ქალებს თმის შეღებვა შეუძლიათ თუ არა?
კითხვა: ქალებისთვის თმის შეღებვა ნებადართულია?
პასუხი: დიდება ალლაჰს, სალამი და ლოცვა მის შუამავალს.
ისლამის ძირითადი პრინციპის მიხედვით ამკრძალავი არგუმენტის არ არსებობის შემთხვევაში ესა თუ ის საკითხი ჰალალია ან მუბაჰია. უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს: "ალლაჰმა თქვენთვის გააჩინა ყველაფერი დედამიწაზე რაცაა." (ბაყარა, 2/28.)
აქედან გამომდინარე ქალს შეუძლია ხნით ან მსგავსი სუფთა და ჰალალი საღებავით თმა შეიღებოს. ამ თემასთან დაკავშირებით შემდეგ საკითხებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ:
1. საღებავი, რომლითაც თმას იღებავს მანიკურის მსგავსად წყალგაუმტარ ფენას არ უნდა ქმნიდეს, რომელიც თმისა და კანის დასველებას შეუშლის ხელს. ასეთი საღებავით შეღებვა არ შეიძლება.
2. თმის შეღებვით ურწმუნოებს არ უნდა დაემსგავსოს.
3. სწავლულთა უმრავლესობის აზრით შავ საღებავს უნდა ვერიდოთ. სწავლულები თმის შავად შეღებვის შესახებ რაცარუნდა განსხვავებულ აზრზე იყვნენ მათი უმრავლესობიდან ჰანეფი, მალიქი და ჰანბელი სწავლულები ზოგი მექრუჰად, ზოგიც ჰარამად მიიჩნევს. არგუმენტად კი მუსლიმის საჰიჰში არსებული ჰადისი და კიდე სხვა მსგავსი მნიშვნელობის ჰადისები მოჰყავთ: ჰადისის თანახმად, როდესაც აბუ ბექირის მამამ რ.ა. ისლამი მიიღო შუამავალმა ჭაღარა თმების შავი ფერის გარდა სხვა ფერით შეღებვა ურჩია.
სწავლულთა თანახმად შავთან ახლოს მყოში ყავისფერი, მუქი ყავისფერი, წაბლისფერი და მსგავსი ფერებით თმების შეღებვა ნებადართულია.
ისმაილ ხოჯა
|