მობიდათე იმამის უკან ნამაზი

მობიდათე და ფასიყი[1] იმამების უკან ნამაზის ლოცვა და ჯუმა ნამაზი

 

აბუ მუაზ მანსურ ბინ იმამ „მივიწყებული სუნნეთები„ სახელობის ნაშრომში წერს: მობიდათე ვინმეს უკან ნამაზის ულოცველობა მივიწყებული სუნნეთია. ეს სუნნეთი ისე მიივიწყეს რომ სწავლულები ამის შესახებ ხმას აღარ იღებენ. როგორც ქვემოთ მოყვანილ მაგალითებშია აღნიშნული სელეფი სწავლულები მობიდათეების უკან ნამაზს არ ლოცულობდნენ. თუ არ იცოდნენ და ისე ილოცვადნენ მათ უკან და ეს ნამაზი ჯუმა და ბაირამ ნამაზის გარდა სხვა რომელიმე ნამაზი თუ იქნებოდა მაშინ ხელმეორედ ლოცულობდნენ.

თუმცა თუ კი მობიდათე იმამი ხალიფაა მაშინ ამის მოთმინება სუნნეთია. მიუხედავად ამისა ზოგიერთი ალიმები მაინც ხელმეორედ ლოცულობდნენ. აჰმედ ბინ ჰანბელს, ალი ბინ ალ-მედენის და იაჰია ბინ მაინს ხალიფა მე’მუნის უკან ნალოცი ნამაზი ხელმეორედ ულოცავთ.

იმამი მობიდათეა თუ არა მისი გამოცდა არ შეიძლება. გამოცდა ხარიჯიტების თვისებაა. გაურკვეველი მდგომარეობის იმამების უკან ლოცვა აუცილებელია ამის გამო მიზეზები არ უნდა ვუძებნოთ. თუ პიროვნების ბიდათები ცხადია და ხალხს ამისკენ მოუხმობს მაშინ მის უკან ნამაზის ლოცვას უნდა მოვერიდოთ. ხალხზე სუნნეთის მიმდევარი არ ხართო ბრალდების წამოყენება ძალიან რთული საქმეა.

მობიდათეების უკან ლოცვის შესახებ სელეფთა დამოკიდებულება:

1.                  იბრაჰიმ ბინ ალ-მუღირამ ასე თქვა: სუფიან ას-სევრის ჰკითხეს: ვინც „იმანი მხოლოდ სიტყვაა, ამელი არ არისო„ ამბიბს მის უკან ნამაზი ვილოცო?„ მან ასე უპასუხა: „არა! ასეთ ვინმეს არანაირი ფასი არ აქვს.„ (ალ-ჰილია 7/27)

2.                  იმამი შაფი ასე ამბობს: „რაფიზიტების, ყადერიტებისა და მურჯიიტების უკან ნამაზს ნუ ილოცავ!„ (სიერუ ა’ლამ 10/31)

3.                  როდესაც ხალიფა მე’მუნმა ბიდათების კეთება დაიწყო იაჰია ბინ მაინმა მის უკან ნალოცი ნამაზები ხელმეორედ ილოცა. (აბდულლაჰ ბინ აჰმედ ბინ ჰანბელ; ას-სუნნე (1/130) ამ ინფორმაციას ისნადი საჰიჰი აქვს.)

4.                  აჰმედ ბინ ჰანბელმა თქვა: „მე ჯაჰმიას (ანუ ვინც ალლაჰის სახელებსა და თვისებებს სახე უცვალა, ალლაჰი ყველგანააო ამბობს და ყურანი გაჩენილიაო ამბობს) უკან თუ ნამაზი ვილოცე მაშინ ხელმეორედ ვლოცულობ.„ (აბუ დავუდ; მესაილუ აჰმედ (გვ. 43)

5.                  ებინი აბუ ია’ლა გადმოგვცემს: იმამ აჰმედს მობიდათეს უკან ნამაზის შესახებ ჰკითხეს, მან ასე უპასუხა:

„ჯაჰმიას უკან ნამაზი არ ილოცება. რაფიზიტები კი ჰადისებს უარყოფენ. მათ უკან ნამაზი არ ილოცება.„ (ტაბაყათუ’ლ-ჰანაბილე 1/168)

6.                  ალი ბინ აბდულლაჰ ბინ აბბასი ასე ამბობს: „იმამი თუ საკუთარ გემოვნებაზე აყოლილი ვინმეა (ანუ მობიდათეა) მის უკან ნამაზი არ ილოცება. (ლალეყაი; შერჰუ ითიყადი ალი’ს-სუნნე 1344)

7.                  იბნი უეინე ასე ამბობს: „რაფიზიტი, მურჯიიტი და ყადერიტის უკან ნამაზი არ ილოცო!„ (ალეყაი, იქვე. 1344)

8.                  მუაზ ბინ მუაზი ასე ამბობს: „ბენიი საადის ტომიდან ერთი კაცის უკან ნამაზი ვილოცე და შემდეგ გავიგე, რომ ეს კაცი ბედისწერას უარყოფდა. მიუხედავად იმისა რომ ნამაზის ლოცვის შემდეგ ოცდაათი თუ ორმოცი წელი იყო გასული ნამაზი მაინც ახალად ვილოცე.„ (აბდულლაჰ ბინ აჰმედ, ას-სნნე 2/386.)

9.                  აბუ სულეიმან ად-დარანის უთხრეს, რომ აბდულვაჰჰაბ ბინ ალ-ჰაფფაფი ბედისწერას უარყოფსო. აბუ სულეიმან ად-დარანიმ მისი მესჯიდი მიატოვა და ნამაზის სალოცავად სხვა მესჯიდში სიარული დაიწყო. (ჰათიბ, თარიჰუ ბაღდად 10/249)

10.              მუჰამმედ ბინ ისმაილ ალ-ბუხარი ამბობს: „ებრაელების, ქრისტიანებისა და მაზდეანების სიტყვებს გადავხედე, ქუფრის მხრივ ჯაჰმიიიტებზე უფრო გზასაცდენილი არცერთი არ იყო. (ისინი ამბობენ, რომ ალლაჰი ყველგანაა და ამგვარად ალლაჰის ისთივა თვისებას უარყოფენ, და ასევე ყურანი გაჩენილიაო ამბობენ, რითაც ალლაჰის ქელამ თვისებასაც უარყოფენ.) ვინც მათ თაქფირს არ უკეთებს მხოლოდ მათ ქუფრს თუ არ იცნობს იმ შემთხვევაში შეიძლება საპატიოდ მივიჩნიო.„

11.              ასევე ბუხარი ამბობს: „ჩემთვის სულერთია ჯეჰმიიტის, რაფიზიტის, ებრაელის თუ ქრისტიანის უკან ვილოცავ ნამაზს.„ (ხალყუ ეფალი’ლ-იბად № 35 და 53; ბეიჰაყი ალ-ასმა ვე’ს-სიფათ გვ. 253; ბეღავი შერჰუ’ს-სუნნე 1/228.)

12.              აბდულლაჰ ბინ აჰმედი თავისი მამისგან გადმოგვცემს, რომ იგი ასე ამბობდა იმათ შესახებ ვინც „ყურანი გაჩენილიაო„ ამბობს:

„ასე მთქმელის უკან არც ჯუმა და არც სხვა ნამაზები არ ილოცება. თუმცა ჯამაათის მიტოვება არ შეიძლება. თუ მათთან ერთად ილოცა ხელმეორედ უნდა ილოცოს.„ (აბდულლაჰ ბინ აჰმედ, სუნნე 1/128; იბნი ჰანი, მესაილულ იმამ აჰმედ 195; ბეღავი შერჰუ’ს-სუნნე 1/229.)

13.              აბდულლაჰ ბინ იდრისს მობიდათეების უკან ნამაზის ლოცვაზე ჰკითხეს. მან ასე უპასუხა: „ხალხს არასდროს უკან არ დაუხევია იმათ უკან ნამაზის ლოცვაზე ვისგანაც კმაყოფილნი არიან და ვინც სამართლიანია.„ შემდეგ ასე ჰკითხეს:

„კარგი და ჯეჰმიიტებზე რას გვეტყვით?„ მან ასე უპასუხა:

„არა, ესენი ისეთი ხალხი არიან ვისაც უნდა ვებრძოდეთ. არც მათ უკან ნამაზი ილოცება არც მათთან ქორწინება არ შეიძლება, ეგენი მხოლოდ მონანიებით გამოსწორდებიან.„ (ბუხარი; ხალყუ ეფ’ალილ იბად, № 78; აბდულლაჰ ბინ აჰმედ ას-სუნნე 1/113.)

14.              ვასილე ბინ ალ-ასყას ყადერიტის უკან ნამაზის შესახებ ჰკითხეს. მან კი, მათ უკან ნამაზი მიუღებელია თუ ნალოცი აქვს ახალად უნდა ილოცოსო პასუხი გასცა. (ლალეყაი, ითიყად 2/731.)

15.              სეიიარ აბულ ჰაქემი: „ყადერიტის უკან ნამაზი არ ილოცება. რომელიმე მათგანის უკან ვინმემ თუ ილოცა ახალად უნდა ილოცოს.„ (ლალეყაი, ითიყად 2/731)

16.              როდესაც სელლამ ბინ მუთი’ს ჯეჰმიიტის შესახებ კითხეს მან ასე უპასუხა:

„ეგენი ქაფირები არიან. მათ უკან ნამაზი არ ილოცება.„ (აბდულლაჰ ბინ აჰმედ ას-სუნნე 1/105)

17.              იმამ მალიქს ყადერიტის უკან ნამაზის შესახებ ჰკითხეს, მან კითხვის ავტორს ასე უპასუხა:

„თუ ფეთვას მეკითხები მათ უკან ნამაზი არ ილოცება„

როდესაც იმ კაცმა „არც ჯუმა არ ილოცება?„ ჰკითხა:

„არც ჯუმა არ ილოცება. თუ გეშინია მაშინ შენ თაყიას იზამ (ნამდვილ ვინაობას დამალავ, ანუ არ აგრძნობინებ რომ მათ ქაფირებად მიიჩნევ) და ისე ილოცავ შემდეგ კი შუადღის ნამაზს კვლავ ილოცავ.„ (მუდევვანათუ’ლ-ქუბრა 1/84)

18.              ყადი აბუ იუსუფი ამბობს: „ჯეჰმიიტის, რაფიზიტის და ყადერიტის უკან ნამაზი არ ილოცება.„ (იხ. შერჰუ უსული’ს-სუნნე 2/733)

19.              ვექი ბინ ჯერრაჰი ჯეჰმიიტების შესახებ ასე ამბობს: „მათ უკან ნამაზი არ ილოცება.„ (ას-სუნნე 1/115)

20.              როდესაც აბუ სევრს ყადერიტების შესახებ ჰკითხეს მან ასე უპასუხა: „ყადერიტები ამბობენ რომ მსახურთა საქმეების გამჩენი ალლაჰი არ არის და ცოდვები მათ ბედისწერაში არააო.„ მათ უკან ნამაზი არ ილოცება, ავადმყოფობისას მათი მონახულებაც არ შეიძლება, გარდაიცვლებიან და მათ ჯანაზაზე დასწრებაც არ შეიძლება. ამ სიტყვების გამო მათ მონანიება მოეთხოვებათ. თუ არ მოინანიებენ სიკვდილით დაისჯებიან. (შერჰუ უსული’ს-სუნნე 2/720)

21.              იმამი ბერბეჰარი, „ას-სუნნა„ სახელობის ნაშრომში 49-ე გვერდზე ასე ამბობს: „ვინც ხუთი დროის ნამაზებს ალოცებს ყველა მათგანის უკან ნამაზი ილოცება. მაგრამ იმამი თუ ჯეჰმიიტია ეს ნამაზს გააბათილებს. მის უკან თუ ილოცავ ის ნამაზი ახალად ილოცე. ჯეჰმიიტი მმართველი თუ ჯუმა ნამაზს ალოცებს მაშინ მის  უკან ილოცე და შემდეგ კიდევ ახალად ილოცე.„

ყოველი ზემოთ მოყვანილი სიტყვები გვიჩვენებს რომ სელეფი სწავლულები რაფიზიტის, ჯეჰმიიტის და ყადერიტის ანუ ქაფირული ბიდათების მქონე ხალხის უკან ნამაზის ლოცვას არ ეთანხმებოდნენ.

ქუფრის გამომწვევი ბიდათების მქონე პიროვნებების უკან ნამაზის ლოცვა ბათილია. ეს ნამაზი თუნდ ყოველდღიური, თუნდ ჯუმა და თუნდაც ბაირამ ნამაზი იყოს სულერთია. თუმცა ერთ საკითხში შენიშვნის შეტანაა საჭირო: როდესაც სელეფი სწავლულები რაფიზიტებს, ყადერიტებსა და ჯეჰმიიტებს თაქფირს უკეთებდნენ ეს თაქფირი მხოლოდ ზოგადი თაქფირი იყო. ეს კი ამ ჯგუფის ყოველი მიმდევარის ქაფირად მიჩნევას არ ნიშნავს. რადგანაც კონკრეტულ პიროვნებებზე ჰუჯჯეთის წამოყენების (საკმარისი ახსნა განმარტების გაკეთება და საკითხში საფუძვლიანად გაცნობიერება) გარეშე თაქფირი არ შეიძლება.

შეიხულ ისლამი იბნი თეიმიას ასეთი ნათქვამია გადმოცემული: იმამ აჰმედს ჯეჰმიიტთაგან როგორც კონკრეტული პიროვნებებისთვის თაქფირი არ გაუკეთებია ასევე არც ყველა იმ ხალხზე გაუკეთებია თაქფირი ვისზეც ამბობდნენ რომ ჯეჰმიიტიაო და ბიდათებშიც ჯეჰმიიტებთან ერთად იყო. პირიქით მას ისეთი ჯეჰმიიტებისთვის თაქფირი არ გაუკეთებია, რომლებიც თავიანთ ფიქრზე ხალხს მოუწოდებდნენ, ხალხს გამოცდებს უწყობდნენ, ვინც მათ არ ეთანხმებოდა სჯიდნენ, ასეთი ჯეჰმიიტების უკან მას ნამაზიც ულოცავს. იხ. მეჯმუუ’ლ-ფეთავა 7/507-508.

დიახ იმამ აჰმედს ზოგიერთი ჯეჰმიიტი მმართველის უკან ნამაზი ულოცავს. ჯეჰმიიტური აყიდა ქუფრია. თუმცა იმამი აჰმედი შემდეგი მიზეზების გამო მათ უკან ნამაზს ლოცულობდა: უვიცობას საპატიოდ თვლიდა, განასხვავებდა ზოგად და კონკრეტულ თაქფირს, მათზე ჰუჯჯეთი არ იყო წამოყენებული.

ჰასან ბასირი ასე ამბობს: „ალლაჰი მობიდათეს არც მარხვას, არც ნამაზს, არც ჰაჯს და არც უმრას არ მიიღებს მანამ, სანამ ბიდათებს არ მიატოვებს. (ლალეყაი 1/134; აჯურრი, შარიათ გვ. 64; იბნი ვადდაჰ, ალ-ბიდ’ა გვ. 27; აბუ შამე, ალ-ბაის გვ. 14; შათიბი, ალ-ი’თისამ 1/134. ამ სიტყვის მერფუ’ სახით გადმოცემა კი მუნქერია, იხ. ალბანი დაიფე 1493.

ბეღავი ამბობს: „საჰაბეების, თაბიინების, მათი მიმყოლებისა და სუნნეთის ალიმების წესი მობიდათეებისგან შორს დგომა იყო.„ (ბეღავი, შერჰუ’ს-სუნნე 1/227)

კაცმა იმამის ფასიყობა თუ არ იცის მის უკან ნამაზის ლოცვა საპრობლემო არაა.

აბუ ჰურეირა (რ.ა.) ალლაჰის შუამავლისგან (ს.ა.ს.) ასე გადმოგვცემს:

„(იმამები) თქვენთვის ლოცულობენ, თუ სწორედ ილოცებენ (მადლი) თქვენია. თუ არასწორედ ილოცებენ (თქვენი მადლი) თქვენთანაა, შეცდომები კი მის კისერზეა.„ (ბუხარი, 694)

ამ ჰადისში იმამის ნამაზს გარეთ ჩადენილი ფასიყობა კიარა პირდაპირ ნამაზში ჩადენილი შეცდომებია ნაგულისხმევი. მაგრამ როდესაც იცი რომ იმამი ფასიყია მის უკან ნამაზის ლოცვა მექრუჰია. რადგანაც ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ყიბლის მხარეს გადამფურთხებელი იმამი იმამობიდან მოხსნა და მის უკან ნამაზის ლოცვა აკრძალა. აბუ დავუდის გადმოცემა ამგავირა:

„ერთმა კაცმა ერთ ჯგუფ ხალხს იმამად დაუდგა და ყიბლის მხარეს გადააფურთხა. ალლაჰის შუამავალიც (ს.ა.ს.) მათ უყურებდა. როდესაც იმამმა ნამაზი დაასრულა ალლაჰის შუამავალმა ჯამაათს ასე უთხრა:

„ამ კაცმა თქვენ ნამაზი აღარ გალოცოთ.„ ამის შემდეგ ამ კაცს კიდევ იმამობა უნდოდა თუმცა მას ხალხმა აღარ დაანება და შუამავლის სიტყვები გააცნეს. ამ პიროვნებამ ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ს.):

„ალლაჰის შუამავალო მართლა ასე თქვით?„ ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.):

„დიახო„ უთხრა. მგონი შუამავალმა მას ასეც უთხრა:

„რადგანაც შენ ალლაჰსა და შუამავლს აწყინე.„  (აბუ დავუდ, 481; იბნი ჰიბბან, 4/515; ტაბერანი ევსატ, 6/215; აჰმედ, 4/56; მეჯმუუ’ზ-ზევაიდ 2/20) ჰადისი საჰიჰია.

თუ კაცს სიურჩე და ბიდათი ისლამიდან არ რიცხავს და მისი ნამაზი სრულად ითვლება მაშინ ასეთი ფასიყის უკან ნამაზის ლოცვა შეიძლება. იხ. იბნი ყუდამე ალ-მუღნი 3/22; ალ-ქაფი 1/415.

ფასიყის იმამობის მიღებულობის არგუმენტია აბუ ზერ ალ-ღიფარის (რ.ა.) მონათხრობი: ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ს.) ასე მკითხა:

„როდესაც ნამაზის დამგვიანებელი და დროის მტარებელი ხალხი დადგებიან მმართველებად მაშინ რა უნდა ქნა?„ ებუ ზერმა (რ.ა.) ჰკითხა:

„რას მიბრძანებთ ასეთი დროისთვის„? შუამავალმა ასე უპასუხა:

„ნამაზი თავის დროზე ილოცე, მასთან ერთად ნალოცი შენთვის ნააფილე იქნება. ნუ იტყვი მე ეს ნამაზი უკვე ნალოცი მაქვს და ხელმეორედ აღარ ვილოცავო.„ (მუსლიმი, 648)

აბუ ჰურეირა (რ.ა.) შუამავლის (ს.ა.ს.) ნათქვამს ასე გადმოგვცემს:

(იმამები) თქვენთვის ლოცულობენ. თუ სწორედ ილოცავენ (მადლი) თქვენც და მათაც დაეწერებათ. შეცდომით თუ ილოცავენ ეს თქვენთვის სასარგებლოდ იქნება, ხოლო (ცოდვა) მათ კისერზე იქნება.„ (ბუხარი, 694.)

ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ს.) ასე ამბობს: „ჩემს უმმეთში ორი ჯგუფი განადგურდება: ეჰლი ქითაბი და ეჰლი ლიბენი! ეჰლი ქითაბი: ალლაჰის წიგნს ისეთ მნიშვნელობას მისცემენ, რისთვისაც ალლაჰს არ გამოუგზავნია იგი და სწავლულებს შეეჭიდებიან. ეჰლი ლიბენი კი ჯუმასა და ჯამაათს მიატოვებენ, გაბედუინდებიან.„ (ალბანი, საჰიჰა 2778; ტაბერანი, 17/297; ჰაქიმ, 2/374; აჰმედ, 4/155; ებუ იაილა, 1746; მეჯმუუ’ზ-ზევაიდ 2/194; მაყსადულ-ალი, 372; ბუხარი ხალყუ ეფ’ალი’ლ-იბად 615; ჰერვეზი, ზემმუ’ლ-ქელამ 2/28.)

ჯუმა და ბაირამ ნამაზის მსგავსი ხალიფას უკან სალოცავი ნამაზები ხალიფა მობიდათე და მჩაგვრელი რომ იყოს მის უკან ნამაზი მაინც ილოცება.

1.                  იბნი ომერს (რ.ა.) ჰაჯჯაჯის უკან ნამაზი ულოცავს. (ბუხარი, 1660, 1662, 1663; ალბანი, ალ-ირვა 525; იბნი ები შეიბე, 2/84.)

იბნი ომერი (რ.ა.) ადამიანებს შორის სუნნეთზე ყველაზე მეტი მნიშვნელობის მიმნიჭებელი და ყველაზე მტკიცე მიმდევარი იყო სუნნეთისა. ჰაჯჯაჯ ბინ იუსუფი კი ადამიანებს შორის ყველაზე ფასიყი იყო.

2.      იგივენაირად ენესსაც (რ.ა.) ულოცავს ჰაჯჯაჯის უკან.

3.                  იბნი მესუდს (რ.ა.) და სხვა საჰაბეებსაც ალ-ველიდ ბინ მუაითის უკან ნამაზი ულოცავთ. ალ-ველიდს ერთ დღეს მათთვის დილის ნამაზი ულოცებია და შემდეგ:

„თუ ისურვებთ მოვუმატებ ნამაზის მუხლებსო„ უთქვამს. ჯამაათიდან ორმა კაცმა ხალიფა ოსმანის (რ.ა.) წინაშე უჩივლეს, რის შემდეგაც მას სასჯელად 40 როზგი მიართვეს. შემდეგ ხალიფა ოსმანმა (რ.ა.) ასე თქვა:

„შუამავალმა (ს.ა.ს.) 40 ჯოხი დაარტყა, ებუბექირმა 40 ჯოხი დაარტყა, ომარმა ოთხმოცი ჯოხი დაარტყა. ყველა სუნნეთია თუმცა ჩემთვის ეს უფრო მისაღებია.„ (მუსლიმ, 1707)

4.                  იბნი ები ზემენეინი, „უსული’ს-სუნნე„ სახელობის ნაშრომში (3/1003) სევვარ ბინ შებიბისგან გადმოგვცემს:

„ხარიჯიტთა ლიდერთაგან ნეჯდეთ ალ-ჰარურიმ საჰაბეებთან ერთად ჰაჯობა შეასრულა. ხალხს ნამაზს ერთ დღეს ნეჯდეთი და მისი ხალხი მეორე დღეს იბნუ’ზ-ზუბეირი ალოცებდა. იბნი ომერმა (რ.ა.) ორივე მათგანის უკან ილოცა. ერთმა მას ასე უთხრა:

„ეი აბუ აბდურრაჰმან! ნუთუ შენ ნეჯდეთ ალ-ჰარურის უკან ნამაზს ლოცულობ?„ იბნი ომერმა (რ.ა.) მას ასე უპასუხა:

„ყველაზე ხეირიანი საქმისკენ თუ მომიწოდებენ აუცილებლად დავეთანხმები. თუ კაცის კლისკენ მომიხმობენ მაშინ არაო ვეტყვი.„ იბნი ომერმა (რ.ა.) ამის თქმისას თან ხმა აიმაღლა.

5.                  როგორც საჰიჰშია გადმოცემული უბეიდულლაჰ ბინ ადიი ბინ ჰიარმა ალყაშემორტყმულ ოსმან ბინ აფფანთან (რ.ა.) შევიდა და ასე უთხრა:

„შენ ამ ხალხის იმამი ხარ. თუმცა ვხედავთ ახლა რა მდგომარეობაშიც ხარ. ჩვნ ერთი კაცი ნამაზს გვალოცებს, რომელიც ფითნას თავია. ჩვენ ეს არ მოგვწონს. ხალიფა ოსმანმა (რ.ა.) მას ასე უპასუხა:

„ნამაზი ყველაზე კარგი საქმეა რაც კი შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. ხალხი  თუ კარგს აკეთებენ შენც მათთან ერთად კარგი ქმენი. თუ ბოროტს ჩაიდენენ შენ განერიდე მათ ბოროტებას.„ (ბუხარი, 695)

6.                  აბუ საიდ ალ-ჰუდრიმ (რ.ა.) მერვან ბინ ალ-ჰაქემის უკან ნამაზი ილოცა, რომელმაც ბაირამის ხუთბის ნამაზზე წინ კითხვის ბიდათი გამოიგონა. (მუსლიმ, 889)

7.                  ჰასან ალ-ბასრი ამბობს: „ნამაზი ილოცე, მისი ბიდათი მას ეკუთვნის.„ (ბუხარი, ეზან 56; ფეთჰუ’ლ-ბარი 2/158.)

8.                  მუჰამმედ ბინ ფუათ ათ-თამიმი ასე ამბობს: ჯუმა დღეს ალი ბინ ჰუსეინის გვერდით დავჯექი. როცა გაიგონა რომ ხალხი ნამაზის შესახებ ლაპარაკობდნენ მე მომიბრუნდა და მითხრა:

„ეს რა არის, რახდება?„ მე ვუთხარი:

„შენს მომხრეებს ბენი უმეიეების უკან ნამაზის ლოცვა არ სურთ.„ მან ასე მითხრა:

„ვფიცავარ მას, ვის გარდა სხვა ღვთაებაც არ არსებობს, ეს ბიდათია. ვინც ყურანს კითხულობს და ყიბლას მიმართულებით ლოცულობს ყველას უკან ნამაზი ილოცეთ. თუ ლამაზად ალოცვებს მის სასარგებლოდ იქნება, თუ სიავეს იზამს ეგეც მის კისერზე იქნება. თეჰზიბულ ქემალ, 5/240; მუჰამმედ რიზა ალ-ჯელალი, ჯიჰადუ’ლ-იმამ სეჯჯად 109; აბდულაზიზ ბინ აჰმედ ალ-უმეირ, ნეჯიიუ ქერბელა გვ. 52.)

9.                  აბუ ჯაფერ ალ-ბაქირი ასე ამბობს: ჩვენ მათ უკან თაყიეს გარეშე ვლოცულობთ (ანუ მოჩვენებით არ ვლოცულობდითო). მოწმე ვარ, რომ ალი ბინ ჰუსეინიც ბენი უმეიეების უკან თაყიეს გარეშე ლოცულობდა. (იბნი სად, ტაბაყათ 5/164)

10.              იბნი ჰაზმი ასე ამბობს: „ჩვენ არ ვიცით შემთხვევა, რომ რომელიმე საჰაბეს მუხთარ ას-საყაფის, უბეიდულლაჰ ბინ ზიადის ან ჰაჯჯაჯის უკან ნამაზის ლოცვაზე თავი შეეკავებინოს. არა და ამათზე უფრო ფასიყი არავინაა. (ალ-მუჰალლა, 4/302)

11.              შეიხულ ისლამ იბნი თეიმია (რჰ.ა.) ერთ-ერთ წერილში აკრიტიკებს ხარიჯიტთა თაქფირს და ასე ამბობს: „ამათგან ერთი არგუმენტია ის, რომ საჰაბეებს ხარიჯიტებზე თაქფირი არ გაუკეთებიათ. პირიქით მათ უკან ნამაზსაც ლოცულობდნენ. აბდულლაჰ ბინ ომერს და სხვებს ნეჯდეთ ალ-ჰარურის უკან ნამაზი ულოცავთ.„ (მინჰაჯუ’ს-სუნნე, 5/247)

12.              იბნი ები ზემენეინის ისნადით ალ-ა’მეშისგან ასეა გადმოცემული: „იბნი მესუდი (რ.ა.) და სხვა დიდი საჰაბეები მუხთარ ას-საყაფისთან ერთად ნამაზის ლოცვას ითმენდნენ.„ (უსულუ’ს-სუნნე, 3/1004)

13.              ერთმა კაცმა ჰასან ალ ბასრის ასე ჰკითხა: „ჩვენ ერთი ხარიჯიტი ნამაზს გვალოცებს. მის უკან ნამაზი ვილოცოთ?„ ჰასან ბასრიმ (რჰ.ა.) ასე უპასუხა:

„დიახ, რადგანაც ამ ხალხისთვის მაგაზე უფრო ავ პიროვნებასაც გაუწევია იმამობა.„ (უსულუ’ს-სუნნე, 3/1005)

14.              ყათადე (რჰ.ა.) ასე ამბობს: „საიდ ბინ ალ-მუსეიებს ხარიჯიტების უკან ნამაზი ვილოცოთ თუ არაო?„ ვკითხე. მან ასე მიპასუხა:

„უეჭველად ჩვენ მაგაზე უფრო ავის უკან გვილოცავს.„ იბნი ჰაზმ, ალ-მუჰალლა, 4/301)

15.              იბნი ები ზემენეინი იბნი ვადდაჰისგან ასე გადმოგვცემს: იუსუფ ბინ ადიის შუამავლის ჰადისის განმარტება ვკითხე, რომელშიც შუამავალი „ყოველი ღვთისმოსავი და ცოდვილის უკან ნამაზი ილოცეთო„ ამბობს. მან ასე მითხრა:

„ეს მხოლოდ ჯუმა ნამაზს გულისხმობს.„ მე კვლავ ვკითხე:

„თუ იმამი მობიდათეა მაშინ რა ვქნა?„ მან ასე მიპასუხა:

„თუნდაც რომ მობიდათე იყოს მაინც, რადგანაც ჯუმა ნამაზი მხოლოდ ერთ ადგილზე ილოცება, სხვაგან ვერ ილოცავ.„ (უსულუ’ს-სუნნე, 3/1006)

შენიშვნა: ეს უკანასკნელი ჰადისი სხვა არგუმენტებზე დაყრდნობით სწორი მნიშვნელობის მატარებელია თუმცა ისნადი საჰიჰი არ აქვს. სწავლულები გადმოგვცემენ, რომ ეს ჰადისი სუსტია. ალ-იჯი ასე ამბობს: „ამას ბეიჰაყი აბუ ჰურაირასგან (რ.ა.) წყვეტილა ჯაჭვით გადმოგვცემს. იბნი ჰიბბანსაც ეს ჰადისი შეტანილი აქვს სუსტი ჰადისების კრებულში სახელად „ად-დუაფა„ იხ. ქეშფუ’ლ-ჰაფა 2/29; ალბანიც ამბობს, რომ მექჰულსა და აბუ ჰურეირას შორის არსებული წყვეტის გამო ჰადისი სუსტია. იხ. ჰაშიეთუბ შერჰი’ლ-აყიდეთუ’ტ-ტაჰავიე გვ. 421.

16.              ასევე იბნი ვადდაჰიც ასე ამბობს: ჰარის ბინ მისქენს ვკითხე: „მობიდათეს უკან ნამაზი არ ვილოცოთ? მან ასე მიპასუხა:

„ჯუმა ნამაზის გარდა სხვა ნამაზებს მობიდათის უკან ნუ ილოცავთ„ (უსულუ’ს-სუნნე, 3/1006)

17.              ალ-ჰალლალი ამბობს: იმამ აჰმედს ვკითხე: „სალიჰი და ფაჯირი[2] ვინმეები სანამ ჯუმა და ბაირამ ნამაზებს ალოცებენ მათ უკან ნამაზი ილოცება?„ მან დიახო მიპასუხა. (ჰალლალ, ას-სუნნე 1/77)

18.              აბუ’ლ-ჰასან ალ-აშ’არი „ალ-იბანე„ სახელობის ნაშრომში ასე ამბობს: „ჯუმა, ბაირამი და სხვა ჯგუფური ნამაზების ყოველი სალიჰი და ფაჯირი იმამის უკან ლოცვა ჩვენი რჯულიდანაა. რადგანაც იბნი ომერისგან (რ.ა.) გადმოცემის მიხედვით მას ჰაჯჯაჯის უკან ლოცულობდა.„ (ალ-იბანე ან უსული’დ-დიანე გვ. 61.)

19.              იმამ ბუხარის (რჰ.ა.) ოსმანისგან (რ.ა.) გადმოცემულ ჰადისი და კიდე სხვა ჰადისები შემდეგი სათაურის ქვეშ აქვს განლაგებული: „თავი ფითნაში ჩავარდნილი და მობიდათე ვინმეს იმამობის შესახებ„ ალ-ჰასენი ამბობს: „ნამაზი ილოცე, მისი ბიდათი მას ეკუთვნის.„ (ფეთჰუ’ლ-ბარი 2/188)

ამ იმამების სიტყვები გვიჩვენებს, რომ ჯუმა, ბაირამის და სხვა ნამაზების ლოცვა, რომლებიც მხოლოდ მათ უკან ილოცება, თუნდაც რომ ბიდათები და ცოდვები გაცხადებული ქონდეთ მათ უკან ლოცვა მაინც დასაშვებად მიაჩნდათ ამ სწავლულებს. რაც შეეხება იმ სიტყვებს, რომლებიც ჯუმა და ბაირამ ნამაზის გამონაკლისს უშვებენ ეს იმითაა გამოწვეული, რომ ჯუმა და ბაირამ ნამაზები მხოლოდ ერთ ადგილზე ილოცება. ამის შესახებ ზემოთ მოყვანილი იყო ზოგი სიტყვები. ეს დადგენილება ხუთი დროის ნამაზს არ ეხება. რადგანაც ხუთი დროის ნამაზი სხვაგანაც ილოცება. თუ ერთ ადგილას მობიდათე იმამია მეორე ადგილას სწორი იმამის უკან შესაძლებელია ლოცვა. ამიტომაც უთქვამთ ზოგიერთ იმამებს, რომ მობიდათეს უკან ხუთივე ნამაზი არ ილოცებაო. ცოტახნის წინ მოვიყვანეთ ჰარის ბინ მისქინის სიტყვები.

მაგრამ თუ სწორი იმამის უკან ლოცვა შეუძლებელია, ყველა იმამი თუ მობიდათეა ან კიდე თუ მხოლოდ ერთ ადგილზე ილოცება და იქაც მობიდათე იმამია მაშინ ეს იგივე მდგომარეობაა, როგორც ჯუმა და ბაირამ ნამაზები. მობიდათეს უკან ნამაზი ილოცება, ჯამაათის მიტოვება არ შეიძლება. ზოგადად სელეფი სწავლულების შეხედულება ამგვარია.

რაც შეეხება ეჰლი სუნნეთის სწავლულთა სიტყვებს, მათი სიტყვები საჰაბეებისა და თაბიინების სიტყვებს ნმარტავენ:

20.              იბნი ყუდამე ასე ამბობს: „ჯუმა და ბაირამ ნამაზები ყოველი სალიჰი და ცოდვილის უკან ილოცება. რადგანაც აჰმედ ბინ ჰანბელს მუთეზილიტის უკან ულოცავს. მისი თანამედროვე სწავლულებიც ასე იქცეოდნენ.„ (ალ-მუღნი, 3/22)

21.              ისევ იბნი ყუდამე ამბობს: ჯუმა ნამაზისკენ მისწრაფება სუნნი ალოცებს, მობიდათე, სამართლიანი თუ ფასიყი ვაჯიბია. იმამი აჰმედიც ასე მოქცეულა... ამ თემაზე სწავლულთა განსხვავებული აზრი ჩვენ არ ვიცით. ამ თემაში ძირითადი საფუძველი უზენაესი ალლაჰის შემდეგი აიათის ზოგადობაა:

„ჯუმა დღეს, როდესაც ალლაჰის სადიდებლად მოგიხმობენ გაიქეცით და მიატოვეთ ყოველგვარი ვაჭრობა. (ჯუმა, 9-ე აიათი.) ამ თემაზე საჰაბეების იჯმაა. აბდულლაჰ ბინ ომერი და შუამავლის კიდევ სხვა საჰაბეები ჰაჯჯაჯთან და სხვა მსგავსებთან ერთად ნამაზს ესწრებოდნენ. არ გაგონილა, რომ რომელიმე მათგანს ჯემაათით ნამაზი მიეტოვებინოს. აბდულლაჰ ბინ ჰუზეილი ასე ამბობს:

„ჩვენ ალ-მუხთარის დროში ნალოც ჯუმა ნამაზების შესახებ ვსაუბრობდით. მათ კი ნამაზზე მოსვლის შესახებ ერთი აზრი გამოხატეს. მუხთარის მატყუარაობა მის კისერზეა. უეჭველად ჯუმა რჯულის ცხადი ნიშანია. ამას იმამები ან მათ მიერ დავალებული პირები ასრულებენ. ასეთი პიროვნებების უკან ნამაზს თუ მივატოვებთ ეს ჯუმა ნამაზის ჩავარდნას შეუწყობს ხელს. (ალ-მუღნი, 3/169-170.)

22.              შეიხულ ისლამი იბნი თეიმიე (რჰ.ა.) ამ საკითხის გარჩევისას ასე ამბობს: „იმამზე მიმყოლებმა თუნდაც იცოდნენ, რომ იმამი მობიდათეა და ფისყი გააშკარავებული აქვს, ეს პიროვნება მაინც იმ პიროვნებად დარჩება ვინც უკვე დადგენილია იმისთვის რომ ჯუმა ალოცოს. როგორც ეს არის ჯუმის იმამის, ბაირამის იმამის და არაფატში ჰაჯობის ნამაზის იმამობის შემთხვევაში. ზოგადად ძველი და ახალი სწავლების აზრით მათ უკან ნამაზი ილოცება. ეს აჰმედის, შაფის, აბუ ჰანიფას და სხვების მეზჰებია. (მეჯმუუ’ლ-ფეთავა 23/352. იხ. მესაილი’ლ-მარდინიიე, გვ. 62-64.

23.              იბნი ნუჯეიმი ალ-ჰანეფის (რჰ.ა.) „ბაჰრუ’რ-რაიყ„ სახელობის ნაშრომში ასე წერია: „ძირითადად მობიდათეს უკან ნამაზის ლოცვა დაშვებულია. თუმცა ჯეჰმიიტების, რაფიზიტებს და ყადერიტების  მსგავსად ვინც ამბობს, რომ ყურანი გაჩენილიაო ისინი გამონაკლისია. მოკლედ რომ ვთქვათ ყიბლის მიმართულებით ნამაზის მლოცავი მობიდათეს თუ ბიდათი მას ქაფირად არ აქცევს მის უკან ნამაზის ლოცვა მექრუჰობასთან ერთად მიღებულია.„ (ბაჰრუ’რ-რაიყ, 1/370)

24.              იმამი შევქანი რ.ჰ. ასე ამბობს: „საჰაბეებიდან დაწყებული პირველი  თაობის ხალხის, თაბიინების სიტყვებსა და საქმეებზე დაყრდნობით იჯმა ამტკიცებს, რომ ცოდვილი იმამის უკან ნამაზი ილოცება. რადგანაც იმდროინდელი მმართველები ამავდროულად ხუთი დროის ნამაზის იმამებიც იყვნენ. ყველა რაიონში რომელსაც ემირი ჰყავდა ხალხი მმართველს აყენებდნენ იმამად. (ნეილულ ევთარ, 2/398)

25.              კიდე ასე ამბობს: „იმამობისთვის სამართლიანობის პირობის წამოყენება არ არის საჭირო. ვისთვისაც მარტოდ ლოცვის შემთხვევაში მისი ნამაზი მიღებულად ითვლება, მან სხვებსაც რომ ალოცოს მათი ნამაზიც მიღებულად ჩაითვლება. კარგად დაიხსომე, რომ უსამართლო ფასიყი იმამის მიერ ნალოცები ჯამაათის ნამაზი მიღებულია. ამასთანავე არც არავინ დაობს იმ საკითხზე, რომ ასეთი იმამის უკან ლოცვა მექრუჰია. (ნეილულ ევთარ, 2/399)

აბუ მუაზ სეიფულლაჰ ალ-ჩუბუქაბადი



[1] ალლაჰის მიმართ ურჩი, მისი ბრძანებების მიმტოვებელი, მისი მორჩილებისა და სწორი გზიდან გადამხვევი, უსამართლობის, უზნეობისა და უკეთურების გზაზე მდგომი.

[2] ალლაჰისა და მისი შუამავლის მიერ ჰარამად გაცხადებული საქმეების მოურიდებლად ჩამდენი.


ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 10 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol