იშრომე
ამ ქვეყნისთვის ისე იშრომე თითქოს არ უნდა მოკვდე; ხოლო იმქვეყნისთვის ისე იშრომე თითქოს ხვალ უნდა მოკვდე

ისლამი როგორც ამიერსოფელს ისე იმიერსოფელს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ამის შესრულებას მორწმუნეებისგან ითხოვს. ეს ქვეყანა იმ ქვეყნის ყანაა და მუსლიმანი სწორედ ამ ყანაში უნდა თესდეს რომ იმ ყანაში მოიმკოს. წმინდა შუამავალი მუჰამმედ ს.ა.ს-ი ერთერთ ჰადისში ასე ბრძანებს “ამ ქვეყნისთვის ისე იშრომე თითქოს არ უნდა მოკვდე; ხოლო იმქვეყნისთვის ისე იშრომე თითქოს ხვალ უნდა მოკვდე.” ჰადისის მსგავსი სხვა გადმოცემითი ვერსია რომელიც სუიუთის თავის ნაშრომში “ჯამიღუს-სიღარ”ში აქვს გადმოცემული ასეა: “ისე იშრომე ვისაც გონია რომ არ მოკვდება. ვისაც გონია რომ ხვალ მოკვდება მის მსგავსად თადარიგი იქონიე.” აქდან გამომდინარე ჩვენ ვხდებით რომ ისლამის მიზანი არც მხოლოდ ეს ქვეყანაა და არც მხოლოდ ის ქვეყანა. ისლამის მიზანია ადამიანის როგორც ამქვეყნიური ასევე იმქვეყნიური ბედნიერება, და მათ შორის ორიენტაციის გათანაბრება.
ადამიანს თავისი გაჩენის ბუნების მიხედვით ორი მხარე გააჩნია როგორც ფიზიკური ასევე სულიერი. ადამიანი თავისი ფიზიკური მხარიდან გამომდინარე საჭიროებს კარგ სოციალურ და ეკონომიკურ გარემოს, რაც კარგი განათლებით, კარგი კარიერითა და მეცნიერული მოღვაწეობით მოიპოვება. ადამიანი თავისი სულიერი მხარითაც საჭიროებს რწმენას, მორალსა და სიყვარულს, რაც რწმენითა და ღვთისმოსაობით მიიღება. 
  უზენაესი ალლაჰი ყურანში ასე ბრძანებს: “რაც ალლაჰმა გიწყალობა მათი საშუალებით იმქვეყნის მოგებას ეცადე და ამ ქვეყნადაც შენს ხვედრს ნუ დაივიწყებ.” (სურა ყასას, აია 77) როგორც უკვე ჩვენთვის ცნობილია კაცი რომელსაც წამს ალლაჰი და მისი შუამავალი უნდა ასრულებდეს რელგიურ ბრძანებებს და აქტიურად უნდა ეწეოდეს ამქვეყნიურ კეთილ და პატიოსან საქმეებს რომლებიც მას აგრეთვე ღვთისმსახურებადაც ეთვლება. მუსლიმან კაცს გარდა ალლაჰის მიერ დაწესებული კონკრეტული ღვთისმსახურებებისა თავისი ცხოვრების ყოველი ნაბიჯი და ყოველი კეთილი საქმე ღვთისმსახურებად ეთვლება თუკი ამას ალლაჰის სიყვარულით ასრულებს. ალლაჰის შუამავალი ერთერთ ჰადისში ასე ბრძანებს: “ყოველი სიკეთე ქველმოქმედებაა.” ასე რომ მუსლიმანი კაცისთვის ყოველი კეთისლი საქმე, კეთილი მიზნებით მიღებული განათლება და ხალხის სიკეთისთვის წამოწყებული ყოველი კეთილი საქმე თუ გამოგონება ღვთისმსახურებდ ეთვლებათ და სამაგიეროს ალლაჰისგან მიიღებენ.
ისლამი საზოგადოების არსებობის მათი კულტურული წინსვლისა და ორ ქვეყანას შორის თანაბარი ორიენტაციის დასადგენად ხუთ პრინციპს დიდ მნისვნელობას ანიჭებს. ესენია: 1) რჯული 2) სიცოცხლე 3) ჭკუა 4) შთამომავლობა 5) ქონება.
ამქვეყნისა და იმქვეყნის მოგება ამ ხუთ აუცილებელ პრინციპზეა აგებული, რაც როგორც პიროვნების ასევე საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის გარდაუვალია. ისლამი ამ პრინციპების არსებობისა და ხანგრძლივობისთვის მუსლიმანს ზოგიერთ ვალდებულებებს აკისრებს.
1. ღჯულს არსებობისთვის, მასზე რწმენა და ამასთან ერთად ნამაზი, რამაზანი, ზექათი, ჰაჯობა და მსგავსი ღვთისმსახურებები სავალდებულო ღვთისმსახურებადაა დაწესებული.
ღჯულის დასაცავად და მის მიმართ მტრული აგრესიის თავიდან ასაცილებლად ჯიჰადი, რჯულის შეგნებულად არასწორი განმარტებებით მისი ბოროტად გამომყენებელთა და რჯულის მშვიდობიანი ქადაგებისა და მისი გავრცელების დამაბრკოლებელთა მიმართ სასჯელია დაწესებული.
2. სიცოცხლის არსებობისა და ხანგძლივობისთვის სისუფთავე, სუფთა საკვები და ზომიერად ჭამა-სმაა დაწესებული; სიბინძურე, სვირინგი, სანახაობისთვის ან გინესის რეკორდების წიგნში შესვლის მიზნით საკუთარ სხეულზე ზარალის მიყენება მისი ბუნებრივი ფორმის შეცვა და მსგავის რამეები აკრძალულია. ასევე ყოველი ცოცხალი არსების განადგურება და მათი სიცოცხლის ხელყოფა აკრძალულია და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სასჯელი ან გამოსასყიდია დაწესებული.
3. ჭკუისა და გონების სიჯანსაღისათვის და მისი აქტიურობისათვის ყოველგვარი ინტელექტუალური ღონისძიებები დაშვებულია, ხოლო მსი დამაჩლუნგებელი და დამასუსტებელი ალკოჰოლი, ნარკოტიკი და მსგავსი ყოველგვარი მავნე ნივთიერებები აკრძალულია, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შესაბამისად დამსჯელი ზუმებია მიღებული.
4. შთამომავლობის დასაცავად და ადამიანისთვის შესაფერისი ცხოვრების პირობების შესაქმნელად ქორწინება დაშვებულია, ხოლო მრუშობა, აბორტი და მსგავსი საქციელი აკრძალულია და წინააღმდეგი შემთხვევებისთვის დამსჯელი ზომებია დაწესებული.
5. ქონების მოსახვეჭად შრომა ერთერთ ვალდებულებადაა მიჩნეული, ასევე ვაჭრობა, იჯარა, ჩუქება და მსგავსი ღონისძიებები დაშვებულია. ქონების დასაცავად კი ქურდობა აკრძალულია და ქურდებისთვის სასჯელია დაწესებული. უსამართლოდ სხვისი ქონების მითვისება (იგულისხმება როგორც პერსონალური ასევე სახელმწიფო ქონება. სახელმწიფოს ქონებაზე ყველა მის მოქალაქეს უფლებები გააჩნია ასე რომ აქ მთელი ხალხის უფლებებთან გვაქვს საქმე რაც ისლამის მიხედვით დიდ ცოდვად ითვლება.), აგრეთვე ტყუილი, ღალატი, მიცემულ სიტყვაზე ღალატი და სხვაზე ზარალის მიყენება აკრძალულია; სხვაზე ზარალის მიყენების შემთხვევაში საზღაურის გადახდა აუცილებელ პირობადაა დაწესებული.

მოამზადა ნოდარ დავითაძემ
 
 

ძიება
 
შეიყვანეთ საძიებო ტექსტი


ძიება Google-ში
ძიება ამ საიტზე
Advertisement
 
მსგავსი გვერდები
 

ჩვენი გვერდი Facebook-ზე
 
კითხვები თეოლოგთან
 
მომხმარებლები ონლაინში
 
 
დღეს 41 visitorsმომხმარებელი იყო აქ!
=> Do you also want a homepage for free? Then click here! <=