ხუთბე
   ხალხო! მოდით, მოისმინეთ, დაიხსომეთ და მაგალითი აიღეთ. უეჭველად ყოველი ცოცხალი მოკვდება, ყოველი მოკვდავი კი წარმავალია. მოსახდენი მოხდება, წვიმა იწვიმებს, ბალახი იხარებს, ბავშვები დაიბადებიან, დედ-მამის ადგილებს დაიჭერენ, შემდეგ ყველაფერი განადგურდება და აღარ იარსებებს. მოვლენები ასე გაუთ<ავებლად იბრუნებს ერთმანეთის თანმიმდევრობით. ყური უგდეთ, დაუკვირდით, ზეციდან ამბები მოგვდის, დედამიწაზე უამრავი სამაგალითო რამე ხდება. დედამიწა ერთი პატარა სახლი, ხოლო ზეცა ჭერია. ვარსკვლავები იმოძრავებენ, ზღვები ადგილს არ იცვლიან, მომსვლელი არ მოიცდის ისევ წავა, წამსვლელი უკან არ დაბრუნდება, ნეტავ კმაყოფილნი არიან და მიტომ აღარ ბრუნდებიან იქედან? თუ იქ ძილს მიეცნენ და უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ? ვფიცავ, ალლაჰის წინაშე ერთადერთი ჭეშმარიტი რჯული ისლამია. ალლაჰის ბოლო შუამავალი კი მუჰამმედია (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას). რა ბედნიერია ის ვინც მას მაგალითად აიღებს და სწორ გზას დაადგება; ხოლო ვაი იმის დღეს ვინც მას ეწინააღმდეგება და არ ემორჩილება, ვაი მათ დღეს ვინც სიცოცხლე უგულისყურობით გაფლანგეს.
ხალხნო! სად არიან თქვენი მამა-პაპანი? სად არიან სიმდიდრითა და სიძლიერით გაყოყოჩებული ფარაონები, რომლებიც ღმერთობას იბრალებდნენ? ისინი თქვენთან შედარებით მდიდრები და უფრო მეტი ძალაუფლების მქონენი არ იყვნენ? ამ ქვეყნის წისქვილმა ისინი გაანადგურა და გააცამტვერა, მათი ძვლებიც აღარ არსებობს, მათი სასახლეები დაინგრნენ და უკვალოდ გაქრნენ. მათ ნამოსახლარებზე ახლა ძაღლები დაძრწიან. ფრთხილად მათ მსგავსად უგულისყურობით არ ჩაგეძინოთ და მათ გზას არ დაადგეთ თქვენც. ყველაფერი წარმავალია, მხოლოდ ერთადერთი ალლაჰია მარადიული, რომელსაც არც თანაზიარი და არც მსგავსი გააჩნია. თაყვანსაცემი მხოლოდ ისაა. ის არც შობილა და არც მშობელია. ჩვენს წინათ მყოფნი ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს. სიკვდილი ადრე თუ გვიან ყველას ეზოში შევა, მაგრამ არავს ეზოდან გამოვა იგი სამუდამოდ. ყველა დიდი თუ პატარა მიდის, წამსვლელი კი უკან აღარ ბრუნდება. ვხდები, რომ ერთ დღეს იგივე მომელის მეც, რაც სხვას.
 
თარგმნა ნოდარ დავითაძემ
 

ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 24 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol