ალლაჰი არშზეა

რა არგუმენტებით მტკიცდება რომ ალლაჰი ზეცაშია?

ისლამის მეცნიერული კვლევისა და ფეთვის კომისიაში შემოსული კითხვა:

კითხვა: ალლაჰის ზეცაში ყოფნის არგუმენტი რა არის?

პასუხი: ამ თემასთან დაკავშირებით ეჰლ-ი სუნნეთ ველ-ჯამაათს სწამს რომ ალლაჰი ზეცაში არშზეა. რადგან უზენაესი ალლაჰი ამას შემდეგი აიათებით გვამცნობს: ნუთუ უსაფრთხოდ გრძნობთ თავს, რომ ვინც ზეცაშია არ მოგაქცევთ მიწის ქვეშ, მაშინ როცა ინძრევა?“ (სურა მულქ, 67/16-ე აიათი) ნუთუ უსაფრთხოდ გრძნობთ თავს, რომ ვინც ზეცაშია მოავლინოს თქვენზე ქვების გრიგალი? სულ მალე გაიგებთ, როგორია ჩემი შეგონება.“ (სურა მულქ, 67/17-ე აიათი) მასთან დის სიტყვა მშვენიერი და იგი აღამაღლებს კეთილ საქმე. ( სურა ფათირ, 35/10-ე აიათი.) კიდე ასე ბრძანებს: „იგი განაგებს საქმეებს ციდან მიწამდე, მერე კი ისინი მასთან ამაღლდება.“ (სურა სეჯდე, 32/5-ე აიათი) უზენაესი ალლაჰი ტაჰა სურაში კიდე ასე ბრძანებს: „მოწყალე ალლაჰი არშზე ამაღლდა.“ (სურა ტაჰა, 20/5-ე აიათი.) კიდე სხვა აიათში ასე ბრძანებს: უეჭველად, თქვენი ღმერთი ალლაჰია, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა ექვს დღეში, შემდეგ კი არშზე ამაღლდა.“ (სურა არაფ, 7/54-ე აიათი.) უზენაესი ალლაჰი რომ არშზე ამაღლდა ეს ყურანში შვიდჯერაა მოხსენებული.

ალლაჰის შუამავლის (ს.ა.ვ.) სიტყვებიც იგივეს მოწმობს: „მე ცაში მყოფის ნდობით აღჭურვილი პირი ვარ, დილას-საღამ ციდან ამბები მომდის და თქვენ მე არ მენდობით?” (ბუხარი, მეღაზი, 4351) ასევე შუამავლის ერთ ქალთან საუბარიც ამის არგუმენტია: „ალლაჰი სად არის? ქალმა ზეცაშიაო უპასუხა. შედეგ კვლავ კითხა: მე ვინ ვარ? შენ ალლაჰის შუამავალი ხარ, უპასუხა ქალმა. ამ სიტყვების შემდეგ შუამავალმა დაამოწმა, რომ ეს ქალი მორწმუნეაო.“ (მუსლიმ, ალ-მესაჯიდ 537; ნესაი, ეს-სეჰვ, 1218.) შუამავალი კიდე ასე ბრძანებს: „შემბრალებელ ხალხს მოწყალე ალლაჰიც შეიბრალებს. ამიტომ თქვენ დედამიწაზე მყოფები შეიბარეთ, რომ ზეცაში მყოფმაც თქვენ შეგიბრალოთ.“ (აჰმედ, 2/160; ებუ დავუდ, 5/231, ჰ.ნ. 4941; თირმიზი 4/324, ჰ.ნ. 1924; იბნი ები შეიბე, 8/338; ჰაქიმ, 4/159; ბეიჰაყი, 9/41.) თირმიზი ამბობს რომ ეს ჰადისი საჰიჰია. ჰაქიმიც ამბობს, რომ ჰადისი საჰიჰია და ზეჰებიც მას ეთანხმება. ამის შესახებ კიდე სხვა ჰადისებიც არსებობს.

შეიხულ ისლამი იბნი თეიმიე ასე ამბობს: „თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ალლაჰი ცის შიგნითაა და ცა მას გარემოიცავს. ეს უმმეთის არც წინაპრებს და არც იმამებს არ უთქვამთ. პირიქით ისინი უდაოდ ამბობდნენ, რომ ალლაჰი ცის ზემოთ არშზე ქმნილებებისგან განცალკევებით იმყოფება. როგორც ქმნილებები არ წარმოადგენს მის სახეს, ასევე მისი სახეც ქმნილი არ არის.“ შეიხულ ისლამი შემდგომ იმამი მალიქის ასეთ ნათქვამს გადმოგვცემს: „ჭეშმარიტად ალლაჰი ცის ზემოთაა. მისი ცოდნა კი ყველგანაა. ვისაც სწამს რომ ალლაჰი ცაშია, ცა მას გარემოიცავს, ის არშზე ან სხვა რომელიმე ქმნილებაზეა დამოკიდებული, ალლაჰის არშზე დაბრძანება ისეთივეა, როგორც ქმნილებების ტახტზე ჯდომა ასეთი პიროვნება გზასაცდენილია, მობიდათეა, ჯაჰილია. ვისაც წამს, რომ ცის ზემოთ სათაყვანებელი ღმერთი არ არსებობს, ღმერთი რომლისთვისაც ნამაზს ასრულებს და სეჯდეს აკეთებს არშზე არ იმყოფება, მირაჯში მუჰამმედი (ს.ა.ვ.) თავის გამჩენთან არ ამაღლებულა და ყურანი მისგან არ ჩამობრძანებულა ასეთი პიროვნება ფარაონის მსგავსია, გზააბნეულია, მობიდათეა.

წარმატება ალლაჰისგანაა, ლოცვა და სალამი მის შუამავალს.

წევრი: ბექრ ებუ ზეიდ

წევრი: სალიჰ ალ-ფევზან

ხელმძღვანელი: აბდულ აზიზ ალიშ-შეიხ

თავმჯდომარე: აბდულაზიზ ბინ ბაზ

 

წყარო: ფეთავა ალ-ლეჯნეთუ’დ-დაიმე 2/2/384-385


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 14 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol