იასლუღის ჭამა სავალდებულოა?

იასლუღის ჭამა სავალდებულოა?

შეიხ აბდულაზიზ ბინ ჯიბრინს ჰკითხეს:

კითხვა: იასლუღის ჭამა სავალდებულოა? როდესაც ალლაჰის შუამავალი (...) ამბობს "იასლუღი ბარაქიანი საჭმელიაო" ამაში რას გულისხმობს?

პასუხი: იასლუღი განთიადამდე საჭმლის ჭამას ნიშნავს. ეს მუსთეჰაბია. ალლაჰის შუამავალი (...) ბრძანებს: "იასლუღი მიირთვით, რადგან იასლუღში ბარააქაა."

"იასლუღი მიირთვით." შუამავლის ბრძანება ვალდებულება არ არის, ეს მხოლოდ რჩევა-დარიგებაა. ამიტომაც იგი გვირჩევს ყურადღება გავამახვილოთ იასლუღზე, რათა მასში ბევრი სიკეთე და ბარაქაა.

არსებობს გადმოცემები, რომლის მიხედვითაც შუამავალს რამოდენიმე,დღე იასლოღის გარეშე გადაბმული უმარხავს. ეს კი გვიჩვენებს, რომ იასლუღი ფარძი არ არის.

იასლუღი რომ მუსთეჰაბია ამაზე მეტყველებს შუამავლის სიტყვებიც, რომლის მიხედვითაც იგი საჰაბეებს ურჩევს, რომ ერთი ხურმით ან ერთი ჭიქა წყლით მაინც მიირთვან იასლუღი რათა შუამავლის რჩევა შესრულებულად ჩაეთვალონ.

ალლაჰის შუამავალი (...) ასე ბრძანებს: "ჩვენი მარხვა წიგნბოძებულთა მარხვისგან იასლუღის ჭამით განსხვავდება."

ჰადისში ნახსენები ბარაქა შემდეგს ნიშნავს: ვინც იასლუღს ჭამს მისი საქმეები ბარაქიანი იქნება. რადგანაც იასლუღის ჭამა მას იმ დღეს კეთილი საქმეების შესასრულებლად ღონეს შეჰმატებს. სხვანაირად რომ ვთქვათ იასლუღის ჭამით მას აღარ გაუჭირდება ნამაზის შრსრულება, ზიქრის კეთება, კეთილის მოწოდება და ბოროტის აკრძალვა. თუ იასლუღს არ მიირთმევს და მხოლოდ საღამოობით ჭამს, მას კეთილი საქმეებუს კეთება გაუჭურდება.

წყარო: ფეთაავაა ას-სიამ, გვ. 16-17.


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 35 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol