ჩვილი ბავშვის დედას მარხვა თუ უჭირს მას შეუძლია რომ არ იმარხულოს?
კითხვა: ჩვილი ბავშვის დედას მარხვა თუ უჭირს მას შეუძლია რომ არ იმარხულოს?
პასუხი: დიახ, როდესაც მას მარხვა უჭირს მისთვის უმარხველობა ნებადართულია ან თუ შიშობს რომ მარხვის შემთხვევაში ბავშვს რძე მიაკლდება მას შეუძლია არ იმარხულოს, თუმცა რამდენ დღესაც ვერ იმარხავს იმდენივე სხვა დროს მარხვით უნდა აანაზღაუროს.
წყარო: იბნი უსეიმინი, ალ-ფეთაავაა ქითაბუ’დ-და’ვე, 1/156.
|