აბორტი
კითხვა: პატივცემულო შეიხო ღმერთმა ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც ხარისხი აგიმაღლოთ და თქვენს მიერ ნამოქმედარი საქმეები კეთილად მიიღოს. ერთ ჩვენს ძმას ერთი წლის შვილი ჰყავს. გადაწყვიტა, რომ ამ ბავშვის წამოზრდამდე სანამ ძუძუს წოვს მანამ მეორე შვილი არ გააჩინოს. ასე გადაწყვიტა, რათა დედა ჯანმრთელობის მხრივ ძველ მდგომარეობას დაუბრუნდეს და თანაც ბავშვს უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ და ისლამის წესებით უკეთესად აღზარდონ. ასე მოქცევას აპირებდა სანამ ბავშვი ორ წელს არ მიაღწევდა, ამის შემდეგ ისევ ფიქრობდა შვილის გაჩენას. თუმცა ალლაჰის ნებით მისი ცოლი მაინც დაფეხმძიმდა და ახლა ის ერთი თვის ფეხმძიმეა. ასეთ მდგომარეობაში აბორტის გაკეთების შესახებ რას გვეტყვით?
პასუხი: აბორტი განვითარების სტადიაში მყოფი ნაყოფის დედის საშვილოსნოდან ამოღებას ეწოდება.
სწავლულები ერთსულოვნად თანხმდებიან, რომ ნაყოფმა თუ ოთხი თვე შეასრულა მისი მოცილება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რადგანაც ოთხი თვის ნაყოფს უკვე სული აქვს ჩადგმული. ნაყოფი ინვალიდი და რაიმე ნაკლის მქონეც რომ იყოს მდგომარეობა მაინც იგივეა.
ალლაჰის შუამავალიც ს.ა.ს. ამის შესახებ ასე ბრძანებს:
„რომელიმე თქვენგანი დედის მუცელში ორმოც დღეში წარმოიქმნება. შემდეგ ერთი იმდენი დროის შემდეგ კოლტად იქცევა. შემდეგ კიდევ იმდენი დროის შემდეგ ხორცს შეისხამს. ამის შემდეგ მასთან გამოგზავნილი ანგელოზი მოვა და მას სულს ჩაჰბერავს. ანგელოზს ოთხი რამე ებრძანება: სარჩო, სიცოცხლის ხანგძლივობა, საქმეები, კეთილი იქნება თუ ბოროტი ...„ (მუსლიმი)
თუმცა თუ დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ან მტკიცედ გევეცოდინება, რომ ნაყოფი უსიცოცხლოდ დაიბადება ასეთ შემთხვევაში აბორტი შესაძლებელია. რადგანაც ოთხი თვის შემდეგ ნაყოფის მოცილება შეგნებულად უდანაშაულო ადამიანის მკვლელობად ითვლება. თუმცა ნაყოფის პირველ თვეებში მოცილების შესახებ ისლამის სწავლულები სხვადასხვა აზრს გამოხატავენ.
ამის შესახებ ისლამის სწავლულთა შეხედულებები შემდეგნაირია:
ზოგი სწავლულები ამბობენ, რომ ასეთი რამ ყველა შემთხვევაში ჰარამია, ზოგი კი მექრუჰად მიიჩნევს. ზოგიერთი სწავლულები კი ამას მუბაჰად თვლიან. ზოგიერთები კიდე ამას ზოგიერთ აუცილებელ სიტუაციებსა და საპატიო მდგომარეობებს უყენებენ პირობად. ამ აუცლებლობებისა და საპატიო მიზეზების შესახებ ძალიან ფართო და დაწვრილებითი განმარტებებია გაკეთებული. ამის შესახებ ფიკჰის წიგნებს უნდა მივმართოთ... ჩემი აზრით შარიათისეული საპატიო მიზეზის გარეშე ნაყოფის ჩასახვის პირველ თვეებშიც კი აბორტის გაკეთება ჰარამია. მაგრამ თუ მედიცინის დასკვნის თანახმად დადგინდება, რომ ნაყოფს ინვალიდობა ან მსგავსი თანდაყოლილი პრობლემები ახასიათებს და მისი მოცილება აუცილებელია ეს უკვე შაიათისეულად საპატიო მდგომარეობად ითვლება და დასაშვებია.
ანდაც ზოგიერთი სწავლულის აზრით მრუშობის (ან ძალადობის) შედეგად ჩასახული ნაყოფის პირველ თვეებში მოცილება ნებადართულია.
როდესაც მე ვაბობ, რომ პირველ თვეებში ნაყოფის მოცილება ჰარამია და ეს მხოლოდ ზოგოერთ გამონაკლის დგომარეობებში შეიძლება მოხდეს ამას შემდეგი მიზეზით ვამბობ: როდესაც სპერმა დედის საშვილოსნოში ჩაისახება იქედან უკვე ადამიანის გაჩენა და მისი ხელშეუხებელია და იგი დაცვას საჭიროებს. ასეთ ვითარებაში არავის არ აქვს უფლება საკუთარი ნებითა და გემოვნებით იმოქმედოს.
ალლაჰმა უკეთესად იცის.
აბუ მუჰამმედ ალ-მაყდისი
|