რამაზნის მილოცვა ნებადართულია?

რამაზნის მილოცვა ნებადართულია?

შეიხ სალიჰ ბინ ფევზან ალ-ფევზანს ჰკითხეს:

კითხვა: რამაზნუს მთვარის დადგომისთანავე ბევრი შემდეგი სიტყვებით ულპცავენ ერთმანეთს: "გილოცავ რამაზნის დადგომას" "რამაზნის მთვარე ბარაქიანი ყოფილიყოს." შუამავლის დროს მსგავსი მილოცვები თუ კეთდებოდა?

პასუხი: რამაზნის დადგომის მილოცვაში ცუდი არაფერია. რადგანაც ალლაჰის შუამავალი (...) საჰაბეებს რამაზნის დადგომას ახარებდა და კეთილი საქმეებისკენ აქეზებდა მათ. უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს: "უთხარი, რომ მხოლოდ თავიანთი უფლის სიკეთითა და წყალობით, მხოლოდ ამათით გაიხარონ, ეს უფრო უკეთესია ვიდრე მათი ამქვეყნიური მონახვეჭი." (იუნუს, 58.)

ამ აიათიდან გამომდინარე მისი მოსვლისთვის სიხარულის გამოხატვა და ერთმანეთზე მილოცვა სიკეთისა და კეთილის ქმნის სურვილზე მეტყველებს. წინაპრები შუამავალს ბაძავდნენ და ერთმანეთს რამაზნის დადგომას ახარებდნენ. რადგანაც სელმანისგან გადმოცემულ გრძელ ჰადისში ალლაჰუს შუამავალს (...) ასე უთქვამს: "ხალხნო! დიდი და ბარაქიანი მთვარის ჩრდილმა მოაღწია,თქვენამდე."

წყარო: ალ-მუნთეყა, 3/123.


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 12 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol