რწმენიდან გამომრიცხავი შირქი

რა სახის შირქი გამორიცხავს კაცს რწმენიდან?

შეიხ მუჰამმედ ალ უსეიმინს ჰკითხეს:

კითხვა: რა სახის შირქი გამორიცხავს კაცს რწმენიდან?

პასუხი: კაცი ალლაჰთან ერთად თუ გაიჩენს ისეთ ღვთაებას, რომლთან დასაახლოებლადაც ღვთის მსახურებას, რუქუღს და სეჯდეს შეასრულებს; ყურბანს დაკლავს ან იმარხულებს ის ჩაიდენს შირქს, რომლითაც რწმენას დაკარგავს. ან თუკი ადამიანი გაიჩენს ღვთაებას, რომლისგანაც დახმარების და შეწევნის იმედი ექნება. ის ვეღარ იქნება მუსლიმი.

ზემოთ ხსენებულთაგან პირველი ულუჰიეთის მიმართ შირქია, მეორე კი რუბუბიეთის მიმართ შირქი.

ვინც რომელიმე ამათგანს გააკეთებს ის შირქს აკეთებს. მაგრამ ზოგჯერ გვხდება დამაბრკოლებელი მიზეზები იმისა, რომ კაც მუშრიქად ჩავთვალოთ. მაგალითად კაცი შეიძლება უვიცი და გაუნათლებელი იყოს. შეიძლება მან სხვები დაინახა ასე აკეთებდნენ და თვითონაც გაიმეორა. თუ გავაფრთხილებთ თავს დაანებებს ამ საქმეს და გამოსწორდება. უეჭველად ამგვარი ხალხი სამუდამო ჯოჯოხეთისთვის განწირული მუშრიქები არ არიან. რადგან უვიცია. თუმცა ზოგჯერ კაცი მიუხედავად უვიცობისა საპატიოდ არ ითვლება. მაგალითად კაცი, რომელსაც არანაირი სურვილი არ აქვს რომ შეისწავლოს. მაგალითად მას ეტყვიან, რომ ეს საქმე შირქია და მიუღებელია ამის გაკეთება. მაგრამ ის ყურადღებას არ მიაქცევს და ხელს ჩაიქნევს. უეჭველად ასეთი კაცი უვიცობის გამო საპატიოდ არ ჩაითვლება. რადგან იგი უგულისყუროა და არ ზრუნავს სინამდვილის გარკვევას.

წყარო: ფეთაავაა ფი-აყიდა (2/923)

 


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 40 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol