მწამს
ალლაჰი და ჩემს გვერდით მყოფი ანგელოზები მოწმე არიან და ასევე თქვენც დაგიმოწმებთ, რომ ჩემი მრწამსი იგივეა რაც ეჰლი-სუნნეთ ველ ჯამაათისა. რაც ალლაჰის, ანგელოზების, წიგნების, შუამავლების, სიკვდილის შემდეგ გაცოცხლების, თავისი სიკეთითა და სიავით ბედისწერის რწმენაში გამოიხატება. ალლაჰის რწმენაში შედის ასევე თავისი სახელების და თვისებების უცვლელად დამოწმება, როგორც თვითონ წარმოგვიდგინა თავისი თავი წმინდა წიგნში და თავისმა შუამავალმა გვამცნო. ისეთი მწამს როგორც თვითონ ახასიათებს საკუთარ თავს, არც სახეს ვუცვლი და არც ვაუქმებ, არც მის სახელებს და აიათებს უარვყოფ. ვამბობ, რომ “არაფერია მისი მსგავსი, ის ყოვლისმხედველია.” არ ვცდილობ მისი თვისებების რაობის დადგენას და არ ვუმსგავსებ თავის თვისებებს სხვა არსებათა თვისებებს. რადგან იმ უზენაესს არც თანამოსახელე, არც მსგავსი და არც ბადალი არ ჰყავს. იგი ქმნილებებზე შეუდარებელია, მან საკუთარი თავი და სხვები ყველაზე უკეთ იცის, ის ყველაზე სიტყვამართალია და თავისი სიტყვა ყველაზე ლამაზია.
ალლაჰი შორსაა ეჰლი-სუნნეთის მოწინააღმდეგეების მიერ დახასიათებულისგან. ვინც სახეს უცვლის, უგულებელყოფს ან უარყოფს მის (ალლაჰის) თვისებებს.
سُبْحَانَ رَبِّكَ رَبِّ الْعِزَّةِ عَمَّا يَصِفُونَ وَسَلَامٌ عَلَى الْمُرْسَلِينَ وَالْحَمْدُ لِلَّهِ رَبِّ الْعَالَمِينَ
“შენი ღმერთი, (რომელიც არის) ძლიერების ღმერთი, შორსაა იმისგან რითაც (მას) ახასიათებენ. სალამი შუამავლებს! დიდება ალლაჰს _სამყაროთა მმართველს(ა).”[1] ალლაჰის ქმედებების შესახებ გადარჩენილი ჯგუფი, ყადერიასა და ჯებრიას შორის შუაგზის მიმდევარია. ალლაჰის მუქარის შესახებ მურჯიასა და ვა’იდიას შორის შუაგზის მიმდევარია. რწმენის საკითხებში ჰურურიე, მუ’თეზილესა და მურჯიე, ჯეჰმიეს შორის შუაგზის მიმდევარია. შუამავალის (ა.ლ.ს.მ.) საჰაბეების შესახებ რაფიზიტებსა და ხარიჯიტებს შორის შუაგზის მიმდევარია.
მწამს, რომ ყურანი ალლაჰის წიგნია, იგი მისგანაა ჩამოვლენილი და ქმნილი არ არის. მისგან დაიწყო და კვლავ მას დაუბრუნდება. ის ნამდვილად მისი სიტყვებია, იგი თავის სანდო მსახურს, მასსა და ხალხს შორის შუამავალ მუჰამმედს (ა.ლ.ს.მ.) ჩამოუვლინა. მწამს, რომ ალლაჰი შეასრულებს ყველაფერს რასაც მოისურვებს და თავისი ნების გარეშე არაფერი მოხდება. მის სურვილს არაფერი გაცდება. სამყაროში არაფერი აცდება თავის წერას. მისი მმართველობის მიღმა არაფერი მოხდება. დადგენილ წერას ვერვინ გაექცევა. ვერავინ გაცდება იმ ზღვარს რაც მისთვის ლევჰი-მაჰფუზში წერია.
მწამს ყველაფერი, რაც შუამავალმა (ა.ლ.ს.მ.) თავისი გარდაცვალების შემდეგ მოსახდენი რამეების შესახებ გვამცნო. მწამს, რომ საფლავში იქნება განსაცდელი და ნეტარება. სულები სხეულებს კვლავ დაუბრუნდება. ადამიანები ფეხშიშველნი, შეუმოსავნი და წინადაუცვეთელნი წარსდგებიან თავიანთი გამჩენის წინაშე. მზე მათ მიუახლოვდება და განკითხვისთვის სასწორი მოეწყობა.
فَمَن ثَقُلَتْ مَوَازِينُهُ فَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُفْلِحُونَ وَمَنْ خَفَّتْ مَوَازِينُهُ فَأُولَٰئِكَ الَّذِينَ خَسِرُوا أَنفُسَهُمْ فِي جَهَنَّمَ خَالِدُونَ
“ვისმა სასწორმაც იმძიმოს გადარჩენილნიც სწორედ ეგენი არიან. ხოლო ვისმა სასწორმაც იმჩატოს, სწორედ ეგენი არიან ვინც აზარალეს საკუთარ სულებს და ჯოჯოხეთში (იქნებიან) უკვდავად.”[2]
მწამს ასევე, რომ დარიგდება დავთრები და ზოგი მარჯვნით აიღებს ზოგი_მარცხნით.
მწამს განკითხვის მოედანზე შუამავალის (ა.ლ.ს.მ.) (ქევსერის) ტბა, რომლის წყალი რძეზე უფრო თეთრი და თაფლზე უფრო ტკბილია, მისი ჭურჭლების რაოდენობა ცის ვარსკვლავებისმდენია. ვინც მისგან ერთხელ დალევს, არასდროს აღარ მოწყურდება. მწამს, რომ ჯოჯოხეთის ერთი ფერდიდან მეორეზე ხიდი გაიდება და მასზე გასვლა ამ ქვეყნად ნამოქმედარის მიხედვით იქნება.
მწამს შუამავლის (ა.ლ.ს.მ.) ქომაგობისაც. ის პირველი ქომაგი იქნება და თავისი ქომაგობაც, პირველი მიიღებს თანხმობას. მის ქომაგობას მობიდ’ათე და გზააცდენილის გარდა არავინ უარყოფს. თუმცა ის (შუამავალ) ქომაგი, თანხმობისა და კმაყოფილების შემდეგ იქნება, რადგან უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:
لَا يَشْفَعُونَ إِلَّا لِمَنِ ارْتَضَىٰ
“ისინი ვერ უქომაგებენ ვერავის გარდა იმათ, ვისითაც კმაყოფილია იგი.”[3]
مَن ذَا الَّذِي يَشْفَعُ عِندَهُ إِلَّا بِإِذْنِهِ
“ვინ იქომაგებს მის წინაშე მისივე ნების გარეშე?”[4]
وَكَم مِّن مَّلَكٍ فِي السَّمَاوَاتِ لَا تُغْنِي شَفَاعَتُهُمْ شَيْئًا إِلَّا مِن بَعْدِ أَن يَأْذَنَ اللَّهُ لِمَن يَشَاءُ وَيَرْضَىٰ
“ცაში რამდენი ანგელოზია, რომელთა ქომაგობაც არაფერში გამოდგა გარდა იმის შემდეგ, როცა ნება დართო ალლაჰმა (მათთვის), ვისთვისაც მოისურვა და კმაყოფილია.”[5]
უზენაესი ალლაჰი თევჰიდის[6] გარდა სხვა არაფრითაა კმაყოფილი და მუვაჰჰიდის[7] გარდა სხვა არავის დართავს ნებას. მუშრიქებს[8] კი ქომაგობა არ ერგებათ, რადგან უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:
فَمَا تَنفَعُهُمْ شَفَاعَةُ الشَّافِعِينَ
“ვერაფერს არგებს მათ ქომაგთა ქომაგობა.”[9]
მწამს, რომ ჯოჯოხეთი და სამოთხე გაჩენილია, ორივე დღესვე არსებობს. არც-ერთი არ გაუქმდება. მორწმუნეები განკითხვის დღეს იხილავენ თავიანთ გამჩენს, ისე როგორც ხედავენ სავსე მთვარეს, ყოველგვარი სირთულის და დაბრკოლების გარეშე.
მწამს, რომ მუჰამმედი (ა.ლ.ს.მ.) ბოლო შუამავალია. ადამიანის რწმენა სწორი არ იქნება ვიდრე, არ ირწმუნებს და არ დაამოწმებს მის შუამავლობას. უმმეთში[10] ყველაზე ხეირიანები არიან: ებუ ბექირ ას-სიდდიყი, შემდეგ ომარ ალ-ფარუყი, შემდეგ ოსმან ზინნურაინი, შემდეგ ‘ალი ალ-მურთაზა, შემდეგ სიცოცხლეშივე ჯენნეთით დაჯილდოებული ათი პიროვნება, ზემოთ ჩამოთვლილი ოთხის გარდა, შემდეგ ბედირის გმირები, შემდეგ რიდვანის ხალხი, რომლებმაც ხის ქვეშ შეჰფიცეს შუამავალს და შემდეგ სხვა საჰაბეები.
وَالَّذِينَ جَاءُوا مِن بَعْدِهِمْ يَقُولُونَ رَبَّنَا اغْفِرْ لَنَا وَلِإِخْوَانِنَا الَّذِينَ سَبَقُونَا بِالْإِيمَانِ وَلَا تَجْعَلْ فِي قُلُوبِنَا غِلًّا لِّلَّذِينَ آمَنُوا رَبَّنَا إِنَّكَ رَءُوفٌ رَّحِيمٌ
“ვინც მათ შემდეგ მოვიდნენ ამბობენ: “ღმერთო ჩვენო, მოგვიტევე ჩვენ და ჩვენს ძმებსაც, რომლებიც გვისწრებდნენ რწმენით და ნუ ჩაგვინერგავ გულებში ბოღმას მორწმუნეთა მიმართ. ღმერთო ჩვენო! ჭეშმარიტად შენ ხარ ლმობიერი და მოწყალე.”[11] მოცემული აიათის ბრძანებით შუამავალის (ა.ლ.ს.მ.) საჰაბეებს მეგობრად ვცნობ, მათ კეთილი თვისებებით მოვიხსენიებ, მათით კმაყოფილი ვარ, მათი შენდობისთვის ვლოცულობ, მათ ნაკლს ვფარავ, მათშორის მომხდარის შესახებ ვჩუმდები, მათ უპირატესობას ვაღიარებ და ასევე ყოველგვარი ბოროტისგან შორს მყოფი მორწმუნეთა დედებისგანაც (შუამავალის ცოლები) კმაყოფილი ვარ.
ევლიას ქერამეთსა და ქეშფს ვაღიარებ, თუმცა მათ არ ძალუძთ ისეთი რამეები რაც ალლაჰისთვისაა დამახასიათებელი. რისი ღონეც ალლაჰის გარდა არავის შესწევს ის მათგან (ევლიებისგან) არ მოითხოვება.
მუსლიმთა შორის არავისზე ვიტყვი საჯენნეთოა ან საჯეჰენნემოა, გარდა მათი ვისი მდგომარეობაც შუამავალმა (ა.ლ.ს.მ.) დაამოწმა. თუმცა კეთილი ხალხისთვის ვიმედოვნებ, ხოლო ცოდვილათათვის ვშიშობ. ცოდვის გამო არცერთ მუსლიმს ურწმუნოს არ ვუწოდებ და ისლამიდან არ გავრიყავ. თუნდ კეთილი იყოს და თუნდ ცოდვილი ყველა მმართველთან ერთად ჯიჰადის მუდმივობას ვაღიარებ და ამ მმართველების უკან ნამაზის შესრულება დასაშვებად მიმაჩნია. ჯიჰადი, რაც ალლაჰმა მუჰამმედი (ა.ლ.ს.მ.) მოავლინა, იქედან მოყოლებული სანამ ამ უმმეთის ბოლო ხალხი დეჯჯეალის წინააღმდეგ არ იბრძოლებს მანამდე გრძელდება. მას ვერ გააუქმებს ვერც მჩაგვრელის უსამართლობა და ვერც სამართლიანის სამართალი. თუნდ კეთილი იყოს და თუნდ ცოდვილი, მუსლიმთა მმართველზე მორჩილებას ვაჯიბად ვცნობ მანამ, სანამ ალლაჰის მორჩილია. ვინც ხალიფობას იკისრებს, ხალხი მხარში ამოუდგება და მისგან კმაყოფილი იქნება და ისიც მათზე მმართველობას გაამყარებს, მასზე მორჩილება ფარძია, მის წინააღმდეგ აჯანყება ჰარამია.
მობიდ’ათეებისგან განდგომას, ვიდრე არ მოინანიებენ მანამ მათგან შორს დგომას, მათ შესახებ თავიანთი საქმეებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებას, ხოლო თავიანთ გულებში მყოფი შინაგანი სამყაროს ალლაჰზე მინდობას საჭიროდ ვთვლი. მწამს რომ რწმენაში გამოგონილი ყოველი სიახლე ბიდ’ათია.
მწამს, რომ რწმენა ენით წარმოთქმა, ორგანოებით შესრულება და გულით დამოწმებაა. მორჩილებით მატულობს, ხოლო ცოდვებით კლებულობს. რწმენას სამოცდაათზე მეტი რტო გააჩნია. ამათგან ყველაზე დიდი ლაა ილააჰე ილელლაჰ-ის დამოწმებაა, ხოლო ყველაზე მცირე კი გზიდან ისეთი რამის აწევაა, რაც გამვლელ ხალხს აწუხებს და ხელს უშლის. სიკეთისკენ მოწოდებას(ა) და ბოროტის აკრძალვას ვაჯიბად ვცნობ.
-------------------------------
[1] სურა საფფათ, 37/180-182-ე აიათები.
[2] სურა მუ’მინუნ, 23/102-103-ე აიათები.
[3] სურა ენბია, 21/28-ე აიათი.
[4] სურა ბაყარა, 2/255-ე აიათი.
[5] სურა ნეჯმ, 53/26-ე აიათი.
[6] ერთღმერთიანობა, მონოტეიზმი.
[7] ერთი ღმერთის მოთაყვანე, მონოტეისტი.
[8] ვინც აღიარებს ღმერთთან ერთად სხვა სათაყვანოს.
[9] მუდდესირ, 74/48-ე აიათი.
[10] მუჰამმედ შუამავალის მიმდევარი.
[11] სურა ჰაშირ, 59/10-ე აიათი.
|