მირაჯი

 მირაჯის ღამე რეჯების მთვარის 27–ე ღამეა. მირაჯი არაბული სიტყვაა და ამაღლებას ნიშნავს. მირაჯის სასწაული ჰიჯრეთამდე წელიწადნახევრით ადრე, 621 წელს მოხდა. ეს სასწაული ორ მნიშვნელოვან საფეხურს ეყრდნობა. პირველი წმინდა შუამავალი მუჰამმედ ს.ა.ს მესჯიდეი ჰარამიდან (მექა) მესჯიდი აყსაში (იერუსალიმი) ანგელოზის მხრიდან გადაყვანა. ყურანში ეს მოგზაურობა ღამის მგზავრობის მნიშვნელობის მქონე „ისრა„ სიტყვითაა მოხსენებული. „ერთ ღამეს საოცრებების საჩვენებლად (მუჰამმედი) მსახური მესჯიდი ჰარამიდან კურთხეულ მესჯიდი აყსაში წამყვანი ალლაჰი ყოველგვარი ნაკლოვანებებისგან შორსაა, ის ნამდვილად ყოვლის მსმენელია და ყოვლის მხედველია.„ მეორე საფეხური კი წმინდა შუამავალ მუჰამმედ ს.ა.ს მესჯიდი აყსადან ალლაჰთან ამაღლებაა. ჰადისების მიხედვით მირაჯი სწორედ ამ ამაღლებას ეწოდება.

            როგორც ჰადისებშია გადმოცემული, წმინდა შუამავალი ამ ღამეს მესჯიდი აყსადან ზეცად ამაღლებულ–იქნა. ზეცაში მან ადამიდან დაწყებული იესომდე, ყველა შუამავალს შეხვდა, უამრავი ანგელოზები ნახა, სამოთხისა და ჯოჯოხეთის მდგომარეობაც თვალით იხილა, უამრავი ალლაჰის საოცრებები ნახა, ალლაჰისგან ხუთი დროის ნამაზის ბრძანება მიიღო და იმ ღამესვე უკან დაბრუნდა. ალლაჰის შუამავალი მირაჯის შესახებ ასე ბრძანებს: „მე მირაჯზე უფრო ლამაზი არაფერი მინახავს.„

            როგორც სხვა წმინდა ღამეებში, ასევე ამ ღამესაც ბევრი ნამაზი უნდა შევასრულოთ, ყურანი ვიკითხოთ, ალლაჰს ვევედროთ და პატიება ვთხოვოთ. ასეთ წმინდა და მადლიან ღამეებში უფროსები უნდა მოვიკითხოთ, მათი გულები მოვიგოთ, გაჭირვებულს დავეხმაროთ და მოწყალება გავიღოთ.

            როგორც ალლაჰის შუამავალი გადმოგვცემს „ნამაზი მორწმუნის მირაჯია.„ ანუ ვინც ნამაზს წრფელი გულითა და ალლაჰის სიყვარულით შეასრულებს, ის ალლაჰთან ყველაზე ახლოსაა და მის წინაშე დგას, მირაჯიც ხომ ალლაჰთან ამაღლებას ნიშნავს. ასევე ჰადისებითაა ცნობილი, რომ მორწმუნე ალლაჰთან ყველაზე ახლოს მაშინაა, როდესაც ის მის წინაშე თავს იხრის და სეჯდეს ასრულებს.

მოამზადა ნოდარ დავითაძემ

 

ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 8 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol