ცოცხალი არსების სურათის მეჩეთში ჩამოკიდება და სურათიანი სამოსელით ნამაზი
ისლამის მეცნიერების კვლევისა და ფეთვის კომისიაში შემოსული კითხვა:
კითხვა: კაცი რომელიც მეჩეთში ადამიანის ან ცხოველის სურათს ჩამოკიდებს, ეს პიროვნება როგორ უნდა შეფასდეს? ასეთ მეჩეთში ნამაზის შესრულება თუ შეიძლება? ადამიანის ან ცხოველის სურათიანი სამოსელით ლოცვა თუ შეიძლება? სამუშაო ოთახის ან საძინებლის ადამიანის ან ცხოველის სურათით გაფორმება თუ შეიძლება?
პასუხი: მეჩეთში ადამიანის ან ცხოველის სურათის ჩამოკიდება არ შეიძლება. რომელ მეჩეთშიც ასეთი რამეები იმყოფება მათი იქედან მოცილება აუცილებელია. შიგნით სურათი რომც იყოს იქ ნალოცი ნამაზი მიღებულია. მთავარია მან ამ სურათის წინ სალოცავად არ უნდა დადგეს. ამის ცოდვა იმ ხალხისაა ვინც აქ ეს სურათი შემოიტანეს და კიდე მათიც ვისაც ამის აქედან მოცილების ღონე შესწევთ თუმცა არ გააქვთ.
ადამიანის ან ცხოველის სურათიანი სამოსელით შესრულებული ნამაზი მიღებულია, თუმცა ამასთანავე ეს პიროვნება ცოდვას ჩადის.
სამუშაო ოთახის ან საძინებლის ადამიანის ან ცხოველის სურათით მორთვა დაუშვებელია.
წარმატება ალლაჰისგანაა. ალლაჰის ლოცვა და სალამი მის შუამავალს
წევრი: ‘აბდულლაჰ ბინ ქუ’უუდ
წევრი: ‘აბდულლაჰ ბინ ღუდეიიაან
წევრი: ‘აბდურრეზზააყ აფიფი
თავჯდომარე: ‘აბდულ’აზიზ ბინ ბააზ
წყარო: ფეთაავაა ალ-ლეჯნეთუ’დააიმე 1/1/589.
|