შუამავალის ანდერძი
ბოლო ქადაგება
 
ხალხნო!
კარგად მომისმინეთ!..
არ ვიცი იქნებ ამ წლის შემდეგ თქვენთან ერთად აღარ ვიქნები.
ხალხნო! როგორც ეს დღეები, ეს თვეები და ეს ქალაქი წმინდაა; ისეთივე წმინდაა თქვენი სიცოცხლე, თქვენი ქონება და თქვენი. ყოველგვარი ხელყოფისგან დაცულია.
მეგობრებო! ხვალ ღვთის წინაშე წარსდგებით და დღევანდელი ყოფისა და ქცევის შესახებ განიკითხებით; ფრთხილად ჩემს შემდეგ ისევ ძველ გარყვნილებას არ დაუბრუნდეთ და ერთმანეთს ნუ მოკლავთ. ეს ჩემი ანდერძი აქ მყოფებმა, არ მყოფებს გადასცენ! შესაძლებელია მან უკეთესად გაიგოს ჩემი სიტყვა და დაიცვას, ვიდრე, ვინც აქ იმყოფება და თვითონ ისმენს.
მეგობრებო! ვისაც ამანათი აქვს ჩაბარებული პატრონს უნაკლოდ დაუბრუნოს! პროცენტის ყოველი სახეობა გაუქმებულია და ჩემს ფეხს ქვეშაა გათელილი, მაგრამ ის გადაიხადეთ რაც ვალად აიღეთ. ნურც სხვას დაჩაგრავთ და ნურც იქნებით ჩაგრულობაზე კმაყოფილნი. ალლაჰის ბრძანებით მეპროცენტეობა უკვე აკრძალულია. წარმართობიდან გადმონაშთებული ამ ბინძური ჩვევის ყოველი სახეობა ჩემს ფეხს ქვეშაა გათელილი. პირველი პროცენტი, რომელიც გავაუქმე ჩემი ბიძაშვილის აბდულ-მუტტალიბის შვილის აბბასის პროცენტია.
მეგობრებო! წარმართების დროინდელი სისხლის აღებით შურის ძიებაც გაუქმებულია. პირველი სისხლის აღებით შურისძიება, რომელიც გავაუქმე ჩემი ბიძას აბდულმუტტალიბის შვილიშვილის რაბიას შურისძიებაა.
ხალხნო! დღეიდან სატანამ თქვენსშორისაც და ამ მიწებზეც კვლავ გაბატონების ძალა დაკარგა. მაგრამ, რაც გავაუქმე და ავკრძალე იმათ გარდა ზოგიერთ საქმეს თუ უმნიშვნელოდ ცნობთ ეს მას გაახარებს. რწმენის დასაცავად ამ უმნიშვნელო რამეებსაც გაუფრთხილდით.
ხალხნო! გირჩევთ დაიცვათ ქალთა უფლებები და ალლაჰის შიში გქონდეთ. თქვენ ქალები ალლაჰის ამანათად აიღეთ; მათი ნამუსები და პატიოსნება ალლაჰის სახელით  და სიტყვის მიცემით აიღეთ. როგორც თქვენ გაქვთ მათ მიმართ უფლებები ასევე მათაც გააჩნიათ თქვენს მიმართ უფლებები. თქვენი უფლებაა, რომ მათ არ შელახინონ ოჯახი მათ, ვინც თქვენ არ მოგწონთ. მათი უფლებებია უზრუნველყოთ სამოსელითა და საკვებით ისინი.
მორწმუნენო! ორ ამანათს გიტოვებთ არ აცდებით ჭეშმარიტ გზას მანამ სანამ მას მტკიცედ ჩაეჭიდებით. ესენი ალლაჰის წერილი ყურანი და მისი შუამავალის სუნნეთია.
მორწმუნენო! კარგად მომისმინეთ და კარგად დაიხსომეთ ჩემი სიტყვები! მუსლიმანი, მუსლიმანის ძმაა. სულიერი ძმის უფლებების ხელყოფა თქვენთვის ალალი არანაირად არ არის.
მეგობრებო! ნურც საკუთარ თავს ნუ მოეპყრობით უსამართლოდ, თქვენს სულსაც უფლებები გააჩნია თქვენს მიმართ.
ხალხნო! თქვენი უფალიც ერთია და თქვენი მამაც. ყველანი ადამის შვილები ხართ. ადამი კი მიწისგანაა გაჩენილი. არავითარი უპირატესობა არ გააჩნია არაბს სხვა ერებზე, არც თეთრკანიანს შავკანიანზე; უპირატესობა მხოლოდ ღვთისმოსაობითაა.
ყველა თავისი ნამოქმედარის პასუხისმგებელია. არც მამაა შვილის ნამოქმედარით პასუხისმგებელი და არც შვილი მამის ნამოქმედარით.
ფრთხილად! ამ ოთხ რამეს ნურავითარ შემთხვევაში ნუ იზამთ: არაფერი დაუდგინოთ ალლაჰს თანაზიარად და თანატოლად. ნუ ხელყოფთ სიცოხლეს უსამართლოდ, რომელიც ალლაჰმა ხელშეუხებელ ჰყო და აკრძალა. ნუ იმრუშებთ და ნუ იქურდებთ.
ხალხნო! ხვალ ჩემს შესახებ გკითხავენ თქვენ რას უპასუხებთ?
იქ მყოფებმა: “-დავამოწმებთ, რომ: ალლაჰის რჯული იქადაგე. დავალება უნაკლოდ შეასრულე. ჩვენ დაგვარიგე და ანდერძი დაგვიტოვე.”
ამის შემდეგ ალლაჰის შუამავალმა ასე წარმოსთქვა:
“დაამოწმე უფალო”, “დაამოწმე უფალო”, “დაამოწმე უფალო”.
 

 

ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
Advertisement
 
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 1 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
=> Do you also want a homepage for free? Then click here! <=