მევლუდი გამოგონილი რიტუალია
პატივცემულ ‘ალიმ მუჰამმედ ბინ სალიჰ ალ-‘უსეიმინს მევლუდის შესახებ ჰკკითხეს, მან ამის შესახებ ასეთი პასუხი გასცა:
პირველი:
ალლაჰის შუამავალის (ა.ლ.ს.მ.) დაბადების დღე დაზუსტებით ცნობილი არ არის. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ იგი რაბბი’ულ ევველის მთვარის მეცხრე ღამეს დაიბადა; ხოლო ისტორიკოსთა მეორე ნაწილის გადმოცემის მიხედვით შუამავალი (ა.ლ.ს.მ.) რაბბი’ულ ევველის მთვარის მეთორმეტე ღამეს დაიბადა. ამგვარად მეთორმეტე ღამის დაბადების დღედ აღნიშნვას ისტორიულად არანაირი საფუძველს არ აყერდნობა.
მეორე:
შუამავალის (ა.ლ.ს.მ.) დაბადების დღის აღნიშნვას არც რელიგიური საყრდენი არ მოეპოვება. მევლუდის აღნიშნვა ისლამის რჯულში არსებული რიტუალი, რომ ყოფილიყო ამას ალლაჰის შუამავალი თვითონ აღნიშნავდა და მორწმუნეებსაც დაავალებდა. მას რომ ეს დღე აღეღნიშნა და მორწმუნეებისთვისაც დაევალებინა ამის შესახებ ჰადისთა კრებულებში აუცილებლად წავაწყდებოდით ინფორმაციას.
إِنَّا نَحْنُ نَزَّلْنَا الذِّكْرَ وَإِنَّا لَهُ لَحَافِظُونَ
“ჭეშმარიტად ჩვენ ჩამოვავლინეთ ზიქრი[1] (ყურანი) და ჭეშმარიტად (ცვლილებისგან, ნაკლისგან ან ნამატისგან) ჩვენვე დავიცავთ მას.”[2]
ვინაიდან ეს რიტუალი ისლამში არ არსებობს, მისი საშუალებით ალლაჰთან დაახლოება, მისი კმაყოფილების მოგება შეუძლებელია.
ალლაჰი მისი კმაყოფილების მოსაპოებლად გარკვეული გზებით სვლას გვავალებს, რომელიც მისმა შუამავალმა თავისი ცხოვრებით წარმოგვიდგინა. როდესაც ჩვენ ალლაჰის მსახურნი ვართ და მისი კმაყოფილების მოპოვებას ვცდილობთ, როგორ შეიძლება საკუთარი ჭკუით მასთან მისასვლელი ახალი გზები გამოვიგონოთ?
რჯულში არ არსებული რამის მასში შემოტანა დიდი უსამართლობაა და ალლაჰის წინაშე ზღვარგადასულობა.
ამავე დროს ამ რიტუალის გამართლება უზენაესი ალლაჰის ამ აიაითის გაცრუებას მოითხოვს:
الْيَوْمَ أَكْمَلْتُ لَكُمْ دِينَكُمْ وَأَتْمَمْتُ عَلَيْكُمْ نِعْمَتِي وَرَضِيتُ لَكُمُ الْإِسْلَامَ دِينًا
“დღეს მე სრულვყავი თქვენი რჯული, დავასრულე ჩემი თქვენდამი წყალობა და თქვენთვის ისლამის რჯულზე ვარ კმაყოფილი.”[3]
ჩვენ ვამბობთ, რომ ეს რიტუალი ისლამის სრულყოფილების ნაწილი, რომ ყოფილიყო მაშინ შუამავალის გარდაცვალებამდე უნდა ყოფილიყო. თუ კი რჯულის სრულყოფილების ნაწილი არ არის, მაშინ შეუძლებელია ის ისლამის ნაწილი იყოს. რადგან უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს:
“მე სრულვყავი თქვენი რჯული”
ვინც ამ რიტუალს ისლამის სრულყოფილების ნაწილად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ მან შუამავალის გარდაცვალების შემდეგ იჩინა თავი, მაშინ ეს პიროვნება ამ აიათს უარყოფს.
ეჭვი არ გვეპარება, რომ ვინც შუამავალის დაბადების დღეს მევლუდის საშუალებით ღნიშნავს ისინი ამით შუამავალის მიმართ პატივისცემას გამოხატავს და მის მიმართ სიყვარულითაა სავსე. ეს ყველაფერი კი ღვთის მსახურებაა, შუამავალის სიყვარულიც ღვთის მსახურებაა. უფრო მეტიც, კაცს შუამავალი, საკუთარ თავზე, შვილებზე, მშობლებზე და მთელ კაცობრიობაზე უფრო მეტად თუ არ უყვარს, ის ჭეშმარიტი მორწმუნე ვერ გახდება. შუამავალის მიმართ პატივისცემის გამოხატვა ღვთის მსახურებაა. მის მიერ მოტანილი შარიათისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯიც ღვთის მსახურებაა.
ამგვარად, ალლაჰთან დაახლოების მიზნით მევლუდის აღნიშნვაც ერთგვარი ღვთის მსახურებაა. ვინაიდან ეს რიტუალი ღვთის მსახურებაა, ალლაჰის რჯულში არ არსებული ახალი ღვთის მსახურებების შემოღება არავითარ შემთხვევაში დაშვებული არ არის. ამგვარად შუამავალის დაბადების დღის აღნიშნვა ბიდ’ათია და ამავე დროს ჰარამია.
ასევე ამ რიტუალში გვხდება არალოგიკური საქციელი, როგორიცაა ლექსების კითხვა და მისი დაბადების მომენტის წარმოთქმისას ყველა ფეხზე წამოდგება და “მერჰაბა” ანუ მობრძანდიო ეგებებიან. ეს შუამავალის მიმართ შეურაცხყოფაა, რადგან ის თავის სიცოცხლეში ამას კრძალავდა. ადამიანებს შორის საჰაბეებს იგი ყველაზე მეტად უყვარდათ და ისინი ყველაზე მეტ პატივს ცემდნენ მას, თუმცა მის მოსვლაზე ფეხზე არ წამომდგარან, რადგან მას ეს არ მოსწონდა. როდესაც საჰაბეები მის წინაშე ფეხზე არ დგებოდნენ, ჩვენი ფანტაზიებში წარმოდგენის მიხედვით ფეხზე წამოდგომა რამდენად მართალი იქნება?
ეს ბიდ’ათი მორწმუნეთა საუკეთესო პირველი სამი თაობის შემდეგ იქნა გამოგონილი და მას რელიგიური რიტუალის სახე მიეცა, რაც ძალიან ცუდი ბიდ’ათია. აგრეთვე ეს რიტუალი ქალებისა და კაცების ერთ ადგილას შერეულ მდგომარეობაში სრულდება, რაც კიდევ ერთი ჰარამის მიზეზია.
წყარო: მუჰამმედ ბინ სალიჰ ალ-‘უსეიმინის ფეთვები და წერილები, ტ. II, გვ. 298-300.
[1] ყურანი
[2] სურა ჰიჯრ, 15/9-ე აიათი.
[3] სურა მაიდე, 5/3-ე აიათი.
|