ვისაც დილის ეზანი შემოესმა

რას გვეტყვით ვისაც დილის ეზანი შემოესმა თუმცა მაინც აგრძელებს ჭამა-სმას?

იმამ აბდულაზიზ ბინ აბდულლაჰ ბინ ბაზს ჰკითხეს:

კითხვა: ვისაც დილის ეზანი შემოესმა თუმცა მაინც აგრძელებს ჭამა-სმას შარიათის მიხედვით რა მდგომარეობაშია მისი ნამარხი?

პასუხი: უზენაესი ალლაჰის ბრძანების თანახმად: „ჭამეთ და სვით ვიდრე განთიადის თეთრი ძაფი შავისაგან განერჩეოდეს თქვენთვის.„ (ბაყარა, 2:187.) ყოველი მორწმუნე ვინც დარწმუნდება, რომ დილის ცისკარმა შემოჰკრა ჰორიზონტზე, მან რამაზნის, შეპირებულის და გამოსასყიდი მარხვის მსგავსი სავალდებულო მარხვის შესასრულებლად ვალდებულია თავი შეიკავოს ჭამა-სმისა და სხვა მარხვის მომშლელი საქმეებისგან.

როდესაც მას შემოესმება მუეზინის ხმა და მან იცის, რომ მუეზინი იმისთვის კითხულობს, რომ ხალხს დილის ნამაზის დადგომა ამცნოს მაშინ ყოველი მუსლიმი ვალდებულია ჭამა-სმა შეწყვიტოს. თუ მუეზინი ეზანს ეზანს ადრე კითხულობს, მაშინ მისთვი ჭამის შეწყვეტა აუცილებელი არ არის სანამ არ დარწმუნდება რომ დღის ნათელმა და ღამის ბნელმა ერთმანეთისგან გარჩევა დაიწყო.

თუ მან არი იცის მუეზინი ეზანს ადრე კითხულობს თუ ზუსტ დროზე მაშინ მისთვის უკეთესი და უფრო სანდო იქნება თუ ეზნის გაგონებისთანავე შეწყვეტს ჭამა-სმას.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ენექტრო ნატურებით განათებულ ქალაქებში შეუძლებელია ცისკრის დადგომის თვალით გამოცნობა. თუმცა დაზღვეულნი რომ ვიყოთ აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ ეზნის ან კალენდრების მიზედვით, რომელშიც წინასწარ არის გამოთვლილი ცისკრის დადგომის საათები და წუთები. თუ კი ასე მოიქცევი მაშინ შუამავლის (ს.ა.ს.) შემდეგი სიტყვებით იმოქმედებ: „მიატოვე ის რაც გეეჭვება, მხოლოდ აიღე ის რაზეც ეჭვი არ გეპარება.„ კიდევ ასე ბრძანებს: „ვინც საეჭვო რამეებს მოერიდება მას დაცული აქვს თავისი რწმენაც და სინდისიც.„

წარმატება ალლაჰისგანაა.

წყარო: ქითაბუ’დ-და’ვა, 2/165-166.


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 36 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol