მევლუდი

მევლუდი

რაბბიღულ ევველის მთვარის მეთორმეტე ღამის ტრადიციული აღნიშვნის თაობაზე არც შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას), არც საჰაბეების, არც ემევიელთა და არც აბასიდების დროს არ გვხვდება ხელჩასაჭიდი. მევლუდის აღნიშვნა პირველად დაახლოებით ჰიჯრი 350 წლის შემდეგ ეგვიპტეში ფატიმიელთა სახელმწიფოში დაიწყო. ეიუბიელთა პერიოდში რამოდენიმე დღესასწაულის გაუქმებასთან ერთად მევლუდიც გაუქმებულ იქნა, მაგრამ ერბილ ათაბაგ ბეგთეგინელ მუზაფფერუდდინ კოკბორის (629/1232) მხრიდან კვლავ შემოღებულ იქნა. აღნიშნავენ რომ, როდესაც მუზაფფერუდდინ კოკბორიმ მევლუდის აღნიშნვები დაიწყო მაშინ მასთან მუსულელი სუფისტი ომერ ბინ ალ-მელლანი იმყოფებოდა.[1]  მართალია ეს დღე შუამავალის დაბადების დღეა მაგრამ ამ დღის სიწმინდის შესახებ წყაროებში არავითარი არგუმენტი არ მოგვეპოვება.

ებუ შამე ალ-მაყდისი, შეჰაბედდინ ალ-კასტალლანი, ჯალალედდინ ეს-სუიუტი და მსგავსი ალიმები ამბობენ, რომ შუამავალის დაბადების გამო გახარება, ამ დღეს ღარიბებზე დახმარება, შუამავლისთვის ლექესბის მიძღვნა კარგი საქმეა და ამბობდნენ, რომ ამ გვარი მევლუდის აღნიშნვა კეთილ ბიდათებად უნდა ჩაითვალოს. მალიქი ფიკჰის ალიმი იბნუ -ჰაჯ ალ-აბდერი, ომერ ბინ ალი ალ-ლაჰმი ალ-ფაკიჰანი, იბნი თეიმიე, მუჰამმედ აბდუჰ, აბდულ აზიზი ბინ ბაზი, ჰამმუდ ბინბდულლაჰ ეთ-თუვეიჯირი და მსგავსი სხვა ალიმები მევლუდის აღნიშნვას ბოროტ ბიდათად მიიჩნევდნენ და მას სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ.[2]

დასკვნა

ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც რჯულში შემდგომ გამოგონილი იქნა და მათ შესახებ არანაირი არგუმენტი არ არსებობს ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასე ბრძანებს:

საქმეთა ყველაზე ცუდი შემდეგ გამოგონილი რამეებია.”[3]

შემდეგ გამოგონილი ყოველი საქმე ბიდათია.”[4]

ყოველი ბიდ'ათი გზასაცდენილობაა, ყოველი გზასაცდენილობა ცეცხლშია.”[5]

ვინც ამ ჩვენს საქმეში (რწმენაში) მასში არ არსებული რამე გამოიგონოს ის (საქმე) მიუღებელია.„[6]

ხალხნო! დღეიდან სატანამ თქვენსშორისაც და ამ მიწებზეც კვლავ გაბატონების ძალა დაკარგა. მაგრამ, რაც გავაუქმე და ავკრძალე იმათ გარდა ზოგიერთ საქმეს თუ უმნიშვნელოდ ცნობთ ეს მას გაახარებს. რწმენის დასაცავად ამ უმნიშვნელო რამეებსაც გაუფრთხილდით.[7]

თემასთან დაკავშირებით იმამი მალიქის სიტყვების გახსენებაც კარგი იქნებოდა: “ვინç ამ უმმეთში რჯულის სახელით წარსულში არ არსებული ახალი რამე შემოიღოს, ეს კაცი ალლაჰის შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) რისალეთის მოღალატეა. რადგან უზენაესი ალლაჰი ასე ბრძანებს: “...დღეს უნაკლოდ სრულვყავი თქვენი რჯული; დავასრულე თქვენზე ჩემი წყალობა (რჯულის სახით). თქვენთვის ისლამის რჯულზე ვარ კმაყოფილი...”[8]  ამიტომ რაც იმ დღეს არ შედიოდა რჯულში ის დღესაც არჩაითვლება რჯულად.[9]

დღეისათვის საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული მევლუდის ტრადიციული აღნიშვნების შესახებ არც ყურანში და არც სუნეეთში არავითარი მინიშნებაც კი არ მოგვეპოვება. ეს დღე რომელსაც წმინდად მიიჩნევენ შუამავალისა და მისი საჰაბეებისგან დიდი ხნის შემდეგ ეგვიპტესა და იერუსალიმში აღმოცენდა, შემდეგ კი ისლამური სამყაროს სხვადასხვა გეოგრაფიებზე გავრცელდა. მევლუდის აღნიშვნა არავითარ შემთხვევაში ყურანის და სუნნეთის არც ბრძანებაა და არც რჩევა, ეს მუსლიმანი ხალხის მიერ გამოგონილი და ტრადიციად ქცეული რამეა. ამ დღეს დროის მანძილზე სხვადასხვა ტრადიციები და ატრიბუტები შეემატა, რამაც დღევანდელი სახე მიიღო. დღეისათვის ჩვენში ყველაზე მეტად გავრცელებული და პოპულარული ლექსი, რომელიც ძალიან ბევრ ოჯახში იკითხება, თურქეთის ქალაქ ბურსაშიı მცხოვრებმა სულეიმან ჩელებმა 60 წლის ასაკში 1409 (ჰიჯრით 825) წელს დაწერა. ამ ლექსის ნამდვილი სახელია وَسِيلَةُ النَّجاَتِ (ვესილეთუ- ნეჯათ - გადარჩენის მიზეზი).

შეიძლება ვიღაცას კითხვა გაუჩნდეს, ნუთუ შუამავალზე ლექსის მიძღვნა ცოდვაა? ნუთუ არ შეიძლება შუამავალზე ლექსი დავწერო?

დებო და ძმებო! ლექსი არასდროს ყოფილა ცუდი ან ცოდვა, შუამავალის დროსაც წერდნენ ლექსებს საჰაბეები და დღეს ჩვენც შეგვიძლია დავწეროთ ლექსი. მაგრამ ჩვენ ცოდვაში შევდივართ მაშინ, როცა ერთ რომელიმე კონკრეტულ ლექსს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, წელიწადში მას გარკვეულ დღეს ვუთმობთ და ბოლოს ამ დღეს რელიგიურ წმინდა დღედ და რელიგიურ დღესასწაულად ვაქცევთ. შემდეგ ყოველი წლის იგივე დროს ყოველ ოჯახში აუცილებლად საკითხავ რელიგიურ სიწმინდეს მივანიჭებთ. შემდეგ ამას ფულის კეთების საშუალებად ვაქცევთ და იმით გულს ვიჯერებთ, რომ ჩვენ ღვთის წინაშე ჩვენი რელიგიური ვალი მოვიხადეთ, რადგან ჩვენ მევლუდი ვაკითხვეთ ჩვენს ოჯახში. ეს ცოდვაა! ცოდვაა რადგან ჩვენ ამიტ რელიგიას ახალი რამე შევმატეთ, იმ რელიგიას შევმატეთ ახალი რომელის უნაკლოებაზე გვესაუბრება ალლაჰი ყურანში, დიახ ჩვენ ამ რელიგიას ახალი რამე დავუმატეთ მევლუდის სახით და სახე ვუცვალეთ მას. ვინ მოგვცა ჩვენ ამის უფლება?



[1]  აჰმეთ ოზელ, “მევლიდ”, დიანეთის ისლამის ენციკლოპედია, . 29, გვ. 475.

[2]  აჰმეთ ოზელ, “მევლიდ”, დიანეთის ისლამის ენციკლოპედია, . 29, გვ. 477-478; აჰმეტ ოზელ, “მევლუდი: ისტორია და რჯულში ადგილი”, დივან სამეცნიერო კვლევითი ურნალი, მეცნიერებისა და ხელოვნების ფონდი, სტამბოლი, 2002/1, ნომერი: 12, გვ. 243-246.

[3]  მუსლიმ, ჯუმა 43.

[4]  ნესაი, იდეინ, 22; İბნი მაჯე, Mუყადდიმე, 7.

[5]  მუსლიმ, ჯუმა, 43; ებუ დავუდ, სუნნეთ, 6.

[6]  მუსლიმ, უყდიიე 3242.

[7]  ვედა ჰუთბე.

[8]  მაიდე, 5/3.

[9]  ებუ მუჰამმედ იბნი ჰაზმ, ალ-იჰქამ, ფი უსული-აჰქამ, დარუ'-ჰადის, კაირო, 1984, : 6, გვ: 225


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 23 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol