აშურას მარხვა

მუჰარეემის მთვარე და აშურის მარხვა

 

بِسْمِ اللّهِ الرَّحْمـَنِ الرَّحِيمِ

სახელითა ალლაჰისა, რაჰმანისა, რაჰიმისა!

1.      აშურას მარხვა ეს ის მარხვაა, რომელიც უზენაესმა ალლაჰმა I მუსა შუამავალს u და მის ხალხს უბრძანა:

ძვირფასო ძმებო...! როგორც ვიცით მარხვა თითქმის ყველა ზეციურ რელიგიაშ არსებობს. ადამიანებმა თავიანთი რჯული რამდენადაც არუნდა შეცვალონ, მაინც შეიმჩნევა მასში სინამდვილის ნარჩენები. ამათგან ერთ-ერთი აშურას მარხვაა, რომელიც ალლაჰმა მუსა u შუამავალს უბრძანა.

იბნი აბბასი t ასე ამბობს: „როდესაც ალლაჰის შუამავალმა e მედინეში გადავიდა ნახა, რომ ებრაელები აშურა დღეს მარხულობდნენ და:

-         ეს რის მარხვააო ჰკითხა. ებრაელებმა:

- ეს ძალიან ზვირფასი დღეა. ეს ის დღეა, როდესაც უზენაესმა ალლაჰმა U ისრაილის ძენი იხსნა (ფარაონისა და მისი ჯარისგან) მათი მტრებისგან. მუსა u შუამავალმაც ეს დღე იმარხულაო უპასუხეს. ამის შემდეგ შუამავალმა e :

მუსასთან u თქვენზე უფრო ახლოს ვარო თქვა და იმ დღეს იმარხულა, საჰაბეებსაც მარხვა უბრძანა. (ბუჰარი, 1860; მუსლიმ, 1130/127.)

2.      ალლაჰის შუამავალმა e პირველ წლებში აშურას მარხვა თავის უმმეთს უბრძანა:

აიშე t ასე ამბობს: „ყურეიშელები უვიცობის ხანაში აშურა დღეს მარხულობდნენ. შემდგომ, როდესაც შუამავალმა e მედინაში გადავიდა ამ დღის მარხვა ბრძანა. შემდეგ, როდესაც რამაზნის მთვარეში მარხვა ფარძად დაწესდა, შუმავალმა e ბრძანა: ვისაც სურას აშურა დღის მარხვა გააგრძელოს და ვისაც სურს  ჭამოს.„ (ბუჰარი, 4 ტ. 1769)

3.      ნაფილე მარხვათაგან ყველაზე საუკეთესო აშურა დღის მარხვაა:

ებუ ჰურაირა t გადმოგვცემს: „ალლაჰის შუამავალმა e ბრძანა:

-რამაზნის მთვარის შემდეგ ყველაზე საუკეთესო მუჰარრემის მთვარეში მარხვაა, რომელიც უზენაესი ალლაჰის U მთვარეა. ფარძი ნამაზების შემდეგ ყველაზე საუკეთესო ნამაზი კი ღამის ნამაზია.„ (მუსლიმი, 1163/ ჰ.ნ. 202; ებუ დავუდ, ჰნ. 2429; თირმიზი, ჰ.ნ. 737; ნესაი, ჰ.ნ. 1613, 1614; იბნი მაჯე, ჰ.ნ. 1742.)

4. აშურის მარხვა გავლილი ერთი წლის ცოდვების გამოსასყიდია:

ებუ ყათადე ალ-ენსარი t ასე გადმოგვცემს: „როდესაც ალლაჰის შუამავალს e აშურის მარხვის შესახებ კითხეს:

-         გასული წლის ცოდვების გამოსასყიდიაო ბრძანა.„ (მუსლიმ, 1162/196-197.)

5.      აშურა მუჰარრემის მთვარის მეცხრე დღეს უნდა ვიმარხოთ:

იბნი აბბასი t ასე ამბობს: „როდესაც ალლაჰის შუამავალი e აშურა დღეს მარხულობდა და ამას სხვებსაც უბრძანებდა საჰაბეებმა:

-ალლაჰის შუამავალო! უეჭველად ეს ებრაელებისა და ქრისტიანებისთვისაც წმინდა დღეაო უთხრეს. ამის თაობაზე შუამავალმა e :

მომავალ წელს ინშალლაჰ მეცხრე დღეს ვიმარხავთო, ბრძანა. მარამ მეორე წელს მუჰარრემის მთვარის დადგომამდე მუჰამმედ შუამავალი e გარდაიცვალა.„ (მუსლიმი, 1134/133; ებუ დავუდ, 2445.)

ჰაქემ ბინ ა’რაჯი t ასე გადმოგვცემს: „ზემზემის წყაროს მახლობლად იბნი აბბასი t ნაბადზე იყო მიყრდნობილი, როდესაც მივუახლოვდი და მას:

-აშურის შესახებ ცნობები მომეციო ვუთხარი. მან მითხრა:

-როდესაც მუჰარრემის მთვარეს დაინახავ დღეების დათვლა დაიწყე, მეცხრე დღე დილით მარხული შეხვდიო, მითხრა.

-ალლაჰის შუამავალი e ასე მარხულობდა? ვკითხე მას.

-დიახ, მიპასუხა.„  (მუსლიმი, 1133/132.)

იბნი აბბასი t ასე ამბობს: „მუჰარრემის მთვარის მეცხრე და მეათე დღე იმარხულეთ, ამმგვარად ებრაელთაგან განსხვავებულნი იყავით.„ (აბდურრეზზაყ, 7839; ბეიჰაყი, სუნენუ-ლ ქუბრა, 4/287, თაჰავისა და ბეიჰაყის მიხედვით სენედი სასჰიჰი აქვს. საჰიჰუ იბნი ჰუზეიმე, 2/1006.)

6.      ამ თემასთან დაკავშირებით სუსტი გადმოცმები:

-حدثنا عبد الله حدثني أبي قال هشيم أنا بن أبي ليلى عن داود بن على عن أبيه عن جده بن عباس قال قال رسول الله صلى الله عليه وسلم : صوموا يوم عاشوراء وخالفوا فيه اليهود وصوموا قبله يوما أو بعده يوما

تعليق شعيب الأرنؤوط : إسناده ضعيف

იბნი აბბასი t ასე ამბობს: ალლაჰის შუამავალმა e ასე ბრძანა:

-აშურა დღე იმარხულეთ. ერთი დღით ადრრე (9-ე დღე) ან ერთი დღის შემდეგ (11-ე დღე) მარხვით ებრაელებისა და ქრისტიანებისგან განსხვავებულად მოიქეცით.„ (საჰიჰუ იბნი ჰუზეიმე, 2095, აჰმედ ბინ ჰანბელი, 1/241. ამ ჰადისის ისნადი სუსტია. შუ’აიბ არნავუტი ამბობს, რომ ამ ჰადისის ისნადი სუსტია.)

 

თაჯუდდინ ალ-ბაიბურდი


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 8 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol