მუსლიმ ქალს არამუსლიმი ქალების წინაშე ისლამის მიხედვით საფარველი ადგილების გამოჩენა თუ შეუძლია?
დიდება ალლაჰს, სალამი და ლოცვა მის შუამავალს და მის მეგობრებს; მუსლიმანი ‘ალიმები ამ თემასთან დაკავშირებით ორ განსხვავებულ აზრს გამოხატავენ.
1. იმამი ებუ ჰანიფე, იმამი შაფი და იმამი მალიქის ანუ უმრავლესობის მიხედვით (ალლაჰის წყალობა მათ); მუსლიმი ქალი არამუსლიმი ქალების წინაშე ისევე უნდა მოიქცეს, როგორც უცხო მამაკაცის წინაშე იქცევიან. ანუ მას არ შეუძლია არამუსლიმ ქალებთან სხეულის ის ნაწილები გამოჩინოს, რასაც მამაკაცების წინაშე ფარავს და რაღათქმაუნდა არც თავსაბურავის მოხდა არ შეუძლია. ოთხივე მეზჰების მიხედვით ქალს მხოლოდ ხელებისა და სახის გამოჩენა შეუძლია.
2. იმამი აჰმედ ბინ ჰანბელის მიხედვით კი მუსლიმ ქალებს არამუსლიმი ქალების წინაშე ისევე შეუძლიან მოიქცნენ, როგორც მუსლიმი ქალების წინაშე იქცევიან ხოლმე. ანუ ამ შეხედულების მიხედვით ქალმა მხოლოდ მუხლებსა და ჭიპს შორის მონაკვეთი უნდა დაიფაროს, როგორც მუსლიმი ასევე არამუსლიმი ქალების წინაშე. ეს მონაკვეთი საფარველი ადგილებია და ქმრების გარდა სხვა არავისთან გამოჩენის უფლება არ აქვთ. იმამი აჰმედისგან გადმოცემული მეორე შეხედულების თანახმად, რომელსაც იბნი ყურადმეს ალ-მუღნი სახელობის წიგნში გადმოგვცემს: მუსლიმი ქალი არამუსლიმის წინაშე თავსაბურავს ვერ მოიხდის და მასთან ერთად აბანოში ვერ შევა.
ამ განმარტების შემდეგ მინდა დავსძინო, რომ დღეს დასავლეთში მცხოვრებმა მუსლიმმა ქალებმა ურწმუნო ქალების წინაშე ჯდომას, ჩაცმულობას და ქცევებს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ. ამიტომ საფარველი ადგილების შემოსვა მათი რიდისა და ზრდილობისთვის უფრო უკეთესი იქნება.
უბეიდულლაჰ არსლან
|