მიცვალებულზე ვედრება

შეიძლება თუ არა ნამაზი ვილოცოთ იმამის უკან, რომელიც მიცვალებულებს ევედრება დახმარებისთვის?

ისლამის მეცნიერების კვლევისა და ფეთვას კომისიაში შემოსული კითხვა:

კითხვა: მეჩეთის იმამი თუ საფლავში მწოლიარეებს მოუხმობს საშველად და შემდეგნაირად ამბობს: ესენი წმინდანების საფლავებია, ვინაიდან ესენი ჩვენსა და ალლაჰს შორის შუამდგომლობენ, ამიტომ მათ მივმართავთ დახმარებისთვის. მის უკან ნამაზის ლოცვა თუ შეიძლება? მე ხალხს თავჰიდისკენ მოვუწოდებ და აქ ხშირად ვეყრები, მიცვალებულზე ვედრების, მათზე შესაწირის შეწირვის და მსგავს ფაქტებს, გთხოვთ ეს საკითხი განმიმარტოთ.

პასუხი: შენ თუ უეჭვეად იცი რომ ეგ პიროვნება საფლავში მწოლიარეს ევედრება დახმარებისთვის და მას შესაწირს წირავს, მაშინ მის უკან ნამაზის ლოცვა არასწორია. რადგან ასეთი ვინმე მუშრიქია, მუშრიქის კი იმამობაც და ნამაზიც ფუჭია. რომელიმე მუსლიმმა მის უკან ნამაზი რომც ილოცოს მაინც მიუღებელია. რადგან უზენაესი ალლაჰი შემდეგნაირად ბრძანებს:

თანაზიარი რომ გაეჩინათ მაშინ დაეკარგებოდათ ის ყველაფერი რასაც აკეთებდნენ.[1]

უზენაესი ალლაჰი კიდე სხვა აიათში შემდეგნაირად ბრძანებს:

და ნამდვილად ზეშთაგაგონეთ შენ და მათ ვინც შენს წინ იყო, თუ კი თანაზიარს გაუჩენ (ალლაჰსუეჭველად ფუჭი იქნება (ყოველიშენი ნამოქმედარი და უეჭველად წაგებულთაგან იქნები (იმ ქვეყნად)არამედ (მხოლოდ) ალლაჰს ეთაყვანედ და იყავი მადლიერთაგანი.[2]

წარმატება მხოლოდ ალლაჰისგანაა, სალამი და ლოცვა მის შუამავალს.

წევრი: Aბდულლაჰ ბინ ღუდეიიან

წევრი: აბდულაზიზ აფიფი

თავმჯდომარე: აბდულაზიიზ ბინ Aბდულლაჰ ბინ ბააზ

წყარო: ფეთაავაა ალ-ლეჯნეთუ-დააიმე 1/1/118.



[1] სურა ენამ, 6/88- აიათი.

[2] სურა აჰზაბ, 39/65-66- აიათი.


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 14 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol