ერთი დღე შუამავალის ცხოვრებიდან
ერთი დღე შუამავალის ცხოვრებიდან 
 
ყოველ ჩვენგანს შუამავალი ძალიან გვიყვარს და ისლამის რჯულიდან გამომდინარე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ვცდილობთ, რომ მას მივბაძოთ. ის  14 საუკუნის წინ ცხოვრობდა ამ ქვეყნად. ვინაიდან მუჰამმედ შუამავალი ჩვენთვის სამაგალითო პიროვნებას წარმოადგენს, - ჩვენ გვიჩნდება კითხვა, თუ როგორ ატარებდა შუამავალი თავისი ყოველდღიური ცხოვრებიდან რომელიმე დღეს?
დიახ,  მთელი კაცობრიობისთვის სამაგალითო შუამავალის ცხოვრების მცირეოდენის გასაგებად მის ყოველდღიურ ცხოვრებას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ვცდილობდეთ, მისი ცხოვრება ჩვენს ცხოვრებაში გადმოვიტანოთ და გავაცოცხლოთ. რადგან, ძირითადად მორწმუნე ხალხისთვის და ზოგადად მთელი კაცობრიობისთვის ყოველი კარგი დღის საიდუმლო შუამავალის ცხოვრებიდან - ერთ დღეში და მთელ ცხოვრებაში დევს.
უეჭველად, მას ყოველი დღე საათებითა და წუთებით, გარკვეული პროგრამის მიხედვით არ დაუგეგმავს. İსედაც, მისი ცხოვრება ერთფეროვანი არ ყოფილა. ზღვასავეთ ხან მღელვარე, ხან წყნარი ცხოვრება ქონდა. რათქმაუნდა, შუამავალის მოღვაწეობის პერიოდში გამუდმებით ცვლილებადი ცხოვრების პირობების  და ახლად წამოჭრილი მოვლენების წინაშე შესაბამის თადარიგს იჭერდა. გარდა ამ ყველაფრისა, შუამავალის ცხოვრებაში არსებობდა ისეთი რამეებიც, რომლებსაც მთელი სიცოცხლე მცირე გამონაკლისის გარდა უცვლელად ასრულებდა და სუნნეთად, ანუ კარგ მაგალითად დაგვიტოვა. ჩვენს მიერ ხელთ ასაღები ქცევები სწორედ ესენია.
შუამავალი ღამის ერთ მესამედში გამოიღვიძებდა, საწოლზე წამოჯდებოდა და იტყოდა “დიდება ალლაჰს, რომელიც გარდაცვალების შემდეგ გვაცოცხლებს. Kკვლავ ის გაგვაცოცხლებს და მასთან შგვკრებს.” ხანდახან მედინას მოწმენდილ ცას შეხედავდა და აილი იმრან სურას ბოლო აიეთს წაიკითხავდა. პერანგის ჩაცმას მარჯვენა მხრიდან დაიწყებდა და უპირველესად - მისვაქით კბილებს გაიწმენდდა.
როდესაც აბდესის მოსაშლელ ადგილს მიუახლოვდებოდა “ღმერთო ჩემო! ყოველგვარი ეშმაკის, ბოროტებისა და ცოდვისგან შენ შემოგეფარები.” İიქედან დაბრუნებისას კი, “მაპატიე ღმერთო!” - ასე შეევედრებოდა გამჩენს. (თირმიზი, ტაჰარეტ, 7.) შემდეგ აბდესს აიღებდა და თეჰეჯჯუთ ნამაზზე, ანუ ღამის ნებაყოფილებით ლოცვაზე დადგებოდა. შემდეგ კვლავ დასასვენებლად წამოწვებოდა. ხანდახან “ჯენნეთულ ბაყი” სასაფლაოზე (მედინას ტაძრის გვერზე მყოფი საჰაბეთა სასაფლაო) წავიდოდა და იქ მყოფ ძმებისთვის უფალს შეევედრებოდა.
წმინდა ბილალი ეზანს იკითხავდა და ხალხს იასლოღისა და თეჰეჯჯუთ ნამაზისთვის გააღვიძებდა. აბდულლაჰ ბინ უმმი მექთუმი კი დილის ლოცვის ეზანს იკითხავდა და ხალხს ლოცვისკენ მოუხმობდა. Aმ დროს შუამავალი კვლავ წამოდგებოდა, დილისş ლოცვის ორ სუნნეთს სახლში შეასრულებდა, შემდეგ მარჯვენა მხარზე მიწვებოდა და დაისვენებდა. მუეზინის მეორე ხმაზე მეჩეთში გავიდოდა და თავის მიმდევრებს დილის ş სავალდებულო ლოცვაზე წინ გაუძღვებოდა. (ბუჰარი, თეჰეჯჯუდ, 23.)
ლოცვის დაწყებამდე ყველას მწკრივების გასწორებას სთხოვდა. ხანდახან საჰაბეებს მხრებზე ხელს მოკიდებდა და ისე მიუთითებდა მწკრივების გასწორებას. (მუსლიმ, სალათ, 122-128.) ვიდრე დღის სინათლე ირგვლივ ყველაფერს გაანათებდა, მანამდე ლოცვას დაასრულებდნენ. მანდილოსნები ლოცვის შემდეგ კვლავ სახლებში ბრუნდებოდნენ. მზის ამოსვლამდე ალლაჰის ხსენებასა და დიდებაში ატარებდა დროს. შემდეგ ხალხის მხარეს შემობრუნდებოდა და ხალხთან საუბრობდა. (მუსლიმ, მესაჯიდ, 286.) ამ საუბრის დროს ყოველდღიური ცხოვრებიდან დაწყებული რელიგიური, ისტორიული, სოციალური პრობლემები და სხვა თემები განიხილებოდა. ხანდახან საჰაბეს იმ ღამით ნახულ სიზმარს ჰკითხავდა და განმარტებას გაუკეთებდა, ხანდახან თავის სიზმარს მოუყვებოდა. (ბუჰარი, თაბირ, 2.)
შუამავალი შემდეგ სახლში წავიდოდა, სახლში შესვლისას “ბისმილლაჰ” (ალლაჰის სახელით) წარმოსთქვამდა, მარცხენა ფეხიდან ფეხსაცმლის გახდას დაიწყებდა და სახლში მყოფთ მიესალმებოდა. შუამავალი ბრძანებს, რომ სახლში ალლაჰის სახელით შესვლის დროს სატანა წუხს და თავის ხალხს ეუბნება “აწი აქ ვეღარ გაჩერდებითო.” (მუსლიმ, ეშრიბე, 103.)
შუამავალი აგურით აშენებულ, ხურმის ტოტებით დახურულ უბრალო სახლში ცხოვრობდა. (ბუჰარი, ეზან 11, 13, შეჰადათ 11, სავმ 17; მუსლიმ, სიამ 36-39.) სახლში შესვლისას “ღმერთო ჩემო! შენგან კეთილ შესვლას და კეთილ გამოსვლას ვითხოვ. ალლაჰის სახელით შევდივართ და ალლაჰის სახელით გამოვდივართ,  ალლაჰს მივენდობით” - ო იტყოდა. სახლში შესვლისთანავე კვლავ კბილებს მისვაქით გაიწმენდდა. (მუსლიმ, ტაჰარეთ 43-44.) შემდეგ მეუღლეს ჰკითხავდა, სახლში საჭმელი არის თუ არაო.  თუ არ იქნებოდა, მარხვისთვის გადაწყვეტილებას მიიღებდა. (მუსლიმ, სიამ 169, 170.) ხანდახან კვირა ისე გაივლიდა, რომ სახლში საჭმელი არ გაკეთდებოდა, რადგან, რასაც შოულობდა - არიგებდა. ასეთ დროს ხურმითა და წყლით ან მეზობლების გამოგზავნილს ჯერდებოდა. ჭამას ალლაჰის სახელით იწყებდა, მარჯვენა ხელით და მის წინედან ჭამდა, ჭამის დასრულებისას “ელჰამდუ ლილლაჰ” (დიდება ალლაჰს) იტყოდა.
მოკრძალებული ცხოვრების მქონე შუამავალი სახლში ყოფნისას მეუღლეს ყველა საქმეშე დახმარებას უწევდა. ხანდახან სახლს გვიდა, ტანისამოსს კერავდა და პირუტყვს წველიდა. (ბუჰარი, ისტიზან 15; მუსლიმ, სელამ 15; აჰმედ ბინ ჰანბელ, მუსნედ VI, 256.)
გზაში ვისაც შეხვდებოდა, ყველას მიესალმებოდა და ხელს ჩამოართმევდა. დიდი სიხარულით მეჩეთში თავმოყრილ მორწმუნეებს შუადღის ლოცვაზე წინამძღოლობას გაუწევდა. თუ ეს დღე პარასკევი იქნებოდა, ნამაზისთვის, როგორც ბაირამისთვის, ისე მოემზადებოდა. ფრჩხილებს დაიჭრიდა, იბანავებდა, სუფთა სამოსს ჩაიცმევდა, კარგ სუნამოს წაისმევდა და სხვა დღეებთან შედარებით მეჩეთში ადრე წავიდოდა. მორწმუნეები შუამავალის “ჰუთბეს” (ქადაგებას) დიდი მოწიწებით მოუსმენდნენ, შემდეგ მასთან ერთად პარასკევის ლოცვას შეასრულებდნენ. განსაკუთრებით ამ ლოცვას სხვა ლოცვებთან შედარებით ბავშვები და ქალები უფრო მეტად ესწრებოდნენ. შუადღისას, როდესაც სიცხე პიკს მიაღწევდა, დასაძინებლად საწოლს მიაშურებდა და ისვენებდა.
შუამავალი ხანდახან საჰაბეების მოსანახულებლად მიდიოდა, მათ მდოგომარეობას ეკითხებოდა, ყურანის ახლად ზემოვლინებულ აიეთებს აწერინებდა, ხალხისთვის რამის დავალება თუ სურდა, იმას ავალებდა და მოსულ სტუმრებს უმასპინძლდებოდა. მაგალითად, სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსულ სტუმართა სიხშირით გამოირჩეოდა ჰიჯრი 8 წელი. შუამავალი ამ დროს დღის ნახევარზე მეტი მოსული სტუმრების გამასპინძლებით, მათი პრობლემების, სურვილებისა და კითხვების მოსმენით იყო დაკავებული.
შუამავალი ვიდრე საუბარს დაიწყებდა, ჯერ მიესალმებოდა და ხელს ჩამოართმევდა. როდესაც ხელს ჩამოართმევდა, სანამ მას ხელს არ გაუშვებდნენ, მანამდე თვითონ პირველი ხელს არ გაუშვებდა. თუ ვინმე მოიხრებოდა და ყურში რამეს ეტყოდა, სანამ ის კაცი სახით არ მოცილდებოდა მის ყურს, მანამდე თვითონ თავს არ შეაბრუნებდა. მეჩეთში ან სხვაგან თავმოყრის ადგილზე ჯდომისას არასდროს სხვაზე წინ არ დაჯდებოდა, მისი მუხლები სხვებთან თანაბარ დონეზე იქნებოდა წინ წამოწეული. ავადმყოფთა მოსანახულებლად დადიოდა, მდგომარეობას კითხავდა, და ამშვიდებდა. Gგარდაცვალებამდე, სიკვდილის პირას მყოფ  ავადმყოფთან წავიდოდა, მისატევებლად ალლაჰს შეავედრებდა და გარდაცვალებამდე მასთან რჩებოდა.
შუამავალი სხვას სიტყვას არ გააწყვეტინებდა და თვითონ არ დაიწყებდა. თუ ისეთი სიტყვა მოესმებოდა, რომელიც მას არ სიამოვნებდა და არ იყო სასიამოვნო, -ყურადღებას არ მიაქცევდა, თითქოს არ გაუგონიაო. დროის გარკვეულ ნაწილს მეჩეთში ატარებდა. ალლაჰის შუამავალი ხანდახან მეჩეთის პატარა ეზოში ჩამოჯდებოდა. ასევე მეჩეთში ადგენდა იმდროინდელ სახელმწიფო საქმეებს. მორწმუნეებს სახელმწიფო თუ სამხედრო დავალებებს აძლევდა, სხვადასხვა ქვეყნებში ელჩებს აქედან აგზავნიდა, აქედან გზავნიდა სხვადასხვა კუთხეებში მასწავლებლებს და აქვე ღებულობდა სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სხვადასხვა რჯულის წარმომადგენლებს.
იქინდის ლოცვას, როგორც ყურანშია მითითებული, (ბაყარა – 238) განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიანიჭებდა და ბილალის ხმით მორწმუნეებს მეჩეთში მოუხმობდა.
როდესაც მოსაღამოვდებოდა, უზენაეს ალლაჰს მადლობას შესწირავდა. უმეტესად მზის ჩასვლამდე საღამოს ლოცვას დაელოდებოდა და როდესაც ეზანი იკითხებოდა, დიდი მოწიწებით ალლაჰის წინაშე დადგებოდა. საღამოს სავალდებულო ლოცვის შემდეგ ნებაყოფილებით “ევაბინ ნამაზსაც” ილოცავდა და მორწმუნეებსაც ურჩევდა, რომ ელოცათ.
ღამის ლოცვაზეც მეჩეთში მოყრილ საჰაბეებს წინამძღვრობას გაუწევდა და თუ აუცილებელი საქმე არ ჰქონდა, ხმის ამოუღებლად თავის ოთახს მიაშურებდა და დასასვენებლად დაწვებოდა.
შუამავალი ღამით დაძინებამდე ჯერ კბილებს მისვაქით გაიწმენდდა, აბდესს გააახლებდა და ისე დაიძინებდა. დაწოლისას მარჯვენა მხარზე დაწვებოდა, ხელის გულს ლოყის ქვეშ ამოიდებდა და უფალს შეევედრებოდა.
მის ცხოვრებაში ლოცვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. დღის ყოველ საათში მის მიერ აღვლენილი ლოცვები იმდენად მრავალია, რომ ლოცვების წიგნებიც არის დაწერილი. მორწმუნეთა დედა წმინდა – აიშე, შუამავალის მიერ დაწოლამდე აღვლენილ ერთ-ერთ ლოცვას ასე გადმოგვცემს: “ალლაჰის შუამავალი ყოველ ღამეს დაწოლისას, ორ ხელს ერთმანეთთან მიიტანდა, მათ შეუბერავდა, იჰლას, ფელეყ და ნას სურეებს წაიკითხავდა, შემდეგ თავიდან დაიწყებდა და სადაც ხელი მიუწვდებოდა სხეულის ყოველ ადგილზე მოისვამდა ხელს. Aმას სამჯერ იმეორებდა.” (ბუჰარი, ფედაილულ ყურან14, თირმიზი, დუა 21.) ხანდახან ზუმერ, ჰადიდ, ჰაშრ, საფ, თეღაბუნ და ჯუმა სურეებსაც კითხულობდა. ხანდახან კი მოკლედ იტყოდა: “ღმერთო ჩემო! შენი სახელით ვკვდები და შენი სახელით ვცოცხლდები.” (ბუჰარი, დავუთ 7, 8.) შემდეგ კი დაიძინებდა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ალლაჰის შუამავალი ღამის ერთ ნაწილს ღვთისმსახურებაში ატარებდა. როგორც მორწმუნეთა დედა წმინდა აიშე გადმოგვცემს: “ალლაჰის შუამავალი ღამით იმდენ ნამაზს ლოცულობდა რომ ფეხები უსივდებოდა. ალლაჰის შუამავალო! ალლაჰს შენთვის წარსულისაც და მომავლისაც ყველაფერი უპატიებია (ფეთიჰ 2.) მიუხედავად ამისა, რატომ ასე ძალიან იღლები ღვთისმსახურებაში? - რომ ვკითხავდი, - ‘ალლაჰის ამდენ მოწყალებასთან მე მისი მადლიერი და მადიდებელი მსახური არ ვიყო?’-  ასე მიპასუხებდა.” (ბუჰარი, თეჰეჯჯუდ 6; მუსლიმი, მუნაფიყინ, 78-79; თირმიზი, სალათ 187.)
სამყაროზე წყალობად მოვლენილი შუამავალის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენთვის უამრავი კარგი მაგალითი არსებობს. ჩვენ, როგორც მისი ერთგულნი და მის მიერ ნაჩვენები გზის მორწმუნენი, ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ, რომ ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს ქმედებას და ჩვენს საუბარს შუამავალის სურნელება შევსძინოთ. უზენაესმა ალლაჰმა მის კვალზე გვატაროს და ასე კვალდაკვალ სამოთხემდე გვევლოს, სანამ მასთან არ მივალთ - იმ ნანატრ სასუფეველში, ღმერთით.
 
მოამზადა ნოდარ დავითაძემ
 

ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 6 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol