ხუტბას კითხვისას ნამაზი

ჯუმა დღეს ხუტბას კითხვისას ნამაზის ლოცვა

კითხვა: სალამ ალეიქუმ! უზენაესმა ალლაჰმა ცოდნა გაგიღრმავოთ. ზოგიერთი ძმები, როდესაც მესჯიდში მოდიან იმამი ამ დროს ხუტბას კითხულობენ, ისინი შემოსვლისას იქ მყოფებს ესალმებიან ან მესჯიდზე მისალმების (თაჰითუ’ლ-მესჯიდ) ნამაზს ლოცულობენ. როდესაც იმამი ხუტბას კითხულობს იმ დროს ეს დასაშვებია?

პასუხი: ალეიქუმ სალამ ვე რაჰმეთულლაჰი ვე ბერექათუჰ. პატივცემულო  ძმაო, ჯუმა დღეს იმამს თუ ხუტბას კითხვა დაწყებული არ აქვს ამ დროს შემომსვლელის მისალმებაში ან საუბარში მოსარიდებელი არაფერია. თუმცა ნამაზის მლოცველები და ყურანის მკითხველები არ უნდა შეაწუხოს.

თუ იმამს უკვე ხუტბას კითხვა დაწყებული აქვს, მაშინ მესჯიდში შემომსვლელმა ვინმეს არ უნდ მიესალმოს, არ უნდა ილაპარაკოს, მაშინვე მოკლედ ორი მუხლი თაჰიათუ’ლ-მესჯიდი უნდა ილოცოს, დაჯდეს და ხუტბას მოუსმინოს. ხუტბას უხმოდ და წყნარად მოსმენა ვაჯიბია. ხუტბას მოსმენისას არ უნდა ისაუბროს, სამოსელით არ უნდა ითამაშოს და მსგავსი უსარგებლო რამეებით არ უნდა დაკავდეს. ალლაჰის შუამავალი ს.ა.ს. ასე ბრძანებს: „როდესაც იმამი ხუტბას კითხულობს, მაშინ მეგობარს რამე რომ უთხრა ფუჭ საქციელში ჩაგეთვლება.„ (ბუხარი და მუსლიმი)

საჰიჰი გადმოცემების მიხედვით მესჯითში შემოსვლელმა ყველა შემთხვევაში ორი მუხლი თაჰიათუ’ლ-მესჯიდი უნდა ილოცოს. ეს ნამაზი მუსთეჰაბია.

ჯაბირ რ.ა. გადმოგვცემს: სულეიქ ალ-ღატაფანი შემოვიდა მესჯიდში, როდესაც ალლაჰის შუამავალი ს.ა.ს. ჯუმის ხუტბას კითხულობდა. ალლაჰის შუამავლმა ს.ა.ს. მას ასე უთხრა: „სულეიქ! ადექი და მოკლედ ორი მუხლი ნამაზი ილოცე!„ შემდეგ ასე ბრძანა: „რომელიმე თქვენგანი, ჯუმა დღეს როდესაც მეჩეთში მოვა, იმამი თუ ხუტბას კითხულობს ორი მუხლი ნამაზი მოკლედ ილოცოს.„ (მუხარი და მუსლიმი.)

მუსა ხოჯა


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 26 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol