდ ბინ ტარიყ ალ-ჯუფიმ (კ.ა.მ.) ალლაჰის სუამავალს (ა.ლ.ს.მ.) ღვინის შესახებ ჰკითხა. შუამავალმა (ა.ლ.ს.მ.) მას აუკრძალა. ტარიყმა:

მე მხოლოდ წამლად ვსვამო უთხრა. შუამავალმა კვლავ აუკრძალა. ტარიყი კვლავ ეკითხებოდა, რომ ის მხოლოდ წამლად იყენებდა. ამჯერად შუამავალმა ასე უპასუხა:

ეგ წამალი არ არის, ეგ ავადმყოფობაა.[3]

 

თაჯუდდინ ალ-ბაიბურდი



[1] იბნი ჰიბბან; ბეიჰაყი: ბულუღულ მერამ, ტ. IV, გვ. 76.

[2] ებუ დავუდ, ტ. IV, ჰ.ნ. 3874; მემჯმუ’უ ზევაიდ, 5/86.

[3] მუსლიმ, ტ. 6, ჰ.ნ. 1984; ებუ დავუდ, ტ. IV, ჰ.ნ. 3873; იბნი მაჯე, ჰ.ნ. 3500; თირმიზი, ტ. III, ჰ.ნ. 2119.


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 67 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol