სურა ფათიჰა №-1
სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობელისა.
1. დიდება ალლაჰს, სამყაროთა უფალს,
2. მოწყალესა, მწყალობელსა,
3. განკითხვის დღის მეუფესა.
4. თაყვანსა გცემთ შენ, შეწევნასა გთხოვთ შენ.
5. დაგვადგინე სწორსა გზასა.
6. იმათ გზასა, ვისაც მადლი უწყალობე შენ,
7. არა იმათს, შერიცხული ვინცაა, არცა იმათს, გზასამცდარი ვინცაა.
“ფათიჰას სურა შესდგება 7 აიასაგან. ნაბოძებია მექაში. ვინაიდან ეს სურა ყურანის პირველი თავია, ამიტომ მას დამწყები, გამხსნელი მნიშვნელობის მქონე სურა “ფათიჰა” ეწოდა. ამასთანავე ამ სურას თავისი მრავალნაირი თვისებებისა და ფუნქციისდა მიხედვით ოცამდე სხვადასხვა სახელი აქვს. ამათგან ზოგიერთებია: “წიგნის (ყურანის) დედა”, “რჯულის საფუზველი”, “ნამაზის ძირითადი სურა”, “ხაზინა” და სხვა. მორწმუნე მუსლიმანი დღეში ხუთი დროის ნამაზის ლოცვისას 40 ჯერ ფათიჰა სურას კითხულობს, ამიტომ ამ სურას მნიშვნელობის ცოდნა ჩვენთვის დიდი მნისვნელობის მატარებელია.
სურა ფილ №-105
სახელისთა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობელისა.
1. განა არ გინახავს შენმა უფალმა რა უყო სპილოს თანამხლებთ?
2. განა არ გააცრუა მათი ხრიკები?
3. და წარმოუგზაბნა მათ ებაბილის ჩიტები.
4. რომლებიც ალიზის ქვებს უშენდნენ მათ.
5. და დაამსგავსეს ისინი გამოფიტული მარცვლის ჩენჩოს.
ფილ სურა 5 აიეთისგან შესდგება, იგი ბოძებულია მექაში. ამ სურაში უზენაესი ალლაჰი მოგვითხრობს 570 ან 571 წელს მომხდარი ამბის შესახებ, სადაც აღნიშნულია თუ რა მოუვიდათ მომხდურ ჯარს რომელიც ქააბას ტაძრის დასანგრევად მოემართებოდა. მოგეხსენებათ, რომ ადრე ომში პირუტვს დიდი მნიშბნელობა ჰქონდა განსაკუთრებით კი სპილოს. ქააბას დასანგრევად მომავალი ჯარსაც წინ სოპილოები მოუძღვოდა რომლებსაც ალლაჰმა ჩიტები მიუსია და ჩიტების მიერ გადმოყრილი ალიზი ქვებით გაანადგურა ისინი. ამ სურას სწორედ ამიტომ ეწოდა ფილ სურა (სპილოს სურა) ეს სურა კიდევ ერთხელ მიგვითითებს თუ რაოდენ დიდია უფლის სიძლიერე და სიდიადე, რადგან იმ დროის ყველაზე ძლიერი საბრძოლო პირუტყვები ყოვლად უსუსური არსებებით ჩიტებით დაამარცხა.
სურა ყურეიშ №-106
სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა მწყალობელისა
1. ყურეიშის ხელშეუხებლობისთვის,
2. მათთვის მოგზაურობისას ზამთარ და ზაფხულ უსაფრთხოებისთვის,
3. ეთაყვანებოდეთ ამ სახლის უფალსა,
4. რომელმაც ისინი დააპურა შიმშილისას და უსაფრთხოება შეუქმნა შიშისას.
ყურეიშ სურა 4 აიეთისაგან შედგება. იგი ბოძებულია მექაში. ყურეიშის სურა ყურანში განლაგების მიხედვით 106-ე სურაა; ზემოვლინების რიგის მიხედვით კი 29-ე.
სურა მთავარი თემიდან გამომდინარე ღებულობს სახელს “ყურეიშ”ს, ანუ უზენაესი გადმოგვცემს იმ სიკეთეებს რაც ყურეიშის ტომს უწყალობა. ანუ ისინი ზამთრობით იემენში ხოლო ზაფხულობით სირიაში სავაჭრო ქარავნებით მოგზაურობდნენ. უზენაესმა ალლაჰმა ყურეიშელებს უამრავ სიკეთესთან ერთად ამ მოგზაურობისას სიმშვიდე და უსაფრთხოება უწყალობა, რის შედეგადაც ისინი მდიდრდებოდნენ. ამიტომაცაა ნაბრძანები ყურეიშის სურაში, რომ “ეთაყვანებოდეთ ამ სახლის ანუ მექას უფალსა რომელმაც უსაფრთხოება შეგიქმნათ ყოველგვარი შიშისაგან და დაგაპურა თქვენ როდესაც გშიოდათ, ანუ მის მიერ ნაბოძები უსაფრთხოების მეშვეობით თქვენ პოულობდით სარჩოს და პურდებოდით.”
აქედან გამომდინარე ყოველ ჩვენგანს უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი სიკეთე ღვთის წყალობაა, მის მიერ ნაბოძები სიკეთეა და მადლიერება უნდა გამოვხატოთ მის მიმართ.
სურა მაუნ №-107
სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა მწყალობელისა
1. გინახავს ის ვინც ცრუდ მიიჩნევს რჯულს?
2. აი ის არის ის, ვინც ობოლს არ შეიფარებს,
3. და არ მოუწოდებს სხვას უქონელის დასაპურებლად.
4. ვაი იმ მლოცველთ,
5. ვინც ლოცულობს უგულოდ,
6. რომლებიც ლოცულობენ სხვათა დასანახად,
7. და უმცირეს მოწყალებასაც დაიშურებენ.
მაუნის სურა მექაში ნაბოძებია. სახელს სურას ბოლოში ნახსენები და დახმარების ან დარიგების მნიშვნელობის მქონე სიტყვა მაუნიდან ღებულობს. მაუნის სურა 7 აიათისგან შესდგება.
მაუნის სურა ყურანში რიგით 107- ე სურაა. მის წინა ანუ 106-ე ყურეიშის სურაში ალლაჰი მოგვითხრობდა თუ რა სიკეთეები ხვდათ წილად ყურეიშის მკვიდრთ, მაგრამ მიუხედავათ ამ სიკეთეებისა მათ განკითხვის დღე უარყვეს, ქ ვ რ ი ვ ო ბ ოლი ს უფლებები შელახეს და გაჭირვებულებს დახმარების ხელი არ გაუწოდეს. უზენაესი ალლაჰი ამ სურაში მოგვითხრობს თუ როგორ უმადურად მიოქცნენ ზოგიერთი ყურეიშელები ალლაჰის სიკეთეების მი-მართ. როგორც წინა სურაში იყო ნაბრძანები ალლაჰი მათ “შიმშილის დროს აპურებდა და უსაფრთხოებას უქმნიდა შიშის დროს”; ისინი კი არ ეხმარებოდნენ გაჭირვებულს და ქვრივობოლს. ასევე წინა სურაში ალლაჰი ბრძანებს რომ “ამ სახლის უფალს ეთაყვანეთო” ისინი კი უგულისყუროდ ეკიდებოდნენ ნამაზს და ლოცვას მხოლლოდ სხვის სანახავად ასრულებდნენ, რის გამოც მათ მიერ შესრულებული ღვთისმსახურების უფასურობას გვამცნობს უფალი.
ეს სურა ჩვენ დიდ დასაფიქრებელ მაგალითებს გვაძლევს რათა ვადიდოთ და მადლი ვწიროთ ჩვენს გამჩენს ყოველი იმ სიკეთისთვის რაც გვიბოძა, მადლიერების და დიდების გამოსახატავად მოწყალება გავიღოთ მისივე ნაბოძები ქონებისგან და ნამაზი მხოლოდ მისთვის შევასრულოთ.
სურა ქევსერ №-108
სახელით ალლაჰისა, მოწყალისა მწყალობელისა
1. ჭეშმარიტა ჩვენ გიბოძეთ ქევსერი
2. ილოცე შენი გამჩენისთვის და შესაწირი დაკალ
3. უეჭველად მოძულე არის შენი მოკვეთილი.
სურა ქევსერი სამი აიათისგან შედგება. İგი ბოძებულია მექაში. როგორც ყველა სურას და აიათს აქვს თავისი ზემოვლინების მიზეზი, ასევე აქვს სურა ქევსერსაც. გადმოცემების მიხედვით, როდესაც მუჰამმედ შუამავლის ვაჟი აბდულლაჰი გარდაიცვალა, ურწმუნოებმა სიხარულით აღარ იცოდნენ რა ექნათ და ერთმანეთს ახარეს, რომ დღეს მუჰამმედის გვარი მოიკვეთა, რადგან გარდაიცვალა მისი ვაჟიშვილი და ამიერიდან არ ეყოლება მას გვარის გამგრძელებელიო. ურწმუნოთა ამ სიტყვებზე
უზენაესმა ალლაჰმა შუამავალს ანგელოზის საშუალებით მოუვლინა ქევსერის სურა, რომელშიც ღმერთმა შუამავალს იმქვეყნად ქევსერის ტბა ახარა, ნამაზის შესრულება და ყურბანის დაკლა უბრძანა, რითაც ამშვიდებდა შუამავალს, რომ მოკვეთილი თვითონ კი არა მისი მოძულენი იყვნენ, რომლებიც სიკვდილის შემდეგ დავიწყებას მიეცემმოდნენ. ერთერთ ჰადისში სურა ქევსერის ზემოვლინებისა და სიტყვა ქევსერის მნიშვნელობის შესახებ ენეს ბინ მალიქი ასე გადმოგვცემს: “ერთ დღეს მეჩეთში ალლაჰის შუამავალი ჩვენთან ერთად იყო. თითქოს ჩაეძინაო ისეთ მდგომარეობაში იყო. ცოტახნის შემდეგ თავი წამოწია და გაეღიმა. ჩვენ ღიმილის მიზეზი ვკითხეთ. ,,ცოტა ხნის წინ ერთი სურა მომივიდა” -თქვა და მოწყალისა და მწყალობელი ალლაჰის სახელით ქევსერის სურა წაიკითხა. შემდეგ გვკითხა – იცით რა არის ქევსერი? ჩვენ ვუთხარით: ალლაჰმა და მისმა შუამავალმა უკეთ იცისო. ქევსერი იმქვეყნად ერთი მდინარეა, რომელიც უფალმა მე აღმითქვა. მასში ბევრი სიკეთეა. ეს, ის ტბაა, რომლიდანაც წარღვნის დღეს ჩემი მიმდევრები წყალს დალევენ. ჭურჭლები ვ ა რ ს კ ვ ლ ა ვ ე ბ ი ს მ დ ე ნ ი ა . ჩემს მიმდევართაგან ერთს გამოათრევენ და მოაშორებენ იქაურობას. მე ვეტყვი: უფალო, ეს ჩემი მიმდევრათაგანიაო. ისიც ბრძანებს –შენ არ იცი ამან შენს შემდეგ რა იმოქმედაო.”1
1 საჰიჰი მუსლიმი.
სურა ქაფირუნ №-109
სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობელისა.
1. თქვა: ჰოი თქვე ურწმუნოებო!
2. არ ვთაყვანობ მას, რასაც თქვენ თაყვანობთ.
3. არც თქვენ თაყვანობთ მას, რასაც მე ვთაყვანობ.
4. და არც მე ვეთაყვანები, რასაც თქვენ ეთაყვანებით.
5. თქვენც ჩემს სათაყვანოს მოთაყვანე არ ხართ.
6. ამიტომ თქვენი რჯული თქვენ და ჩემი რჯული მე.
ქაფირუნ სურა ექვსი აიათისგან შედგება და იგი მექაშია ბოძებული. ამ სურას ზემოვლინების მიზეზად სახელდება შემთხვევა, როცა მექას კერპთაყვანისმცემლები მუჰამმედ შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თუ მოისურვებდა სიმდიდრეს მისცემდნენ, მექას ულამაზეს ქალზე დააქორწინებდნენ და მმართველადაც კი აირჩევდნენ, ოღონდ არ მიეპატიჟებინა ხალხი ისლამისკენ. როდესაც შუამავალმა მათი შემოთავაზება არ მიიღო, მათ თქვეს, რომ კიდევ გვაქვს ერთი შემოთავაზება შენთვის და ვფიქრობთ, ეს იქნება შენთვისაც და ჩვენთვისაც ყველაზე უფრო მისაღებიო. შუამავალმა ეგ რა შემოთავაზევააო, -ჰკითხა. მათ უთხრეს: -ერთი წელი შენ ჩვენს კერპებს ეთაყვანე და შემდეგ ჩვენც ერთ წელს შენს ღმერთს ვეთაყვანებით და ვნახავთ თუ შენი გზა იქნება უკეთესი ჩვენ მოგყვებით შენ და მაგ სიკეთეებს ჩვენც გავიზიარებთ და თუ ჩვენი გზა იქნება უკეთესი, მაშინ შენ უნდა მოგვყვე ჩვენო. შუამავალმა უთხრა: -მე უფლისგან მომავალ სიტყვას ველოდები და მისი მორჩილი ვარო. ამის შემდეგ უფალმა ზემოავლინა ქაფირუნ სურა, რომლის მნიშვნელობაცაა “ურწმუნონი” და ამცნობს მორწმუნეებს, რომ არ მოტყუვდნენ ურწმუნოთა ცბიერებით, რომ მუსლიმანი არასდროს არ უნდა ეთაყვანებოდეს სხვას, გარდა ალლაჰისა და არც ურწმუნოები ეთაყვანებიან ალლაჰს, ამიტომ არანაირი საზიარო არ აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან, გარდა ისლამზე მოპატიჟებისა. მუსლიმანი კაცი არ უნდა მიდიოდეს ურწმუნოთა ულტიმატუმებზე დათმობისკენ და მათ უნდა ეუბნებოდეს ისლამის ჭეშმარიტების შესახებ და თუ ისინი ამას ვერ გაიგებენ, მაშინ საბოლოოდ ეტყვის თქვენი რჯული -თქვენ და ჩემი რჯული -მე, ღმერთი მოწმეა, რომ მე თქვენ მოგიპატიჟეთ ჭეშმარიტ გზაზე და თუ არ გესმით, მაშინ გაიგებთ, როცა უკვე გვიანი იქნება და უკან მოსაბრუნებელი გზაც აღარ იქნება.
|