ფეხმძიმე და ჩვილ ბავშვიანი დედის მარხვა
კითხვა: ფეხმძიმე და ჩვილ ბავშვიანი დედებისთვის მარხვა ნებადართულია? და თუ ისინი არ იმარხულებენ მაშინ ამას შემდეგ მარხვით აანაზღაურებენ თუ ამის გამოსასყიდ მოწყალებას გაიღებენ?
პასუხი: ფეხმძიმესა და ჩვილ ბავშვიანი დედების მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც ავადმყოფის მდგომარეობაა. მათ თუ უჭირთ მარხვა შეუძლიათ არ იმარხონ, ეს მათთვის ნებადართულია. როდესაც ამ მდგომარეობიდან გათავისუფლდებიან და ღონე შესწევთ მაშინ მარხვით აანაზღაურებენ ამას. ზოგიერთი სწავლულის მიხედვით რამდენ დღესაც ვერ იმარხულებენ მათ იმდენი ღარიბი რომ დააპურონ ეს საკმარისია. თუმცა ეს სუსტი შეხედულებაა, რის გამოც დიდად არჩევადი აზრი არ გახლავთ. მან ავადმყოფისა და მგზავრის მსგავსად შემდეგ მარხვით უნდა აანაზღაუროს დანაკლისი. რადგანაც უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს: „და თუ რომელიმე თქვენგანი ავადაა ან მგზავრი იქნება მაშინ იმდენივე დღე (იმარხულოს) სხვა დღეებში.„ (ბაყარა, 2:184.) ენეს ბინ მალიქ ალ-ქა’ბის ჰადისიც ამის არგუმენტია: ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ასე თქვა: „უეჭველად ალლაჰმა მგზავრს მარხვა და ნამაზის ნახევარი მოუხსნა. ფეხმძიმესა და ჩვილ ბავშვიან დედას კი მარხვა მოუხსნა მხოლოდ.„ ამ ჰადისს ქუთუბი სიტტედან ანუ საუკეთესო ჰადისის ექვსეულიდან ხუთი გადმოგვცემს.
წყარო: შეიხ აბდულაზიზ ბინ ბაზ, თუჰფეთუ’ლ-იჰვან ბი ეჯბივეთინ მუჰემმეთინ თათაალლაყუ ბი ერქაანი’ლ-ისლამ, გვ. 171.
|