რამაზანში გარდაცვლილის შესახებ

რამაზანში გარდაცვლილი განუკითხავად შევა სამოთხეში?

შეიხ მუჰამმედ ალ-უსეიმინს ჰკითხეს:

კითხვა: ალლაჰის შუამავალი (..) ბრძანებს: "რამაზნის დადგომასთან ერთად სამოთხის კარები გაიღება და ჯოჯოხეთის კარები იკეტება."  ამ ჰადისზე დაყრდნობით თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამაზანში გარდაცვლილი განუკითხავად შევა სამოთხეში?

პასუხი: არა, ეგ ამას არ გულისხმობს. ეს ჰადისი სამოთხეში იოლი ხერხით შესვლისთვის ღვთისმსახურების შემსრულებელთა წასახალისებლად გვამცნობს, რომ რამაზანში სამოთხის კარები იხსნება და ასევე მორწმუნეების ცოდვებზე მოსარიდებლად გვამცნობს, რომ ჯოჯოხეთის კარები იკეტება. ეს ჰადისი არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ რამაზანში გარდაცვლილი განუკითხავად შევა სამოთხეში. სამოთხეში განუკითხავად მხოლოდ ისინი შევლენ, ვისი თვისებებიც ალლაჰის შუამავალმა (...) აღწერა: "ეს ის ხალხი არიან, ვინც სხვებს შელოცვას არ სთხოვენ, სხეულს შანთით არ იწვავენ, ავის მომასწავებელი რამეები არ სწამთ და მხოლოდ თავიანთ გამჩენზე არიან მინდობილნი."

წყარო: ფეთაავაა, 1/561.


 
ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 25 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol