შელოცვის შესახებ შესახებ
ისლამის მეცნიერების კვლევისა და ფეთვას კომისიაში შემოსული კითხვა:
კითხვა: რას გვეტყვით შელოცვისა და ჰამაილის შესახებ?
პასუხი: შელოცვა თუ ყურანით, ალლაჰის სახელებით ან მსგავსი შარიათის მიერ ნებადართული ლოცვებით ხდება ეს მიღებულია. ამასთან ერთად ავადმყოფსაც და შემლოცველსაც უნდა სწამდეს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საშუალებაა თორემ შვებისა და განკურნების მომცემი ალლაჰია. ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ვ.) ასე ამბობს: "შირქსა და ქუფრს თუ არ შეიცავს შელოცვაში საფრთხილო არაფერია." (მუსლი, ებუ დავუდი, ჰაქიმი.) ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ვ.) ულოცავდა სხვებს სხვებიც ულოცავდნენ მას.
სწავლულთა ერთიანი თანხმობით ზემოთ ჩამოთვლილის გარდა სხვა მეთოდით შელოცვაა. რაც შეეხება ჰამაილის (თილისმის) ტარებას, ამ თემის ირგვლივ არსებული ჰადისებიდან გამომდინარე საერთო აზრის თანახმად არც ყურანის აიათებით და არც სხვა რამით დაწერილი ჰამაილის ტარება არ შეიძლება.
წარმატება ალლაჰისგანაა, ალლაჰის ლოცვა და სალამი მის შუამავალს, მის ოჯახსა და მის მეგობრებს.
წევრი: აბდულლაჰ ბინ ყუუდ
წევრი: აბდულლჰ ალ-ღუდეიიან
ხელმძღვანელი: აბდურრეზზაყ ალ-აფიიფი
თავმჯდომარე: აბდულლაჰ ბინ აბდულაზიზ ბინ ბააზ.
წყარო: ფეთაავაა ალ-ლეჯნეთუ'დ-დააიმე 1/1/316.
|